ეზეკიელი 43:1—27

43  შემდეგ მან მიმიყვანა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+  და, აი, ისრაელის ღვთის დიდება+ მოდიოდა აღმოსავლეთიდან+ და მისი ხმა დიდი წყლების ხმას ჰგავდა;+ მიწა განათდა მისი დიდებით.+  ეს იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ქალაქის გასანადგურებლად+ მისულმა ვიხილე;+ ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, მდინარე ქებართან+ რომ ვიხილე; და პირქვე დავემხვე.  იეჰოვას დიდება+ შევიდა ტაძარში იმ კარიბჭის გავლით, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+  სულმა ამწია+ და შიდა ეზოში შემიყვანა და, აი, ტაძარი იეჰოვას დიდებით ავსებულიყო.+  გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან,+ ის კაცი გვერდით მედგა.+  მითხრა ღმერთმა: „კაცის ძეო, ეს არის ადგილი ჩემი ტახტისთვის+ და ადგილი ჩემი ტერფისთვის,+ სადაც მარადიულად დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის;+ მეტად აღარ შებღალავს ჩემს წმინდა სახელს ისრაელის სახლი,+ აღარც ისინი და აღარც მათი მეფეები+ თავიანთი გარყვნილებითა და თავიანთი მეფეების გვამებით*,+  მათი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და მათი წირთხლის ჩემს წირთხლთან დადებით ისე, რომ მე და მათ შორის მხოლოდ კედელი დარჩეს.+ შებღალეს ჩემი წმინდა სახელი ჩადენილი სისაძაგლეებით+ და ამიტომაც შევმუსრე ისინი ჩემი რისხვით.+  ახლა მომაშორონ თავიანთი გარყვნილება+ და თავიანთი მეფეების გვამები,+ და მეც მარადიულად დავმკვიდრდები მათ შორის.+ 10  შენ კი, კაცის ძეო, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძარზე,+ რათა დამცირებულად იგრძნონ თავი თავიანთი დანაშაულის+ გამო და გაზომონ ეს ნიმუში. 11  თუ ისინი მართლაც დამცირებულად იგრძნობენ თავს იმის გამო, რაც ჩადენილი აქვთ, ამ ტაძრის+ გეგმა, მისი აგებულება, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი გეგმა და ყველა წვრილმანი გააგებინე მათ და მათ თვალწინ დაწერე მთელი მისი გეგმა კანონებთან ერთად, რათა შეისწავლონ მთელი მისი გეგმა და ყველა მისი წვრილმანი და მიჰყვნენ მას.+ 12  ეს არის ტაძრის კანონი: უწმინდესია მთის წვერზე მთელი მისი ადგილი ირგვლივ.+ აი ეს არის ტაძრის კანონი. 13  აი სამსხვერპლოს ზომები წყრთებში+ (ერთი წყრთა იყო წყრთა და ხელის დადება):+ მისი ძირი ერთი წყრთაა, მისი სიგანეც — ერთი წყრთა. ირგვლივ შემოსაზღვრულია შვერილის ერთმტკაველიანი ამაღლებული კიდით. ეს არის სამსხვერპლოს ძირი. 14  ძირიდან გარშემოვლებულ ქვედა შვერილამდე ორი წყრთაა, სიგანე — ერთი წყრთა; გარშემოვლებული პატარა შვერილიდან გარშემოვლებულ დიდ შვერილამდე ოთხი წყრთაა, მისი სიგანე — ერთი წყრთა. 15  სამსხვერპლოს საცეცხლური ოთხი წყრთაა; სამსხვერპლოს საცეცხლურიდან ოთხი რქაა ამოშვერილი.+ 16  სამსხვერპლოს საცეცხლურის სიგრძე თორმეტი წყრთაა, სიგანეც — თორმეტი წყრთა,+ კვადრატულია, ოთხივე გვერდი ერთი ზომისა აქვს.+ 17  გარშემოვლებული შვერილის სიგრძე თოთხმეტი წყრთაა, სიგანეც — თოთხმეტი წყრთა, ოთხივე მხარეს; მას ნახევარწყრთიანი კიდე აქვს გარშემო, მისი ძირი ერთი წყრთაა ირგვლივ. მას საფეხურები აღმოსავლეთით აქვს“. 18  მან მითხრა: «კაცის ძეო, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის სამსხვერპლოს წესები მისი დადგმის დროისთვის, მასზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავის+ მისატანად და სისხლის მოსასხურებლად“.+ 19  „ცადოკის+ შთამომავალ ლევიან მღვდლებს,+ რომლებიც მსახურებისთვის მიახლოვდებიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მიეცი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, ცოდვის შესაწირავად;+ 20  აიღე მისი სისხლი, წაუსვი ოთხივე რქას, გარშემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხესა და მის კიდეს ირგვლივ; განწმინდე ის ცოდვისგან+ და შეასრულე მისთვის გამოსყიდვის წესი;+ 21  აიღე მოზვერი, ცოდვის შესაწირავი, და დაწვი ის ტაძარში დანიშნულ ადგილზე, საწმინდრის გარეთ;+ 22  მეორე დღეს მიიყვანე საღი ვაცი ცოდვის შესაწირავად; განწმინდონ მათ სამსხვერპლო ცოდვისგან ისევე, როგორც მოზვრით განწმინდეს“. 23  „როცა ცოდვისგან განწმენდას დაასრულებ, მიიყვანე საღი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, და საღი ვერძი ფარიდან; 24  მიიტანე იეჰოვას წინაშე, მღვდლებმა მარილი მოაყარონ და შესწირონ+ იეჰოვას, როგორც მთლიანად დასაწვავი შესაწირავი. 25  შვიდ დღეს შესწირავ ვაცს ცოდვის შესაწირავად, თითოს დღეში,+ ისინი კი შესწირავენ უნაკლო მოზვერს, საქონლის ნაშიერს, და უნაკლო ვერძს ფარიდან. 26  შვიდ დღეს შეასრულებენ გამოსყიდვის+ წესს სამსხვერპლოსთვის, განწმენდენ მას და აამოქმედებენ. 27  გაასრულებენ დღეებს და მერვე დღიდან+ შესწირავენ მღვდლები თქვენს მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და თქვენს მშვიდობის მსხვერპლს*, და მე მოგიწონებთ თქვენ“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — თავიანთი მეფეების გვამებით, როცა დაიხოცებიან.
ან საზიარო მსხვერპლს.