ეზეკიელი 45:1—25
45 „როცა მემკვიდრეობად დაინაწილებთ მიწას,+ შესაწირავი მიეცით იეჰოვას+ — წმინდა წილი მიწიდან,+ სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა.+ წმინდა წილი იქნება ის მთელ მის საზღვრებში.
2 აქედან წმინდა ადგილისთვის იქნება კვადრატული ნაკვეთი — ხუთასი ხუთასზე,+ ყოველი მხრიდან საძოვარი ექნება ორმოცდაათ წყრთაზე.+
3 გაზომილიდან გადაზომე ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის ნაკვეთი და იქ იქნება საწმინდარი, უწმინდესი.+
4 ამ მიწიდან ეს იქნება წმინდა წილი მღვდლებისთვის,+ საწმინდრის მსახურებისთვის, რომლებიც უახლოვდებიან იეჰოვას, რომ ემსახურონ მას.+ ეს იქნება ადგილი მათი სახლებისთვის და წმინდა ადგილი — საწმინდრისთვის.
5 ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის+ ნაკვეთი ლევიანებისთვის, ტაძრის მსახურებისთვის იქნება. ოცი სასადილო ოთახი+ ექნებათ მათ საკუთრებად.
6 ქალაქის საკუთრებად გაიღებთ ხუთი ათასი წყრთა სიგანისა და ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძის ნაკვეთს, წმინდა შესაწირავის სიგრძის ტოლს.+ ისრაელის მთელი სახლისა გახდება ის.
7 თავკაცს მიწა ექნება წმინდა შესაწირავისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს, წმინდა შესაწირავისა+ და ქალაქის საკუთრების გვერდით, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. მისი სიგრძე ერთ-ერთი წილის სიგრძის ტოლი იქნება, დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე.+
8 ეს მიწა იქნება მისი საკუთრება ისრაელში. ჩემი თავკაცები ცუდად აღარ მოეპყრობიან ჩემს ხალხს,+ ისრაელის სახლს ტომების მიხედვით მისცემენ მიწას“.+
9 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გეყოთ, ისრაელის თავკაცებო!+
მოიშორეთ ძალადობა და ძარცვა,+ სამართალი და სიმართლე აღასრულეთ,+ აღარ ჩამოართვათ ჩემს ხალხს ქონება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
10 ზუსტი სასწორი, ზუსტი ეფა და ბათის ზუსტი საწყაო გქონდეთ;+
11 ეფა და ბათი ერთი დადგენილი საწყაოთი უნდა განისაზღვროს; ბათი ხომერის მეათედი უნდა იყოს და ეფაც — ხომერის მეათედი;+ დადგენილი საწყაო ხომერით უნდა განისაზღვროს.
12 შეკელი+ ოცი გერაა;+ ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის“.
13 „აი შესაწირავი, რომელიც უნდა გაიღოთ: ერთი ხომერი ხორბლიდან — ეფის მეექვსედი, ერთი ხომერი ქერიდანაც — ეფის მეექვსედი;
14 ზეთისთვის ბათის საწყაოა დადგენილი. ბათი კორის მეათედია; ათი ბათი ხომერია, რაკი ათი ბათია ხომერი.
15 ისრაელის სახლის ყოველი ორასი ცხვარ-ძროხიდან თითო ცხვარი უნდა შესწიროთ — ფარიდან თითო ცხვარი.+ ეს ყველაფერი უნდა გაიღოთ მარცვლეული შესაწირავისთვის,+ მთლიანად დასაწვავი შესაწირავისთვის+ და მშვიდობის მსხვერპლისთვის*,+ რათა შესრულდეს გამოსყიდვა მათთვის“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
16 „ამ მიწის მთელ ხალხს დაევალება ამ შესაწირავის+ მიტანა ისრაელის თავკაცისთვის.+
17 თავკაცს+ კი დაევალება მთლიანად დასაწვავი შესაწირავის,+ მარცვლეული შესაწირავისა+ და დასაღვრელი შესაწირავის+ მიტანა დღესასწაულების,+ ახალმთვარობებისა+ და შაბათების დროს,+ ისრაელის სახლის ყველა დღესასწაულზე.+ ის მოიტანს ცოდვის შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავს, მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს ისრაელის სახლისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად“.
18 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „პირველი თვის პირველ დღეს აიყვანე საღი მოზვერი,+ საქონლის ნაშიერი, და ცოდვისგან განწმინდე საწმინდარი.+
19 აიღოს მღდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლი და წაუსვას ტაძრის წირთხლს,+ სამსხვერპლოს გარშემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხეს+ და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლს.
20 ასე მოიქეცი თვის მეშვიდე დღეს ნებისმიერისთვის, ვინც დააშავებს+ ან ვინც შემთხვევით შესცოდავს, და გამოსყიდვის წესი შეასრულეთ ტაძრისთვის.+
21 პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს პასექი გქონდეთ;+ შვიდდღიანი დღესასწაულის განმავლობაში უფუარი პური ჭამეთ.+
22 იმ დღეს თავკაცმა უნდა მიიყვანოს მოზვერი ცოდვის შესაწირავად თავისთვის და ამ მიწის მთელი ხალხისთვის.+
23 დღესასწაულის შვიდი დღის+ განმავლობაში მან შვიდი საღი მოზვერი და შვიდი საღი ვერძი უნდა მიიყვანოს იეჰოვასთვის მთლიანად დასაწვავ შესაწირავად, ყოველდღიურად შვიდი დღის განმავლობაში,+ და თითო დღეს თითო ვაცი მიიყვანოს ცოდვის შესაწირავად.+
24 მიიტანოს ერთი ეფა მარცვლეული შესაწირავი მოზვრისთვის, ერთი ეფა ვერძისთვის და თითო ჰინი ზეთი ეფაზე.+
25 მეშვიდე თვეს, მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულის დროს,+ მან იგივე უნდა მიიტანოს შვიდი დღის განმავლობაში,+ ისეთივე ცოდვის შესაწირავი, ისეთივე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი, ისეთივე მარცვლეული შესაწირავი და ზეთი“».
სქოლიოები
^ ან საზიარო მსხვერპლისთვის.