ეზეკიელი 46:1—24

46  «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებს,+ დაკეტილი უნდა იყოს+ ექვს სამუშაო დღეს,+ შაბათს და ახალმთვარობისას კი უნდა გაიღოს.+  თავკაცი გარედან შემოვა ამ კარიბჭის წინკარის გავლით+ და დადგება კარიბჭის წირთხლთან.+ მღვდლები შესწირავენ მის მოტანილ მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს*. ის დაემხობა კარიბჭის ზღურბლზე,+ მერე კი გარეთ გავა, მაგრამ კარიბჭე საღამომდე არ დაიკეტება;  ამ მიწის ხალხი კი შაბათობით და ახალმთვარობების დროს ამ კარიბჭის შესასვლელთან დაემხობა იეჰოვას წინაშე.+  შაბათ დღეს თავკაცმა იეჰოვასთვის უნდა მიიყვანოს ექვსი საღი მამალი თოხლი და საღი ვერძი მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+  მარცვლეულ შესაწირავად მიიტანოს ერთი ეფა ვერძზე,+ მამალ თოხლებზე — იმდენი, რამდენის მიცემასაც შეძლებს+ და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+  ახალმთვარობის+ დღეს მიიყვანოს საღი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, ექვსი მამალი თოხლი და ერთი ვერძი — ყოველი მათგანი საღი უნდა იყოს.+  მოზვრისთვის მარცვლეულ შესაწირავად ერთი ეფა შესწიროს, ვერძისთვისაც — ერთი ეფა, მამალი თოხლებისთვის — იმდენი, რამდენსაც შესწვდება, და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+  როცა თავკაცი+ შემოვა, კარიბჭის წინკარის გავლით უნდა შემოვიდეს და იმავე გზით უნდა გავიდეს.+  როცა ამ მიწის ხალხი მოვა იეჰოვას წინაშე სადღესასწაულოდ,+ ვინც ჩრდილოეთი კარიბჭის+ გავლით შემოვა დასამხობად, სამხრეთი კარიბჭის+ გავლით გავიდეს; ვინც სამხრეთი კარიბჭის გავლით შემოვა, ჩრდილოეთი კარიბჭის გავლით გავიდეს. არავინ დაბრუნდეს იმ კარიბჭის გავლით, რომლითაც შემოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავიდეს. 10  მათ შორის მყოფი თავკაცი მათი შემოსვლისას შემოვიდეს და მათი გასვლისას გავიდეს.+ 11  დღესასწაულებზე+ მარცვლეულ შესაწირავად მიიტანოს ერთი ეფა მოზვერზე, ერთი ეფა ვერძზე და მამალ თოხლებზე იმდენი, რამდენის მიცემასაც შეძლებს, და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+ 12  თუ თავკაცი ნებაყოფლობით შესაწირავს მიიტანს მთლიანად დასაწვავ შესაწირავად+ ან მშვიდობის მსხვერპლს — იეჰოვასთვის ნებაყოფლობით შესაწირავად, გაუღონ კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებს,+ და შესწიროს მან თავისი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი, როგორც შაბათ დღეს სწირავს ხოლმე.+ გავა ის და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.+ 13  ყოველდღიურად მიიყვანე ერთი წლის საღი მამალი თოხლი იეჰოვასთვის მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ ყოველ დილით მიიყვანე ის. 14  ყოველ დილით მასთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანე ეფის მეექვსედი და წმინდად დაფქულ ფქვილზე დასასხურებლად ჰინის მესამედი ზეთი.+ იეჰოვასთვის მარცვლეული შესაწირავის მიტანა მარადიული, მუდმივი წესია. 15  ყოველ დილით მიიყვანონ მამალი თოხლი, მიიტანონ მარცვლეული შესაწირავი და ზეთი მუდმივ, მთლიანად დასაწვავ შესაწირავად“. 16  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თუ თავკაცი საჩუქარს მისცემს თავის ვაჟებს თავისი მემკვიდრეობიდან, ეს მისი ვაჟების საკუთრება გახდება, მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება. 17  თუ თავის ერთ-ერთ მსახურს მისცემს საჩუქარს თავისი მემკვიდრეობიდან, ეს მისი იქნება თავისუფლების წლამდე,+ შემდეგ კი თავკაცს დაუბრუნდება; მხოლოდ მის ვაჟებს დარჩება მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ. 18  თავკაცმა არ აიღოს ხალხის მემკვიდრეობა და არ გამოაძევოს ისინი თავიანთი საკუთრებიდან.+ თავისი საკუთრებიდან მისცეს თავის ვაჟებს მემკვიდრეობა, რათა არ გაიფანტოს ჩემი ხალხი, თითოეული თავისი საკუთრებიდან“».+ 19  მან შემიყვანა შესასვლელით,+ რომელიც კარიბჭის გვერდით იყო, და მიმიყვანა მღვდლებისთვის განკუთვნილ ჩრდილოეთის წმინდა სასადილო ოთახებთან.+ დასავლეთით, უკანა მხარეს, ერთი ადგილი დავინახე. 20  მან მითხრა: „ამ ადგილზე მოხარშავენ მღვდლები დანაშაულის შესაწირავსა+ და ცოდვის შესაწირავს+ და გამოაცხობენ მარცვლეულ შესაწირავს,+ რათა არაფერი გაიტანონ გარეთა ეზოში და ხალხი არ განწმინდონ“.+ 21  მან გამიყვანა გარეთა ეზოში, ჩამატარა ეზოს ოთხივე კუთხის ბოძთან და, აი, ერთი ეზო იყო ეზოს კუთხის ერთ ბოძთან და ერთიც — ეზოს კუთხის მეორე ბოძთან. 22  ეზოს ოთხივე კუთხის ბოძთან პატარა ეზოები იყო, სიგრძით ორმოცი წყრთა და სიგანით ოცდაათი წყრთა. ოთხივე ერთი ზომისა იყო თავისი კუთხის შენობებიანად. 23  ოთხივეს გარშემო ქვები ჰქონდა შემოწყობილი; ქვის წყების ძირში, ირგვლივ, სახარშავი ადგილები+ იყო მოწყობილი. 24  მან მითხრა: „ეს ის ადგილებია, სადაც მხარშავები არიან, სადაც ტაძრის მსახურები ხალხის მოტანილ მსხვერპლს ხარშავენ“.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლს.