ეზეკიელი 47:1—23

47  მან დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან+ და, აი, წყალი+ გამოედინებოდა ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ,+ რადგან ტაძრის წინა მხარე აღმოსავლეთს გაჰყურებდა. წყალი გამოედინებოდა ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხარეს, სამსხვერპლოს სამხრეთით.  მან გამიყვანა ჩრდილოეთი კარიბჭის+ გავლით და მიმიყვანა გარე კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს+ გაჰყურებს, და, აი, წყალი+ მოედინებოდა მარჯვენა მხარეს.  როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში,+ გადაზომა ათასი წყრთა და წყალში გამატარა; წყალი კოჭებამდე იყო.  მან კვლავ გადაზომა ათასი წყრთა და წყალში გამატარა; წყალი მუხლამდე იყო. კვლავაც გადაზომა ათასი წყრთა და კვლავ წყალში გამატარა; წყალი თეძომდე იყო.  მან კვლავ გადაზომა ათასი წყრთა. ეს უკვე მდინარე იყო, რომლის გადაკვეთაც ვერ შევძელი, რადგან წყალმა ისე იმატა, რომ შეიძლებოდა გაგეცურა; შეუძლებელი იყო მდინარის ფეხით გადაკვეთა.  მან მკითხა: „ხედავ ამას, კაცის ძეო?“ მან დამაბრუნა მდინარის ნაპირზე.  როცა დავბრუნდი, აი, ბევრი ხე იდგა მდინარის ორივე ნაპირზე.+  მან მითხრა: „ეს წყალი აღმოსავლეთისკენ მიედინება და არაბას+ გავლით დაბლა ეშვება, ზღვისკენ მიედინება,+ ზღვას ერთვის+ და კურნავს მის წყალს.  ყველა მოფუთფუთე ცოცხალი სული+ გაცოცხლდება ყველგან, სადაც ეს გაორმაგებული მდინარე გაივლის. დიდად გამრავლდება თევზი, რადგან ეს წყალი გაივლის იქ; ზღვის წყალი განიკურნება+ და ყველაფერი ცოცხალი იქნება იქ, სადაც მდინარე გაივლის. 10  მეთევზეები იდგებიან მის ნაპირზე ენ-გედიდან+ ენ-ეგლაიმამდე. იქ იქნება ბადეების გასაშრობი ადგილი. დიდძალი თევზი ექნებათ მათ მათი გვარისდა მიხედვით, როგორც დიდ ზღვაშია*.+ 11  მისი ჭაობები და ჭანჭრობები კი არ განიკურნება,+ მარილს მიეცემა.+ 12  მდინარის ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ყველანაირი ხე გაიზრდება.+ მათი ფოთოლი არ დაჭკნება,+ მათი ნაყოფი არ მოილევა.+ ყოველ თვეს ახალ ნაყოფს გამოიღებს, რადგან მათთვის წყალი საწმინდრიდან მოედინება.+ მათი ნაყოფი საჭმელად იქნება და მათი ფოთოლი — განსაკურნავად“.+ 13  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის მიწა, რომელსაც მემკვიდრეობად დაინაწილებთ, ისრაელის თორმეტი ტომისთვის მიცემული მიწა; ორი წილი იოსებისა იქნება.+ 14  თითოეული ისევე დაიმკვიდრებს მიწას, როგორც მისი ძმა, მიწას, რომლის მიცემაც ხელაღმართულმა შევფიცე+ თქვენს მამა-პაპას.+ ეს მიწა წილისყრით შეგხვდებათ მემკვიდრეობად.+ 15  ეს არის მიწის ჩრდილოეთი საზღვარი: დიდი ზღვიდან ხეთლონის+ გზით ცედადამდე,+ 16  ხამათამდე,+ ბეროთამდე+ და სიბრაიმამდე, რომელიც დამასკოსა+ და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის+ საზღვრის მხარესაა; 17  საზღვარი მიდის ზღვიდან ხაცარ-ენონამდე,+ დამასკოს საზღვრამდე, და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე.+ ეს არის ჩრდილოეთი მხარე. 18  აღმოსავლეთი მხარე ხავრანსა+ და დამასკოს+ შორისაა, მდინარე იორდანის+ გასწვრივ გალაადსა+ და ისრაელის მიწას შორის. გადაზომეთ მანძილი საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე. ეს არის აღმოსავლეთი მხარე. 19  სამხრეთი მხარე თამარიდან+ მიდის მერიბათ-კადეშის+ წყლებამდე, ხევის+ გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ. ეს არის სამხრეთი მხარე, ნეგებისკენ. 20  დასავლეთით დიდი ზღვაა, სამხრეთი საზღვრიდან პირდაპირ ხამათის+ შესასვლელამდე. ეს არის დასავლეთი მხარე“. 21  „დაინაწილეთ ეს მიწა ისრაელის თორმეტმა ტომმა. 22  დაანაწილეთ ის მემკვიდრეობად თქვენთვის+ და იმ ხიზნებისთვის, რომლებიც თქვენთან ხიზნობენ+ და რომლებსაც თქვენ შორის შეეძინათ ვაჟები; მკვიდრივით უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის ისრაელის ძეებს შორის. თქვენთან ერთად ისინიც წილისყრით მიიღებენ მემკვიდრეობას ისრაელის ტომებს შორის.+ 23  იმ ტომში მიეცით მას მემკვიდრეობა, რომელშიც ხიზნობს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.

სქოლიოები

ანუ ხმელთაშუა ზღვაში.