ეზეკიელი 48:1—35
48 „აი ტომების სახელები. ერთი წილი დანისა+ იქნება: ჩრდილოეთი კიდიდან ხეთლონის+ გზის გასწვრივ ხამათის+ შესასვლელამდე, ხაცარ-ენანამდე+ — დამასკოს ჩრდილოეთ საზღვრამდე, და ხამათის მხარეს; მას ექნება საზღვარი აღმოსავლეთით და დასავლეთით.
2 დანის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — აშერის+ წილი.
3 აშერის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ნაფთალის+ წილი.
4 ნაფთალის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — მენაშეს+ წილი.
5 მენაშეს საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ეფრემის+ წილი.
6 ეფრემის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — რეუბენის+ წილი.
7 რეუბენის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — იუდას+ წილი.
8 იუდას საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე იქნება შეწირული მიწა, რომელიც თქვენ უნდა შესწიროთ; სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა+ უნდა იყოს, მისი სიგრძე კი აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე ერთ-ერთი წილისას უნდა ემთხვეოდეს. მის შუაგულში საწმინდარი იქნება.+
9 შეწირული ნაკვეთი, რომელიც უნდა შესწიროთ იეჰოვას, სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა იქნება.
10 იქ უნდა იყოს შეწირული წმინდა ნაკვეთი მღვდლებისთვის,+ რომელიც ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, დასავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა, აღმოსავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა და სამხრეთით სიგრძეში — ოცდახუთი ათასი წყრთა. მის შუაგულში იეჰოვას საწმინდარი იქნება.+
11 ეს განწმენდილი მღვდლებისთვის იქნება, რომლებიც ცადოკის+ ძეთაგან არიან, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე და რომლებსაც გზა არ აბნევიათ ლევიანებივით, მაშინ, როცა ისრაელის ძეებს აებნათ გზა.+
12 მათ ლევიანთა საზღვართან ექნებათ შეწირული ნაკვეთი შეწირული მიწიდან, და ის უწმინდესად ჩაითვლება.+
13 მღვდლების მიწის გვერდით ლევიანებს+ ექნებათ ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის ნაკვეთი; მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, სიგანე — ათი ათასი წყრთა.+
14 არ გაყიდონ მისი არც ერთი ნაწილი, არც გაცვალონ და არც არავის მისცენ საუკეთესო მიწა, რადგან ის წმინდაა იეჰოვასთვის.+
15 ოცდახუთი ათასი წყრთის გასწვრივ სიგანეში დარჩენილი ხუთი ათასი წყრთა უწმინდური მიწაა.+ ის ქალაქისთვის, საცხოვრებლად და საძოვრებად არის განკუთვნილი. ქალაქი მის შუაგულში იქნება.+
16 აი ქალაქის ზომები: ჩრდილოეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, სამხრეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, აღმოსავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა და დასავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა.
17 ქალაქის საძოვარი+ იქნება: ჩრდილოეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, სამხრეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, აღმოსავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა და დასავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა.
18 დარჩენილი ნაკვეთი სიგრძით ზუსტად დაემთხვევა შეწირული წმინდა მიწისას,+ ათი ათასი წყრთა იქნება აღმოსავლეთით და ათი ათასი წყრთა — დასავლეთით; ის ზუსტად დაემთხვევა შეწირულ წმინდა მიწას; მისი მოსავალი ქალაქის მომსახურეებს ექნებათ საკვებად.+
19 დაამუშავებენ მას ქალაქის მომსახურეები ისრაელის ყველა ტომიდან.+
20 მთელი შეწირული მიწა ოცდახუთი ათასი წყრთაა ოცდახუთ ათას წყრთაზე. კვადრატული ნაკვეთი შესწირეთ წმინდა შესაწირავად ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
21 რაც დარჩება შეწირული წმინდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების+ ორივე მხარეს, თავკაცისა+ იქნება: შეწირული ნაკვეთის ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ აღმოსავლეთ საზღვრამდე და დასავლეთით — ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ დასავლეთ საზღვრამდე.+ თავკაცის წილი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც სხვებისა. შეწირული წმინდა მიწა და ტაძრის საწმინდარი მის შუაგულში იქნება.
22 ლევიანთა საკუთრება და ქალაქის საკუთრება თავკაცის კუთვნილ მიწებს შორის იქნება. იუდას საზღვარსა+ და ბენიამინის საზღვარს შორის იქნება თავკაცის მიწა.
23 დანარჩენ ტომებს: აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ბენიამინის+ წილი;
24 ბენიამინის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — სიმონის+ წილი;
25 სიმონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ისაქარის+ წილი;
26 ისაქარის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ზებულონის+ წილი;
27 ზებულონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — გადის+ წილი.
28 გადის საზღვართან, სამხრეთით, საზღვარი დაიდება თამარიდან+ მერიბათ-კადეშის+ წყლებამდე, და ხევის+ გაყოლებაზე დიდ ზღვამდე.+
29 ეს მიწა წილისყრით დაუნაწილეთ ისრაელის ტომებს მემკვიდრეობად+ და ეს იქნება მათი წილი“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
30 „ეს იქნება ქალაქის გასასვლელები; ჩრდილოეთი საზღვარი — ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა.+
31 ქალაქის კარიბჭეებს ისრაელის ტომების სახელები ერქმევა. სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით: რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე.
32 აღმოსავლეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
33 სამხრეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულონის კარიბჭე.
34 დასავლეთი საზღვარი ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და იქაც სამი კარიბჭე იქნება: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
35 მთლიანობაში ის თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. ქალაქს იმ დღიდან დაერქმევა — თვით იეჰოვაა იქ“.+