ეზეკიელი 7:1—27

7  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწას: „აღსასრული, აღსასრული დაუდგა მიწის ოთხივე კიდეს!+  აღსასრულმა მოაწია შენზე,+ ჩემს რისხვას ვგზავნი შენ წინააღმდეგ, შენი გზისამებრ გაგასამართლებ+ და მოგაწევ ყველა შენს სისაძაგლეს.  არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ, შენი გზისამებრ მოგაგებ და მიხვდები, რომ ყველა შენი სისაძაგლის შედეგს იმკი;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „უბედურება, აი, არნახული უბედურება მოდის!+  აღსასრული მოდის,+ აღსასრული მოდის! ის გაიღვიძებს თქვენთვის, აი, ის მოდის!+  უბედურების გვირგვინი მოდის შენთან, მიწის მკვიდრო, დადგება ეს დრო, ახლოა ეს დღე.+ ყიჟინის ნაცვლად შფოთია მთებზე.  მალე გადმოვღვრი შენზე ჩემს მრისხანებას+ და გადმოვცლი ჩემს რისხვას,+ შენი გზისამებრ გაგასამართლებ+ და მოგაწევ ყველა შენს სისაძაგლეს.  არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ.+ შენი გზისამებრ მოგაგებ და მიხვდები, რომ ყველა შენი სისაძაგლის შედეგს იმკი;+ გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა გცემთ.+ 10  აი, მოდის ის დღე!+ გზაშია უბედურების გვირგვინი.+ გაიფურჩქნა კეტი,+ აყვავდა კადნიერება.+ 11  ძალადობა ბოროტების დამსჯელ კეტად იქცა;+ ვერ იხსნიან საკუთარ თავს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ვერც მათი სიმდიდრე დაიხსნის მათ. ღირსება აქვთ წართმეული. 12  დადგება ის დრო, მოახლოვდება ის დღე. ნუ გაიხარებს მყიდველი+ და ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელ ამ ბრბოზე. 13  ვერ დაუბრუნდება გამყიდველი გაყიდულს, ცოცხლებს შორის რომც იყოს; რადგან ხილვა მთელი ამ ბრბოსთვისაა. ვერავინ დაბრუნდება და ვერავინ დაიმკვიდრებს სიცოცხლეს თავისი დანაშაულით. 14  ჩაჰბერეს საყვირს,+ ყველა მოემზადა, მაგრამ არავინ მიდის საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მის ბრბოზე.+ 15  გარეთ მახვილია,+ შიგნით კი — ჭირი და შიმშილი;+ მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება, ქალაქში მყოფებს შიმშილი და ჭირი შთანთქავს,+ 16  გადარჩენილები კი თავს უშველიან+ და ველის მტრედებივით+ იქნებიან მთებში; ყოველი მათგანი იკვნესებს თავისი დანაშაულის გამო. 17  ყველა ხელი ეშვება,+ ყველა მუხლზე წყალი ჩამოდის*.+ 18  ჯვალოში არიან გახვეული,+ კანკალს აუტანია ისინი.+ ყველას სახე შერცხვენილია+ და ყველას თავი — მელოტი.+ 19  ქუჩებში გადაყრიან თავიანთ ვერცხლს, სისაძაგლედ იქცევა მათი ოქრო. ვერც მათი ვერცხლი და ვერც მათი ოქრო ვერ დაიხსნის მათ იეჰოვას რისხვის დღეს.+ სულს ვერ გაიძღობენ, შიგნეულს ვერ გაივსებენ, რადგან ეს ექცათ მათ დაბრკოლების ლოდად და დანაშაულის მიზეზად.+ 20  მორთულობის სილამაზე სიამაყის მიზეზად იქცა. ამით გააკეთეს თავიანთი საზიზღარი ქანდაკებები,+ თავიანთი სისაძაგლეები.+ ამიტომ სისაძაგლედ ვაქცევ მას მათთვის.+ 21  უცხოებს ჩავუგდებ მას ხელში გასაძარცვავად და დედამიწის ბოროტებს — ნადავლად;+ ისინი წაბილწავენ მას. 22  პირს ვიბრუნებ მათგან,+ ისინი წაბილწავენ ჩემს დაფარულ ადგილს. შევლენ იქ ყაჩაღები და წაბილწავენ მას.+ 23  გააკეთე ჯაჭვი,+ რადგან სისხლიანი განაჩენით+ აივსო მიწა და ქალაქი — ძალადობით.+ 24  მოვიყვან ხალხებიდან+ ყველაზე ბოროტებს და ისინი დაისაკუთრებენ მათ სახლებს.+ გავაქრობ მათ ძლიერთა სიამაყეს+ და წაიბილწება მათი საწმინდრები.+ 25  მოვა ტანჯვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას, მაგრამ არ იქნება ის.+ 26  უბედურებას უბედურება მოჰყვება,+ ერთ ამბავს — მეორე ამბავი; ხალხი წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებს ძებნას,+ მღვდელს კანონი გაუქრება და უხუცესს — რჩევა.+ 27  იგლოვებს მეფე+ და თავკაცი სასოწარკვეთილებით შეიმოსება,+ იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს ხელები აუკანკალდება. მათი გზისამებრ მოვექცევი მათ+ და მათი სამართლისამებრ განვსჯი;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+

სქოლიოები

იგულისხმება შიშით შარდვა.