ეზეკიელი 9:1—11

9  მან ჩემ გასაგონად ხმამაღლა დაიძახა: „ახლოს მოვიდნენ ქალაქის განმკითხველნი, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!“  აი, ექვსი კაცი მოდიოდა ზემო,+ ჩრდილოეთი კარიბჭის მხრიდან, თითოეული თავისი შემმუსვრელი იარაღით ხელში. მათ შორის იყო ერთი სელით შემოსილი კაცი,+ რომელსაც თეძოსთან სამელნე ჰქონდა; მოვიდნენ და სპილენძის სამსხვერპლოსთან დადგნენ.+  ისრაელის ღვთის დიდება,+ რომელიც ქერუბიმების+ ზემოთ იყო, ასცილდა მათ და ტაძრის* ზღურბლთან დაეშვა.+ მან დაუძახა სელით შემოსილ კაცს,+ რომელსაც თეძოსთან სამელნე ჰქონდა.  იეჰოვამ უთხრა მას: „გაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან+ მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“.+  სხვებს კი უთხრა ჩემ გასაგონად: „მიჰყევით მას, გაიარეთ ქალაქში და შემუსრეთ ხალხი. ნუ შეიბრალებს მათ თქვენი თვალი და ნუ შეიწყალებთ;+  დახოცეთ და გაანადგურეთ მოხუცი, ჭაბუკი, ქალწული, პატარა ბავშვი თუ ქალი,+ ოღონდ ნუ მიეკარებით მას, ვისაც ნიშანი აქვს.+ ჩემი საწმინდრიდან დაიწყეთ“.+ მათაც დაიწყეს მოხუცებისგან, რომლებიც ტაძრის წინ იყვნენ.+  შემდეგ უთხრა მათ: „წაბილწეთ ტაძარი და ეზოები დახოცილებით აავსეთ,+ წადით!“ ისინიც წავიდნენ და დაიწყეს მუსვრა ქალაქში.  როცა ისინი მუსრავდნენ და მე გადავრჩი, პირქვე დავემხვე+ და წამოვიძახე: „ვაიმე,+ უზენაესო უფალო იეჰოვა! ნუთუ გაანადგურებ ისრაელის მთელ დარჩენილ ნაწილს, შენს რისხვას რომ ღვრი იერუსალიმზე?“+  მან მითხრა: „ძალიან, ძალიან დიდია+ ისრაელისა და იუდას სახლის დანაშაული,+ აივსო მიწა სისხლის ღვრით+ და ქალაქი — უსინდისობით;+ ისინი ამბობენ, მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა,+ ვერ ხედავსო იეჰოვა.+ 10  არ შეიბრალებს მათ ჩემი თვალი+ და არ შევიწყალებ.+ მათ თავზე მოვაწევ მათივე გზას“.+ 11  აი, სელით შემოსილმა კაცმა, რომელსაც თეძოზე სამელნე ჰქონდა, სიტყვა მოიტანა: „როგორც მიბრძანე, ისე გავაკეთე“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სახლის. ბიბლიის ამ წიგნში ეს სიტყვა ძირითადად ტაძრად არის ნათარგმნი.