ეზრა 10:1—44
10 როგორც კი ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ+ მიწაზე დამხობილმა+ ეზრამ დაასრულა ლოცვა+ და ტირილით ცოდვის აღიარება,+ მოგროვდა მასთან ისრაელთა დიდძალი კრებული — კაცები, ქალები და ბავშვები. ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.
2 მაშინ შექანიამ, იეხიელის+ ვაჟმა, ელამის ძეთაგან,+ უთხრა ეზრას: „ჩვენ ვუორგულეთ ჩვენს ღმერთს, რადგან ამ მიწის ხალხთაგან მოვიყვანეთ ცოლები.+ მაგრამ, მაინც არსებობს იმედი+ ისრაელისთვის.
3 ახლა შეთანხმება+ დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ გავუშვებთ+ ცოლებსა და მათგან შეძენილ შვილებს იეჰოვასა და ჩვენი ღვთის მცნების+ მოშიშთა+ მითითებისამებრ, რათა ყველაფერი კანონის თანახმად შესრულდეს.+
4 ადექი, რადგან შენ გევალება ეს საქმე, ჩვენც შენ გვერდით ვართ, გამაგრდი და იმოქმედე!“
5 ადგა ეზრა და დააფიცა+ უფროსი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ამ სიტყვის თანახმად მოიქცეოდნენ. და მათაც დადეს ფიცი.
6 ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ მდგარი ეზრა ახლა იეჰოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, სასადილო დარბაზში+ შევიდა. შევიდა, მაგრამ არც პური უჭამია+ და არც წყალი დაულევია, რადგან გლოვობდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
7 ამის შემდეგ მთელ იუდასა და იერუსალიმს გამოუცხადეს, რომ გადასახლებაში ნამყოფი+ მთელი ხალხი იერუსალიმში შეკრებილიყო.
8 ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა+ მთავართა+ და უხუცესთა მითითებისამებრ, მას მთელი ქონება ჩამოერთმეოდა,+ თავად კი გადასახლებული ხალხის კრებულიდან განიდევნებოდა.+
9 ამგვარად სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ყველა მამაკაცი იუდასა და ბენიამინის ტომებიდან, ეს იყო მეცხრე+ თვის მეოცე დღეს; მთელი ხალხი ისხდა მოედანზე ჭეშმარიტი ღვთის სახლთან და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო.+
10 მაშინ ადგა მღვდელი ეზრა და უთხრა მათ: „ორგულობთ, რადგან უცხოელი ცოლები+ მოიყვანეთ ისრაელის დანაშაულის დასამძიმებლად.+
11 აღიარეთ ცოდვები+ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის წინაშე, მოიქეცით მის მოსაწონად+ და განეშორეთ ამ მიწის ხალხებსა და უცხოელ ცოლებს!“+
12 მთელმა კრებულმა ხმამაღლა მიუგო მას: „ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც შენ ამბობ.+
13 მაგრამ ხალხი ბევრია, თან ახლა წვიმიანობის დროა, ამიტომ შეუძლებელია გარეთ დგომა; თანაც, ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან დიდად ვიურჩეთ ამ საქმეში.
14 ამიტომ, დაე, ჩვენი მთავრები+ წარდგნენ მთელი კრებულის წარმომადგენლებად, ხოლო ყველანი, ვინც უცხოელი ცოლები მოიყვანა ჩვენს ქალაქებში, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავ-თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე დავაცხრობდეთ ჩვენი ღვთის მრისხანებას, ამ ამბის გამო ანთებულს!“
15 (მაგრამ იონათანი, ასაელის ვაჟი, და იახზეია, თიკვას ვაჟი, წინ აღუდგნენ+ ამას. მეშულამი და შაბეთაი,+ ლევიანები, მხარს უჭერდნენ მათ).
16 ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები.+ მეათე თვის+ პირველ დღეს ამ საქმის გამოსაკვლევად+ ცალკე დასხდნენ მღვდელი ეზრა და საგვარეულოთა+ თავკაცები თავ-თავიანთი სახელების მიხედვით.
17 პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს მათ ყველა იმ კაცის საქმის გამოკვლევა, რომლებმაც უცხოელი+ ცოლები მოიყვანეს.
18 აღმოჩნდა, რომ მღვდლების ძეთაგან,+ რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, იყვნენ — იეჰოცადაკის+ ვაჟის, იეშუას+ ძეთაგან და მის ძმათაგან — მაასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია.
19 მათ ხელის ჩამორთმევით დადეს პირობა, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს და ვერძს+ შესწირავდნენ ფარიდან თავიანთი დანაშაულისთვის.+
20 იმერის ძეთაგან+ იყვნენ ხანანი და ზებადია;
21 ხარიმის ძეთაგან+ — მაასეია, ელია, შემაია, იეხიელი და უზია;
22 ფაშხურის ძეთაგან+ — ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელეასა;
23 ლევიანთაგან — იოზაბადი, შიმეი, კელაია ანუ კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი;
24 მგალობელთაგან — ელიაშიბი; კარიბჭის მცველთაგან — შალუმი, ტელემი და ური.
25 ისრაელთაგან: ფაროშის ძეთაგან+ იყვნენ რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია და ბენაია;
26 ელამის ძეთაგან+ — მათანია, ზაქარია, იეხიელი,+ აბდი, იერემოთი და ელია;
27 ზათუს ძეთაგან+ — ელიოენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი და აზიზა;
28 ბებაის ძეთაგან+ — იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი და ათლაი;
29 ბანის ძეთაგან — მეშულამი, მალუქი, ადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი;
30 ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ადნა, ქელალი, ბენაია, მაასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე;
31 ხარიმის ძეთაგან+ — ელიეზერი, იშია, მალქია,+ შემაია, შიმეონი,
32 ბენიამინი, მალუქი და შემარია;
33 ხაშუმის ძეთაგან+ — მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმეი;
34 ბანის ძეთაგან — მაადაი, ამრამი, უელი,
35 ბენაია, ბედეია, ქელუჰი,
36 ვანია, მერემოთი, ელიაშიბი,
37 მათანია, მათენაი და იაასუ;
38 ბინუის ძეთაგან — შიმეი,
39 შელემია, ნათანი, ადაია,
40 მაქნადებაი, შაშაი, შარაი,
41 აზარელი, შელემია, შემარია,
42 შალუმი, ამარია და იოსები;
43 ნებოს ძეთაგან — იეიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
44 უცხოელი ცოლი+ ჰყავდა თითოეულს, და გაუშვეს ისინი თავიანთ ვაჟებთან ერთად.