ეზრა 3:1—13
3 დადგა მეშვიდე+ თვე. ისრაელის ძეები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ. ნელ-ნელა მთელი ხალხი იერუსალიმში+ შეიკრიბა, როგორც ერთი+ კაცი.
2 იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, თავის ძმებთან, მღვდლებთან ერთად და ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ თავის ძმებთან ერთად ადგნენ და ააშენეს ისრაელის ღვთის სამსხვერპლო, მასზე დასაწვავი მსხვერპლის შესაწირავად, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცის, მოსეს, კანონში იყო ჩაწერილი.+
3 მათ თავის ადგილზე დადგეს სამსხვერპლო,+ რადგან სხვა ხალხების შეეშინდათ,+ და მასზე სწირავდნენ დასაწვავ მსხვერპლს იეჰოვასთვის — დილისა და საღამოს დასაწვავ მსხვერპლს.+
4 დაწერილისამებრ+ აღნიშნეს მათ კარვობის დღესასწაული+ და ყოველდღიურად იმდენ დასაწვავ მსხვერპლს სწირავდნენ, რამდენიც წესისამებრ თითოეული დღისთვის იყო დადგენილი.+
5 ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ დასაწვავ შესაწირავს+ და ახალმთვარობებისა+ და იეჰოვასთვის განკუთვნილი განწმენდილი დღესასწაულებისთვის+ დადგენილ შესაწირავს, ასევე სწირავდნენ ყველასთვის, ვისაც ხალისით მიჰქონდა ნებაყოფლობითი შესაწირავი+ იეჰოვასთვის.
6 მეშვიდე თვის+ პირველი დღიდან დაიწყეს მათ იეჰოვასთვის დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, თუმცა იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.
7 მისცეს ფული+ ქვის მთლელებსა+ და ხელოსნებს+ და საჭმელ-სასმელი+ და ზეთი+ — სიდონელებსა+ და ტვიროსელებს,+ რომ ლიბანიდან+ იოპეში,+ ზღვასთან, ჩამოეტანათ კედრის მორები სპარსეთის მეფე კიროსის+ ნებართვით.
8 იერუსალიმში, ჭეშმარიტი ღვთის სახლში მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს+ საქმეს შეუდგნენ ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, მათი ძმები, მღვდლები და ლევიანები, და ყველა, ვინც ტყვეობიდან+ დაბრუნდა იერუსალიმში; მათ დააყენეს ლევიანები,+ ოცი წლიდან მოყოლებული, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ იეჰოვას სახლის სამუშაოებისთვის.+
9 იეშუა,+ თავის ვაჟებთან და ძმებთან ერთად, და კადმიელი, თავის ვაჟებთან, იუდას ძეებთან ერთად, ერთ ჯგუფად გამოვიდნენ, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოთა შემსრულებელთათვის, და მათთან ერთად — ხენადადის ძეები,+ მათი ვაჟები და ძმები, ლევიანები.
10 იმ დროს, როცა მშენებლებმა იეჰოვას ტაძარს საძირკველი+ ჩაუყარეს, ადგნენ სათანადოდ შემოსილი მღვდლები+ საყვირებით+ ხელში და ლევიანები, ასაფის ძეები,+ წინწილებით+ ხელში, რომ ისრაელის მეფე დავითის მითითებისამებრ+ განედიდებინათ იეჰოვა.
11 ისინი მონაცვლეობით უგალობდნენ იეჰოვას ქება-დიდებას+ და მადლობდნენ მას: „კარგია იგი+ და მარადიულია მისი სიკეთე* ისრაელის მიმართ!“+ მთელი ხალხი ყიჟინებდა+ და ხმამაღლა ადიდებდა იეჰოვას იეჰოვას სახლის საძირკვლის ჩაყრის გამო.
12 ბევრი მოხუცი მღვდელი,+ ლევიანი და საგვარეულოთა თავკაცი,+ რომლებსაც ნანახი ჰქონდათ უწინდელი სახლი,+ ხმამაღლა ტიროდა,+ როცა მათ თვალწინ საძირკველი+ ეყრებოდა ამ სახლს; სხვები კი ყიჟინებდნენ სიხარულით.+
13 ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინისა+ და ტირილის ხმას, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი; შორს ისმოდა მათი ხმა.
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.