ეზრა 4:1—24
4 გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა,+ რომ გადასახლებიდან+ დაბრუნებულები აშენებდნენ იეჰოვას, ისრაელის ღვთის, ტაძარს,
2 და მაშინვე მივიდნენ ზერუბაბელთან+ და საგვარეულოთა თავკაცებთან+ და უთხრეს: „თქვენთან ერთად გვაშენებინეთ,+ რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს+ და მას ვწირავთ მსხვერპლს ასურეთის მეფე ასარხადონის+ დროიდან, რომელმაც აქ მოგვიყვანა“.+
3 მიუგეს ზერუბაბელმა, იეშუამ+ და ისრაელის საგვარეულოთა დანარჩენმა თავკაცებმა:+ „არაფერი გესაქმებათ ჩვენთან, ვერ ააშენებთ ჩვენი ღვთის სახლს+ ჩვენთან ერთად, ჩვენ თვითონ ავაშენებთ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, როგორც სპარსეთის მეფემ, მეფე კიროსმა+ გვიბრძანა“.
4 ამის შემდეგ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი გამუდმებით ხელიდან ძალას აცლიდა+ იუდას ხალხს და გულს უტეხდა მათ, რომ არ ეშენებინათ;+
5 ქირაობდნენ+ მრჩევლებს მათ წინააღმდეგ მათი ჩანაფიქრის ჩასაფუშავად; ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფე კიროსის დროიდან მოყოლებული სპარსეთის მეფე დარიოსის+ მეფობამდე.
6 ახაშვეროშის მეფობის დასაწყისში მათ საბრალდებო წერილი+ დაწერეს იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებზე.
7 არტაქსერქსეს დროს ბიშლამმა, მითრედათმა, ტაბეელმა და მათმა თანამზრახველებმა მისწერეს სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს; წერილი არამეულ+ ენაზე იყო ნათარგმნი, არამეული ასოებით იყო დაწერილი.
8 სამეფოს უმაღლესმა მოხელემ, რეხუმმა, და მწერალმა შიმშაიმ მეფე არტაქსერქსეს ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ:
9 „გწერთ სამეფოს უმაღლესი მოხელე რეხუმი,+ მწერალი შიმშაი და მათი თანამოაზრენი, მოსამართლეები და მდინარისგაღმელი* გამგებლები,+ მწერლები,+ ერექელები,+ ბაბილონელები,+ შუშანელები,+ იგივე ელამელები,+
10 სხვა ხალხები,+ რომლებიც დიდმა და პატივდებულმა ასენაფარმა*+ გადაასახლა და სამარიის ქალაქებში+ ჩაასახლა, და დანარჩენი მდინარისგაღმელები...“
11 აი მათი გაგზავნილი წერილის ასლი:
„მეფე არტაქსერქსეს+ შენი მსახურების, მდინარისგაღმელებისგან:
12 ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ შენგან წამოსული და ჩვენთან მოსული იუდეველები იერუსალიმში ჩავიდნენ. ისინი მოჯანყე და ბოროტ ქალაქს აშენებენ; გალავნის აღდგენაზე+ მუშაობენ და საძირკვლებს ამაგრებენ.
13 ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ თუ ეს ქალაქი აღდგება და მისი გალავანი კვლავ აშენდება, ისინი არც გადასახადს გადაიხდიან,+ არც ხარკსა+ და არც საგზაო ბეგარას, და ამით დააზარალებენ მეფეთა ხაზინას.+
14 რაკი სასახლის მარილს ვჭამთ და არ გვსურს მეფის ზარალის ხილვა, ამიტომ ვგზავნით ამ წერილს და ვაცნობებთ მეფეს,
15 რომ გამოიკვლიონ შენი წინაპრების მატიანე.+ მატიანეში აღმოაჩენ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე ქალაქია, მეფეთა და სამთავროთა დამზარალებელი; ოდითგანვე მოჯანყენი ცხოვრობდნენ იქ; ამიტომაც გააპარტახეს ეს ქალაქი.+
16 ვაცნობებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აღდგება და მისი გალავანი კვლავ აშენდება, ვეღარ მიიღებ წილს მდინარის გაღმიდან“.+
17 შეუთვალა მეფემ სამეფოს უმაღლეს მოხელე რეხუმს,+ მწერალ შიმშაისა და მათ თანამზრახველებს,+ რომლებიც სამარიაში ცხოვრობდნენ, და დანარჩენ მდინარისგაღმელებს:
„მშვიდობა+ თქვენდა!
18 წერილი, რომელიც გამოგვიგზავნეთ, გარკვევით წაიკითხეს ჩემ წინაშე.
19 მეც გავეცი ბრძანება, და გამოიკვლიეს+ და დაადგინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე გამოდიოდა მეფეთა წინააღმდეგ და იქ ამბოხებები და აჯანყებები ხდებოდა.+
20 ძლიერი მეფეები+ განაგებდნენ იერუსალიმს და მმართველობდნენ მთელ მხარეში მდინარის გაღმა;+ მათ უხდიდნენ გადასახადს, ხარკსა და საგზაო ბეგარას.+
21 ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აღდგეს ეს ქალაქი, ვიდრე მე არ ვბრძანებ.
22 ფრთხილად იყავით, დაუდევრად არ მოიქცეთ ამ საქმეში, უფრო მეტად რომ არ დაზარალდნენ მეფეები“.+
23 წაუკითხეს რეხუმს,+ მწერალ შიმშაისა+ და მათ თანამზრახველებს+ მეფე არტაქსერქსეს წერილის ასლი, ისინიც სასწრაფოდ გაემართნენ იერუსალიმში იუდეველებთან და იარაღის ძალით შეაწყვეტინეს მუშაობა.+
24 მაშინ შეწყდა სამუშაოები ღვთის სახლში, იერუსალიმში, და სამუშაოები შეწყვეტილი იყო სპარსეთის მეფე დარიოსის+ მეფობის მეორე წლამდე.