ეზრა 5:1—17

5  წინასწარმეტყველი ანგია+ და ზაქარია+ წინასწარმეტყველი იდოს+ შვილიშვილი, უწინასწარმეტყველებდნენ იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებს მათთან მყოფი+ ისრაელის ღვთის სახელით.+  ადგნენ ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ და იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, და დაიწყეს ღვთის სახლის აღდგენა, იერუსალიმში რომ იყო. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველები,+ რომლებიც ეხმარებოდნენ მათ.  მაშინ მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი+ და შეთარ-ბოზენაი თავიანთ თანამზრახველებთან ერთად მივიდნენ მათთან და აი რა ჰკითხეს: „ვინ გიბრძანათ ამ სახლის შენება და ამ ხის ნაგებობის აგება?“+  კვლავ ჰკითხეს მათ: „რა ჰქვიათ იმ კაცებს, რომლებიც ამ შენობას აშენებენ?“  ღვთის თვალი+ იყო იუდეველ უხუცესებზე+ და ვერავინ შეაჩერა ისინი, სანამ დარიოსს არ ემცნო ეს ამბავი და მეფის წერილი არ გამოუგზავნეს მათ ამ საქმის შესახებ.  აი იმ წერილის ასლი,+ რომელიც მდინარისგაღმელმა+ გამგებელმა თათენაიმ,+ შეთარ-ბოზენაიმ+ და მისმა თანამზრახველებმა+ — მდინარისგაღმელმა სხვა გამგებლებმა — გაუგზავნეს მეფე დარიოსს;  მათ სიტყვა გაუგზავნეს მას და აი რა მისწერეს: «მეფე დარიოსს მშვიდობა მეფეს!+  იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ წავედით იუდას სამთავროში,+ დიდებული ღვთის სახლში,+ რომელიც მოგორებული ლოდებით შენდება; კედლებში ხის ძელებს აყოლებენ და სამუშაო მათ ხელში გულმოდგინედ და წარმატებით სრულდება.  ვკითხეთ უხუცესებს: „ვინ გიბრძანათ ამ სახლის შენება და ამ ხის ნაგებობის აგება?“+ 10  სახელები გამოვკითხეთ მათ, რათა შენთვის გვეცნობებინა და ჩამოგვეწერა იმ კაცების სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.+ 11  აი რა გვიპასუხეს მათ: „ჩვენ ვართ ცისა და დედამიწის ღვთის მსახურები,+ კვლავ ვაშენებთ დიდი ხნის წინათ აშენებულ სახლს, რომელსაც ისრაელის დიდებული მეფე აშენებდა და დაასრულა კიდეც.+ 12  რაკი აღაშფოთეს+ ჩვენმა მამებმა ცათა ღმერთი, მან ხელში ჩაუგდო+ ისინი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ქალდეველს,+ რომელმაც დაანგრია ეს სახლი,+ ხალხი კი ბაბილონში გადაასახლა.+ 13  მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს+ მეფე კიროსმა ღვთის სახლის აღდგენა ბრძანა.+ 14  ღვთის სახლის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი,+ რომელიც გაზიდა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონის ტაძარში მიიტანა,+ გამოიტანა მეფე კიროსმა+ ბაბილონის ტაძრიდან და მისცა კაცს, სახელად შეშბაცარს,+ რომელიც მან გამგებლად დანიშნა,+ 15  და უთხრა მას: წაიღეო ეს ჭურჭელი,+ წადი და დააწყვეო ისინი იერუსალიმის ტაძარში, დაე, თავის ადგილზე აღდგესო ღვთის სახლი!+ 16  მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს,+ იერუსალიმში რომ არის. მას შემდეგ შენდება ის, თუმცა ჯერ არ დასრულებულა“.+ 17  ახლა თუ მეფე ინებებს, მოიძიონ+ ბაბილონში, მეფის საგანძურში, გასცა თუ არა მეფე კიროსმა ბრძანება+ იერუსალიმში ღვთის სახლის აღსადგენად, და გვაცნობოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამის თაობაზე».

სქოლიოები