ეზრა 6:1—22

6  მაშინ მეფე დარიოსმა ბრძანება გასცა და მოიძიეს ის სახლში, სადაც ჩანაწერები+ და ძვირფასეულობა ინახებოდა ბაბილონში.  მიდიის სამთავროში,+ ეკბატანის ციხესიმაგრეში იპოვეს გრაგნილი, რომელზეც ასეთი რამ ეწერა:  «მეფე კიროსის მეფობის+ პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანება გასცა ღვთის სახლის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო: „აღდგეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლი უნდა იწირებოდეს+ და გამყარდეს მისი საძირკვლები! სიმაღლითა და სიგანით სამოცი წყრთა იყოს;+  სამი წყება მიგორებული ქვებისგან+ და ერთი წყება ხის ძელებისგან+ იყოს ნაშენი. ხარჯები მეფის სასახლემ დაფაროს.+  ღვთის სახლის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი,+ რომელიც გაზიდა ნაბუქოდონოსორმა+ იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში მიიტანა, დააბრუნონ იერუსალიმის ტაძარში, თავის ადგილზე, და ღვთის სახლში შეინახონ“.+  ახლა კი, მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი,+ შეთარ-ბოზენაი+ და მათი თანამოაზრენი — მდინარისგაღმელი სხვა გამგებლები,+ გაეცალონ იქაურობას!+  ხელი არ შეეშალოს ღვთის სახლის მშენებლობას.+ იუდეველთა გამგებელი და იუდეველთა უხუცესები აღადგენენ ღვთის სახლს თავის ადგილზე.  ვბრძანებ,+ რა უნდა გაუკეთოთ იუდეველთა უხუცესებს ღვთის სახლის აღსადგენად: აკრეფილი გადასახადებიდან, რომლებიც მდინარის გაღმა სამეფო საგანძურში+ ინახება, დაუყოვნებლივ+ და უწყვეტად დაიფაროს ამ ხალხის ხარჯები.+  იერუსალიმში მყოფი მღვდლების სიტყვისამებრ, რაც საჭირო იქნება — მოზვრები,+ ვერძები+ და თოხლები+ დასაწვავ შესაწირავად ცათა ღვთისთვის, ასევე ხორბალი,+ მარილი,+ ღვინო+ და ზეთი+ — უწყვეტად მიეცეს მათ ყოველდღიურად, 10  რათა მუდმივად+ მიიტანონ ცათა ღვთისთვის საამო შესაწირავი+ და ილოცონ მეფისა და მისი ვაჟების სიცოცხლისთვის.+ 11  ვბრძანებ, რომ ის, ვინც დაარღვევს+ დადგენილებას, ამის გამო მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე+ გააკრან,+ მისი სახლი კი საპირფარეშოდ აქციონ ხალხისთვის.+ 12  ღმერთმა, რომელმაც იქ თავისი სახელი დაავანა,+ დაამხოს ის მეფე და ის ხალხი, რომლებიც ხელს გაიწვდიან ამ ბრძანების დასარღვევად და იერუსალიმში ღვთის სახლის დასანგრევად.+ მე, დარიოსი ვბრძანებ, დაუყოვნებლივ შესრულდეს ეს!» 13  მაშინ მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი, შეთარ-ბოზენაი+ და მათი თანამზრახველები, დაუყოვნებლივ იმ სიტყვისამებრ მოიქცნენ, რომელიც მეფე დარიოსმა შეუთვალა. 14  აშენებდნენ+ იუდეველი უხუცესები+ და ხელი ემართებოდათ წინასწარმეტყველ ანგიასა+ და ზაქარიას,+ იდოს შვილიშვილის,+ წინასწარმეტყველების წყალობით. მათ ააშენეს და დაასრულეს ის ისრაელის ღვთის+ და კიროსის,+ დარიოსისა+ და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ ბრძანებისამებრ. 15  დაასრულეს მათ სახლის მშენებლობა მთვარისმიერი თვის, ადარის,+ მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს. 16  ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა+ და გადასახლებაში+ ნამყოფმა დანარჩენმა ხალხმა სიხარულით აღნიშნეს ღვთის სახლის მიძღვნა.+ 17  ღვთის სახლის მიძღვნისთვის მათ მოიყვანეს ასი ხარი, ორასი ვერძი და ოთხასი თოხლი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირავად კი — თორმეტი ვაცი, ისრაელის ტომთა რიცხვისამებრ.+ 18  მღვდლები თავიანთი დანიშნულებისამებრ დააყენეს და ლევიანები — თავიანთი ჯგუფებისამებრ,+ რომ ღვთისთვის ემსახურათ იერუსალიმში მოსეს წიგნში ჩაწერილი მითითების მიხედვით.+ 19  გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს+ აღნიშნა პასექი.+ 20  მღვდლები და ლევიანები განიწმინდნენ,+ როგორც ჯგუფი, და უკვე განწმენდილებმა დაკლეს საპასექო მსხვერპლი+ გადასახლებაში ნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი ძმებისთვის, ანუ მღვდლებისთვის, და საკუთარი თავისთვის. 21  ჭამეს ის გადასახლებიდან+ დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთა უწმინდურებას,+ რათა მათთან ერთად ეძებნათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+ 22  ისინი სიხარულით აღნიშნავდნენ უფუარობის დღესასწაულს+ შვიდ დღეს, რადგან იეჰოვამ გაახარა ისინი და გული მოუბრუნა+ ასურეთის მეფეს მათზე, რომ ხელი მოემართა მათთვის ისრაელის ღვთის, ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოების შესასრულებლად.

სქოლიოები