ეზრა 7:1—28
7 ამის შემდეგ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ეზრა,+ — სერაიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი, ხილკიას ვაჟი,+
2 შალუმის ვაჟი,+ ცადოკის ვაჟი, ახიტუბის ვაჟი,+
3 ამარიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი,+ მერაიოთის ვაჟი,+
4 ზერახიას ვაჟი,+ უზის ვაჟი,+ ბუკის ვაჟი,+
5 აბიშუას ვაჟი,+ ფინხასის ვაჟი,+ ელეაზარის ვაჟი,+ უფროსი მღვდლის+ აარონის ვაჟი,+ —
6 სწორედ ეს ეზრა გავიდა ბაბილონიდან. ის იყო იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის+ დახელოვნებული გადამწერი;+ მეფემ ყველა სათხოვარი შეუსრულა მას, რადგან იეჰოვას, მისი ღვთის ხელი იყო მასთან.+
7 ისრაელის ძეთაგან, მღვდელთაგან,+ ლევიანთაგან,+ მგალობელთაგან,+ კარიბჭის მცველთაგან+ და ნეთინიმთაგან*+ ზოგიერთები მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეშვიდე წელს ავიდნენ იერუსალიმში.
8 ბოლოს ის მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეფობის მეშვიდე წელს.
9 მან პირველი თვის პირველი დღე ბაბილონიდან გასვლის დღედ გამოაცხადა და მეხუთე თვის პირველ დღეს ჩავიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის კეთილი ხელი იყო მასთან.+
10 ეზრამ გული განაწყო+ იეჰოვას კანონში+ რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად+ და ისრაელში წესისა+ და სამართლის+ სასწავლებლად.+
11 აი იმ წერილის ასლი, რომელიც მეფე არტაქსერქსემ მისცა ეზრას, მღვდელსა და გადამწერს,+ იეჰოვას მცნებათა სიტყვებისა და ისრაელისთვის მიცემული წესების გადამწერს:
12 „არტაქსერქსე,+ მეფეთა მეფე.+ მღვდელ ეზრას, ცათა ღვთის კანონის გადამწერს,+ მშვიდობა+ შენდა!
13 ვბრძანებ,+ რომ ჩემს სამეფოში მცხოვრები+ ყველა ისრაელი, მათი მღვდლები და ლევიანები, რომლებსაც სურთ შენთან ერთად იერუსალიმში წასვლა, წავიდნენ!+
14 მეფემ და მისმა შვიდმა მრჩეველმა+ ბრძანება გასცეს, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღვთის+ კანონის+ მიხედვით გამოიკვლიო,+ რა ხდება იუდასა და იერუსალიმში,
15 და რომ წაიღო მეფისა და მისი მრჩევლების მიერ იერუსალიმში დამკვიდრებული+ ისრაელის ღვთისთვის ნებაყოფლობით შეწირული+ ოქრო-ვერცხლი
16 მთელ იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელსაც ნახავ ბაბილონის სამთავროებში, ხალხისა და მღვდლების მიერ იერუსალიმში ღვთის სახლისთვის+ ნებაყოფლობით გაღებულ ძღვენთან+ ერთად.
17 ამ ფულით დაუყოვნებლივ იყიდე ხარები,+ ვერძები,+ თოხლები,+ ასევე მათთან ერთად მისატანი მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი,+ და შესწირე ისინი თქვენი ღვთის სახლის სამსხვერპლოზე,+ იერუსალიმში რომ არის.+
18 დანარჩენი ოქრო-ვერცხლი+ თქვენი ღვთის ნებისამებრ+ გამოიყენეთ, როგორც შენ და შენი ძმები მოისურვებთ.+
19 ის ჭურჭელი,+ რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, უკლებლივ მიიტანე ღვთის წინაშე, იერუსალიმში.+
20 სხვა ყველაფერი, რაც შენი ღვთის სახლისთვის იქნება საჭირო, რისი გაცემაც შენ გევალება, გაეცი მეფის საგანძურიდან.+
21 მე, მეფე არტაქსერქსე, ვუბრძანებ+ მდინარისგაღმელ+ საგანძურის გამგებლებს,+ რომ რაც უნდა გთხოვოთ მღვდელმა ეზრამ,+ ცათა ღვთის კანონის გადამწერმა, დაუყოვნებლივ მისცეთ მას:
22 ას ტალანტამდე+ ვერცხლი, ას ქორამდე+ ხორბალი, ას ბათამდე*+ ღვინო,+ ას ბათამდე ზეთი+ და მარილი+ შეუზღუდავად.
23 ყველაფერი, რაც ცათა ღმერთმა ბრძანა,+ გულმოდგინედ+ შესრულდეს ცათა ღვთის სახლისთვის,+ რათა რისხვა არ დაატყდეს მეფის სამეფოსა და მის ვაჟებს!+
24 იცოდეთ, რომ მღვდლებს,+ ლევიანებს,+ მუსიკოსებს,+ კარის მცველებს,+ ნეთინიმებსა+ და ღვთის სახლში მომუშავეებს არც გადასახადი დააკისროთ, არც ხარკი+ და არც საგზაო ბეგარა!+
25 შენ კი, ეზრა, შენი ღვთისგან ბოძებული სიბრძნისამებრ+ დანიშნე მსაჯულები და მოსამართლეები, რათა სამართალი გაუჩინონ+ მდინარისგაღმელებს, ყველას, ვინც იცის შენი ღვთის კანონები; ხოლო ვინც არ იცის, იმათ ასწავლეთ.+
26 ვინც არ ასრულებს შენი ღვთის კანონსა+ და მეფის კანონს, განაჩენი გამოუტანეთ და დაუყოვნებლივ დასაჯეთ — ან მოკალით,+ ან განდევნეთ,+ ან დააჯარიმეთ,+ ან დააპატიმრეთ!“
27 კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი,+ რომელმაც გულში+ ჩაუდო მეფეს, შეემკო+ იეჰოვას სახლი, იერუსალიმში რომ არის!
28 მან სიკეთე*+ გამოავლინა ჩემდამი მეფის, მის მრჩეველთა+ და მის დიდებულ მთავართა წინაშე. მეც გავმაგრდი, რადგან იეჰოვას, ჩემი ღვთის ხელი+ იყო ჩემზე და შევუდექი ისრაელის თავკაცების შეკრებას, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
სქოლიოები
^ იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
^ ერთი ბათი უდრის 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
^ იხილეთ 3:11-ის სქოლიო.