ეზრა 8:1—36

8  აი საგვარეულოთა+ თავკაცები და საგვარეულო ნუსხაში შესულნი,+ რომლებიც მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან:  ფინხასის ძეთაგან+ იყო გერშომი, ითამარის ძეთაგან+ — დანიელი,+ დავითის ძეთაგან+ — ხატუში,  შექანიას ძეთაგან, ფაროშის ძეთაგან+ — ზაქარია, და მასთან ერთად ნუსხაში შესული ას ორმოცდაათი მამაკაცი,  ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ელიეჰო-ენაი, ზერახიას ვაჟი, და მასთან ერთად ორასი მამაკაცი,  ზათუს ძეთაგან+ — შექანია, იახაზიელის ვაჟი, და მასთან ერთად სამასი მამაკაცი,  ადინის ძეთაგან+ — ებედი, იონათანის ვაჟი, და მასთან ერთად ორმოცდაათი მამაკაცი,  ელამის ძეთაგან+ — იეშაია, ათალიას ვაჟი, და მასთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი,  შეფატიას ძეთაგან+ — ზებადია, მიქაელის ვაჟი, და მასთან ერთად ოთხმოცი მამაკაცი,  იოაბის ძეთაგან — ობადია, იეხიელის ვაჟი, და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამაკაცი, 10  ბანის ძეთაგან+ — შელომითი, იოსიფიას ვაჟი, და მასთან ერთად ას სამოცი მამაკაცი, 11  ბებაის ძეთაგან — ზაქარია, ბებაის ვაჟი,+ და მასთან ერთად ოცდარვა მამაკაცი, 12  აზგადის ძეთაგან+ — იოხანანი, ჰაკატანის ვაჟი, და მასთან ერთად ას ათი მამაკაცი, 13  ადონიკამის ძეთაგან+ უკანასკნელნი, რომელთაც ერქვათ ელიფელეტი, იეიელი და შემაია, და მათთან ერთად სამოცი მამაკაცი, 14  და ბიგვაის ძეთაგან+ — უთაი და ზაბუდი, და მათთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი. 15  შევკრიბე ისინი მდინარესთან,+ რომელიც აჰავასკენ+ მიედინება; სამ დღეს ვიყავით იქ დაბანაკებული ხალხისა+ და მღვდლების+ შესამოწმებლად, მაგრამ ლევის ძეთაგან+ ვერავინ ვიპოვე იქ. 16  დავიბარე ელიეზერი, არიელი, შემაია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია და მეშულამი — თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი — მოძღვრები.+ 17  ვუბრძანე მათ, ქასიფიის თავკაც იდოსთან მისულიყვნენ, და მათი პირით შევუთვალე+ ქასიფიაში იდოსა და მის ნეთინიმ*+ ძმებს, რომ მსახურები მოეყვანათ+ ჩვენთან ჩვენი ღვთის სახლისთვის. 18  რაკი ჩვენი ღვთის კეთილი ხელი+ იყო ჩვენთან, მათაც მოგვიყვანეს გონიერი კაცი+ მახლის ძეთაგან,+ ისრაელის ძის ლევის+ შვილიშვილი შერებია+ მის ვაჟებთან და ძმებთან ერთად, თვრამეტი კაცი, 19  ხაშაბია და მასთან ერთად იეშაია მერარის ძეთაგან,+ ძმებთან და მათ ვაჟებთან ერთად, ოცი კაცი. 20  ნეთინიმებიდან, რომლებიც დავითმა და მთავრებმა მსახურებად დაუნიშნეს ლევიანებს, ორას ოცი ნეთინიმი იყო, თითოეული სახელით მოხმობილი. 21  მერე მდინარე აჰავასთან მარხვა გამოვაცხადე, რათა თავი დაგვემდაბლებინა+ ჩვენი ღვთის წინაშე და გვეთხოვა, რომ მშვიდობიანად გვემგზავრა ჩვენ,+ ჩვენს ბავშვებსა+ და მთელ ჩვენს ქონებას. 22  შემრცხვა მეფისთვის ჯარისა+ და მხედრების+ თხოვნა, გზად რომ მტრებისგან დავეცავით, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: „ჩვენი ღვთის ხელი+ მის მძებნელთა სასიკეთოდ მოქმედებს,+ მისი ძალა და რისხვა+ კი — მის მიმტოვებელთა წინააღმდეგ“.+ 23  ამიტომ ვმარხულობდით+ და ამას ვთხოვდით+ ჩვენს ღმერთს, მანაც შეისმინა ჩვენი ვედრება.+ 24  უფროს მღვდელთაგან გამოვყავი თორმეტი კაცი — შერებია,+ ხაშაბია+ და მათთან ერთად ათი კაცი მათ ძმათაგან. 25  მივუწონე მათ მეფის,+ მისი მრჩევლების,+ მისი მთავრებისა და ყველა ისრაელის მიერ+ ჩვენი ღვთის სახლისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი.+ 26  ხელში მივუწონე მათ ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი+ და ორი ტალანტის ღირებულების ვერცხლის ასი ნივთი, ასი ტალანტი ოქრო, 27  ათასი დარიკის ღირებულების ოცი პატარა ოქროს თასი, სუფთა სპილენძის ორი ნივთი, წითლად მბზინავი და ოქროსავით ძვირფასი. 28  ვუთხარი მათ: „თქვენ წმინდები+ ხართ იეჰოვასთვის, ეს ნივთებიც+ წმინდაა; ეს ოქრო-ვერცხლი ნებაყოფლობითაა შეწირული იეჰოვასთვის, თქვენი მამა-პაპის ღვთისთვის. 29  იფხიზლეთ და გაფრთხილდით, სანამ არ აწონით+ მათ უფროსი მღვდლების, ლევიანებისა და ისრაელის საგვარეულოთა მთავრების წინაშე იერუსალიმში, იეჰოვას სახლის სასადილო დარბაზებში“.+ 30  მღვდლებმა და ლევიანებმა მიიღეს აწონილი ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში წასაღებად.+ 31  ბოლოს, პირველი თვის მეთორმეტე დღეს,+ მდინარე აჰავადან+ იერუსალიმისკენ დავიძარით; ჩვენი ღვთის ხელი იყო ჩვენთან, მან დაგვიხსნა+ მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან. 32  ჩავედით იერუსალიმში+ და სამ დღეს დავრჩით იქ. 33  მეოთხე დღეს ხელში მივუწონეთ ოქრო-ვერცხლი+ და სხვადასხვა ნივთი+ ჩვენი ღვთის სახლში მღვდელ მერემოთს,+ ურიას ვაჟს, მასთან ერთად ელეაზარს, ფინხასის ვაჟს, მათთან ერთად იოზაბადს,+ იეშუას ვაჟს, და ნოადიას, ბინუის ვაჟს+ — ლევიანებს, 34  ყველაფერი თავისი რაოდენობითა და წონით, რის შემდეგაც მთლიანი წონა ჩაიწერა. 35  ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა+ ისრაელის ღმერთს დასაწვავი მსხვერპლი+ შესწირა: თორმეტი ხარი+ მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი,+ სამოცდაჩვიდმეტი მამალი თოხლი და თორმეტი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად — ყველაფერი იეჰოვასთვის დასაწვავ შესაწირავად მიიტანეს. 36  მეფის კანონები+ მეფის სატრაპებსა*+ და მდინარისგაღმელ*+ გამგებლებს+ გადავეცით, და ისინიც ხელს უმართავდნენ ხალხსა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლს.

სქოლიოები

იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
სამთავროთა მთავრების წოდება.
მდინარეში იგულისხმება ევფრატი.