ეზრა 9:1—15

9  ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან მთავრები+ და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან+ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხების — ქანაანელების,+ ხეთელების,+ ფერიზელების,+ იებუსელების,+ ამონელების,+ მოაბელების,+ ეგვიპტელებისა+ და ამორეველების+ — სისაძაგლეებს.+  მათი ასულები მოიყვანეს თავიანთვის და თავიანთი ვაჟებისთვის;+ ისინი, წმინდა შთამომავლობა,+ ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს შეერივნენ.+ ამ ორგულობაში მთავარი ხელი მთავრებისა+ და მმართველებისა იყო“.  ამ ამბის გაგონებისას ტანსაცმელი და მოსასხამი შემოვიხიე,+ თმასა+ და წვერს ვიგლეჯდი და თავზარდაცემული ვიჯექი.+  ჩემთან მოგროვდა ყველა, ვისაც ეშინოდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო წარმოთქმული ისრაელის ღვთის სიტყვებისა; მე კი თავზარდაცემული ვიჯექი საღამოს მარცვლეული შესაწირავის შეწირვის დრომდე.+  მას შემდეგ, რაც თავი დავიმდაბლე, საღამოს მარცვლეული შესაწირავის+ შეწირვის დროს ავდექი შემოხეული ტანსაცმლითა და მოსასხამით, მუხლი მოვიყარე+ და ხელები იეჰოვას, ჩემი ღვთისკენ აღვაპყარი.+  ვთქვი:+ «ღმერთო ჩემო, მრცხვენია+ და ვერ ვბედავ+ შენკენ თვალების აპყრობას, ჩემო ღმერთო, რადგან ისე გამრავლდა ჩვენი დანაშაული,+ რომ თავს ასცდა და ცას მისწვდა.+  დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი ჩვენი მამა-პაპის+ დროიდან დღემდე.+ ჩვენი დანაშაულის გამო ჩვენ, ჩვენი მეფეები+ და მღვდლები+ სხვა ქვეყნების მეფეთა ხელში ჩავცვივდით მახვილით,+ ტყვეობით,+ ძარცვითა+ და სირცხვილით,+ როგორც დღეს.  ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც შეგვიწყალა+ იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა — გადარჩენილები დაგვიტოვა+ და განგვამტკიცა* თავის წმინდა ადგილზე, რათა გაებრწყინებინა ჩვენი თვალები,+ ოჰ, ღმერთო ჩვენო, და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.+  მსახურები ვართ,+ მაგრამ არ მივუტოვებივართ ჩვენს მონობაში ჩვენს ღმერთს;+ ის სპარსეთის მეფეთა+ წინაშე სიკეთეს* ავლენს ჩვენდამი, რომ გამოგვაცოცხლოს ჩვენი ღვთის სახლისა+ და მისი გაპარტახებული ადგილების აღსადგენად+ და გალავანი+ მოგვცეს იუდასა და იერუსალიმში. 10  ახლა კი, ამ ყველაფრის შემდეგ, რაღა გვეთქმის, ჩვენო ღმერთო?! ჩვენ მივატოვეთ შენი მცნებები,+ 11  შენი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით რომ მოგვეცი და გვითხარი: „მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, უწმინდურია მასზე მცხოვრებ ხალხთა უწმინდურების გამო,+ მათ სისაძაგლეთა გამო,+ კიდით კიდემდე+ რომ აავსეს ის თავიანთი უწმინდურებით.+ 12  თქვენს ასულებს მათ ვაჟებს ნუ მიათხოვებთ,+ ნურც მათ ასულებს მოუყვანთ თქვენს ვაჟებს. არასდროს შეუწყოთ ხელი მათ მშვიდობას+ და კეთილდღეობას, რათა გაძლიერდეთ,+ მიწის დოვლათი ჭამოთ და სამარადისოდ დაუმკვიდროთ ის თქვენს ვაჟებს“.+ 13  იმის შემდეგ, რაც დაგვემართა ჩვენი ბოროტი საქმეებისა+ და დიდი დანაშაულის გამო+ (თუმცა შენ, ჩვენო ღმერთო, სრულად არ მოგვკითხე ჩვენი დანაშაული და დაგვიტოვე ეს გადარჩენილები),+ 14  ნუთუ კვლავ უნდა ვარღვევდეთ შენს მცნებებს+ და ვუმოყვრდებოდეთ სისაძაგლეების ჩამდენ ხალხებს?!+ აბა, არ განგვირისხდები ისე,+ რომ აღარავინ გადარჩეს+ და აღარავინ დარჩეს?! 15  შენ ხარ მართალი,+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, რადგან გადარჩენილები ვართ დღეს. აი შენ წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულით,+ თუმცა ასე შეუძლებელია შენ წინაშე დგომა».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მოგვცა პალო.
იხილეთ 3:11-ის სქოლიო.