ეკლესიასტე 1:1—18

1  სიტყვები შემკრებისა,+ დავითის ძისა, რომელიც მეფობდა იერუსალიმში.+  „ამაოებათა ამაოება!+ — თქვა შემკრებმა. — ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“+  რას არგებს კაცს გარჯა,+ რომელსაც მზის ქვეშ ეწევა?+  თაობა მიდის,+ თაობა მოდის,+ დედამიწა კი მარადიულად რჩება.+  მზე ანათებს, მზე ჩადის+ და კვლავ იმ ადგილისკენ ისწრაფვის, საიდანაც უნდა გამოანათოს.+  ქარი სამხრეთისკენ ქრის და ჩრდილოეთისკენ ბრუნდება.+ ტრიალებს და ბრუნავს განუწყვეტლივ,+ კვლავ და კვლავ თავისი წრებრუნვის+ დასაწყისს უბრუნდება.  ზამთრის ნიაღვრები+ ზღვისკენ მიედინებიან,+ ზღვა კი არ ივსება.+ ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+  ყველაფერი დამღლელია;+ არავის შეუძლია ამის აღწერა. თვალი ცქერით ვერ ძღება,+ ვერც ყური ივსება სმენით.+  რაც იყო, იგივე იქნება,+ და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება; ასე რომ, არაფერია ახალი მზის ქვეშ.+ 10  განა არსებობს რამე, რაზეც იტყვიან, აჰა, ახალიაო?! ის უკვე უხსოვარი დროიდან+ არსებობს; რაც გაჩნდა, ჩვენამდეც არსებობდა.+ 11  აღარავის ახსოვს ძველ დროს მცხოვრები ხალხი; ისინიც აღარ ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა.+ მათ აღარ გაიხსენებენ მათ შემდეგ მოსულები.+ 12  მე, შემკრები, განვაგებდი ისრაელს იერუსალიმიდან.+ 13  გული მივმართე, რომ გამომეკვლია და მეძებნა სიბრძნე+ ყველაფერში, რაც ცისქვეშეთში ხდება — მწუხარების მომტან საქმეში, რაც ღმერთმა ადამიანის ძეებს მიუჩინა გასაკეთებლად.+ 14  ვიხილე ყოველი საქმე, რაც მზის ქვეშ გაკეთებულა,+ და აჰა, ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა.+ 15  გამრუდებულს ვერ გაასწორებ+ და არარსებულს ვერ დათვლი. 16  გულში+ ვთქვი: „დიდი სიბრძნე შევიძინე, იმათზე მეტი, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ეზიარა ჩემი გული“.+ 17  გული იმისკენ მივმართე, რომ გამეგო, რა იყო სიბრძნე და სიბრიყვე;+ გავიგე, რა არის უგუნურება;+ ესეც ქარის დევნაა.+ 18  დიდ სიბრძნეს დიდი მწუხარება მოაქვს;+ ვინც მეტ ცოდნას იძენს, ტკივილს იმატებს.+

სქოლიოები