ეკლესიასტე 10:1—20

10  მკვდარი ბუზები აყროლებენ და აქაფებენ მენელსაცხებლის+ ზეთს. ასევე მცირე უგუნურება სახელს უტეხს მას, ვისაც სიბრძნისა და დიდების გამო აფასებენ.+  ბრძენს გული მარჯვნივ აქვს,+ სულელს კი — მარცხნივ.+  უგუნური რომელი გზითაც უნდა წავიდეს,+ თავის უგუნურებას ავლენს და ყველას ეუბნება, რომ უგუნურია.+  თუ მმართველი სულით აენთება შენ წინააღმდეგ, ნუ დატოვებ შენს ადგილს,+ რადგან სიმშვიდე დიდ ცოდვებს არბილებს.+  დამამწუხრებელი რამ ვიხილე მზის ქვეშ — შეცდომა,+ რომელსაც ძალაუფლების მქონე უშვებს:+  უგუნურებს მაღალი მდგომარეობა უკავიათ,+ ღირსეულები კი დამდაბლებულნი არიან.  მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მიწაზე მსახურებივით მოსიარულე მთავრები.+  ვინც ორმოს თხრის, თვითონვე ჩავარდება შიგ;+ ვინც ქვის კედელს ანგრევს, მას გველი უკბენს.+  ქვის მჭრელს ქვავე დააზიანებს; მორების მჩეხავს სიფრთხილე მართებს.+ 10  თუ რკინის იარაღი დაბლაგვდა და კაცმა პირი არ გაულესა,+ მთელი ძალ-ღონის დახარჯვა მოუწევს. წარმატების მისაღწევად სიბრძნით მოქმედებას კარგი შედეგი მოაქვს.+ 11  თუ გველმა კაცს მონუსხვამდე უკბინა,+ მონუსხვის უნარი რაღას არგებს?! 12  ბრძენის პირიდან გამომავალ სიტყვებს კეთილგანწყობა+ მოაქვს, სულელს კი თავისივე ბაგეები შთანთქავს.+ 13  მისი პირიდან გამომავალი პირველივე სიტყვები უგუნურებაა,+ ბოლო კი — გამაუბედურებელი სიბრიყვე. 14  უგუნური ბევრს ლაპარაკობს.+ არ იცის კაცმა, რა იქნება მომავალში. ვინ ეტყვის მას, რა იქნება მის შემდეგ?+ 15  გარჯა დაქანცავს სულელებს,+ რადგან არ იციან, როგორ მივიდნენ ქალაქში.+ 16  რა გეშველება, ქვეყანავ, როცა შენი მეფე ყმაწვილია+ და შენი მთავრები დილიდანვე სუფრას უსხედან?! 17  ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, როცა შენი მეფე წარჩინებულთა შვილია და შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და არა იმისთვის, რომ დათვრნენ.+ 18  დიდი სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოწვება, გულხელდაკრეფის გამო სახლში წყალი ჩამოვა.+ 19  პური მშრომელთა სიხარულია, ღვინო ცხოვრებას ახალისებს,+ ფული კი ყველაფერზე პასუხისმგებელია.+ 20  შენს საძინებელშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს+ და შიდა ოთახში, სადაც წვები, ნუ დასწყევლი მდიდარს,+ რადგან ცის ფრინველი წაიღებს ხმას და ფრთოსანი გასცემს ამბავს.+

სქოლიოები