ეკლესიასტე 2:1—26
2 გულში ვთქვი:+ „მოდი, გამოვცდი მხიარულებას.+ ვნახავ ყოველივეს, რაც კარგია“.+ და, აი, ესეც ამაოება ყოფილა.
2 სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!“+ მხიარულებაზე:+ „რის მაქნისია?“
3 გულით ვიკვლევდი, რა იყო უგუნურება — სხეულს ღვინით ვიხალისებდი,+ თუმცა გულს სიბრძნით წარვმართავდი;+ მინდოდა, მენახა, ადამიანთა მოდგმისთვის რა იყო კარგი იმაში, რასაც ისინი აკეთებდნენ ცისქვეშეთში მთელი თავიანთი სიცოცხლე.+
4 უფრო დიდი საქმეებიც+ წამოვიწყე: ავიშენე სახლები,+ გავიშენე ვენახები,+
5 გავიშენე ბაღები და წალკოტები,+ სადაც ყველანაირი ხეხილი ჩავყარე.
6 ჩემს ტყეში ნორჩი ხეების+ მოსარწყავად წყალსატევები გავაკეთე.+
7 მსახურები და მოახლეები ავიყვანე;+ მყავდა ისეთი მსახურებიც, რომლებიც ჩემს სახლში დაიბადნენ.+ მრავლად მყავდა საქონელი; ნახირი და ფარა იმათზე მეტი მყავდა, ვიდრე მათ, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში.+
8 დავიგროვე ოქრო-ვერცხლი+ და მეფეთა და სამთავროთა განძი.+ დავიყენე მომღერალი კაცები და ქალები;+ მყავდა ცოლი, ცოლებიც+ კი — ადამიანთა მოდგმის ნეტარება.+
9 განვდიდდი და გავმდიდრდი იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში,+ მაგრამ სიბრძნე არ დამიკარგავს.+
10 რაც კი თვალმა მთხოვა, უარი არაფერზე მითქვამს.+ გულისთვის არანაირი სიხარული არ დამიკლია; ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით+ და ეს იყო ჯილდო ჩემი გარჯისთვის.+
11 დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია, და გარჯას, რომლითაც ვირჯებოდი.+ აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა;+ არაფერს მოაქვს სარგებლობა მზის ქვეშ.+
12 მივუბრუნდი სიბრძნეს,+ სიბრიყვესა და უგუნურებას.+ რას გააკეთებს კაცი, რომელიც მეფის შემდეგ მოვა? იმას, რაც ხალხს უკვე გაუკეთებია.
13 ვნახე, რომ სიბრძნეს უგუნურებაზე მეტი სარგებლობა მოაქვს,+ როგორც სინათლეს მოაქვს სიბნელეზე მეტი სარგებლობა.+
14 ბრძენს თვალები თავის ადგილზე აქვს,+ სულელი კი უკუნ სიბნელეში დადის.+ მივხვდი, რომ ყველას ერთი ბოლო აქვს.+
15 გულში ვთქვი:+ „იგივე ბოლო მეწევა მეც,+ რაც უგუნურს“.+ მაშ ასე რისთვის დავბრძენდი+ მაშინ? კვლავ ვთქვი გულში: „ესეც ამაოებაა“.
16 როგორც სულელს არ იხსენებენ მარადიულად, ასევე არ გაიხსენებენ ბრძენსაც.+ მოდის დრო, როცა ყველა დავიწყებას მიეცემა. როგორ მოკვდება ბრძენი? როგორც სულელი კვდება.+
17 შემძულდა სიცოცხლე,+ რადგან ის საქმე, რაც მზის ქვეშ ხდება, დამამწუხრებლად მივიჩნიე,+ ვინაიდან ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა.+
18 შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ+ და რომელიც ჩემ შემდეგ მომავალს უნდა დავუტოვო.+
19 ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური?+ მის ხელში აღმოჩნდება მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი და სიბრძნეს ვავლენდი მზის ქვეშ.+ ესეც ამაოებაა.
20 მიმოვიხედე და გული ამიცრუვდა+ მთელ ჩემს ნაღვაწზე, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ.
21 არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და სიმარჯვით ირჯება,+ მაგრამ მისი საკუთრება მას შეხვდება, ვისაც ამისთვის არ უშრომია.+ ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება.+
22 მაშ, რაღა რჩება ადამიანს მთელი მისი გარჯისა და მისი გულის მისწრაფებისგან, რომლითაც ირჯებოდა მზის ქვეშ?+
23 მისი საქმიანობა ტკივილისა და ჯავრის მომტანია+ მთელი სიცოცხლე; ღამითაც კი ვერ ისვენებს მისი გული.+ ესეც ამაოებაა.
24 კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით.+ ვნახე, რომ ესეც ჭეშმარიტი ღვთის ხელიდანაა.+
25 ვინ ჭამს+ და სვამს ჩემზე უკეთესად?+
26 კაცს, რომელიც მოსაწონია მისთვის,+ სიბრძნე, ცოდნა და მხიარულება უბოძა;+ ცოდვილს კი იმისთვის აგროვებინებს და ახვეჭინებს, რომ ჭეშმარიტი ღვთისთვის მოსაწონ კაცს მისცეს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+