ეკლესიასტე 4:1—16
4 კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა,+ რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები;+ არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.+ ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ.
2 ცოცხლებზე ბედნიერად მკვდრები ჩავთვალე.+
3 ამ ორივეზე უკეთეს მდგომარეობაში კი ის არის,+ ვინც ჯერ არ დაბადებულა და არ უნახავს დამამწუხრებელი საქმე, მზის ქვეშ რომ კეთდება.+
4 ვიხილე, რომ ყოველგვარი გარჯა და სიმარჯვე საქმეში+ ქიშპობაა ერთმანეთის მიმართ.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
5 სულელი გულხელდაკრეფილია+ და საკუთარ ხორცს ჭამს.+
6 ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას.+
7 კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ დამენახა, რა იყო ამაოება მზის ქვეშ:
8 არის მარტოხელა კაცი,+ რომელსაც არც შვილი ჰყავს+ და არც ძმა, მაგრამ ბოლო არ უჩანს მის გარჯას. მისი თვალები სიმდიდრით ვერ ძღება,+ ამბობს: ვისთვის ვირჯები და რისთვის ვაკლებო სიამეს ჩემს სულს?+ ესეც ამაოებაა და დამამწუხრებელი საქმე.+
9 ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას,+ რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ.+
10 თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს.+ მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცა და წამომყენებელი არავინ ჰყავს?+
11 თუ ორნი ერთად დაწვებიან, გათბებიან, მაგრამ ერთი როგორ გათბება?+
12 ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას!+ მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
13 ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი+ სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს,+ რომელიც გაფრთხილებას არაფრად აგდებს.+
14 ყმაწვილი საპყრობილიდან გამოდის გასამეფებლად,+ თუმცა იმ მეფის მეფობის დროს ღარიბად იყო დაბადებული.+
15 ვნახე ყველა ცოცხალი, რომელიც დადის მზის ქვეშ, და ისიც, თუ რა ემართება იმ ყმაწვილს, რომელიც მის ადგილზე დგება.+
16 ბოლო არ უჩანს ხალხს, რომელზეც ის მმართველობს;+ მოგვიანებით კი ხალხი აღარ გაიხარებს მისით,+ რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+