ეკლესიასტე 6:1—12
6 ვიხილე უბედურება მზის ქვეშ, რაც ხშირია ადამიანთა მოდგმაში:
2 კაცს, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას აძლევს,+ ყველაფერი აქვს, რასაც მისი სული მოისურვებს,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი არ აძლევს ამით საზრდოობის საშუალებას;+ უცხოს+ კი შეუძლია ისაზრდოოს. ესეც ამაოებაა და მძიმე სნეულება.
3 კაცი ასჯერაც+ რომ გახდეს მამა და მრავალი წელიც რომ იცხოვროს, სიცოცხლის დღეები რომ გაუმრავლდეს,+ მაგრამ ვერ დაკმაყოფილდეს ყოველივე კარგით,+ და საფლავიც არ ეღირსოს,+ ვიტყოდი, რომ ასეთ კაცს უდღეურიც კი სჯობია;+
4 ვინაიდან ის ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, მის სახელს სიბნელე მოიცავს;+
5 მზე არ უნახავს და არც გაუგია.+ ის იმ კაცზე უფრო დასვენებულია.+
6 ორი ათასი წელიც რომ ეცხოვრა და კარგი არაფერი ენახა,+ რა ხეირი?! განა ყველა ერთ ადგილას არ მიდის?!+
7 ადამიანები თავიანთივე პირისთვის ირჯებიან,+ მაგრამ სულს ვერ ივსებენ.
8 ბრძენი სულელზე რით უპირატესობს?+ რას არგებს დაჩაგრულს იმის ცოდნა, როგორ იაროს ცოცხალთა წინაშე?
9 ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+
10 რაც არის, იმას უკვე დაერქვა სახელი, და ცნობილია, რა არის ადამიანი;+ მას არ შეუძლია ედავოს თავისზე ძლიერს.+
11 ბევრი რამ არის ამაო.+ რას არგებს ეს კაცს?
12 ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანის ცხოვრებაში,+ მთელი მისი ამაო ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს?+ ვინ ეტყვის კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ?+