ეკლესიასტე 7:1—29

7  კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს,+ სიკვდილის დღე — დაბადების დღეს;+  ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია,+ რადგან ეს არის ადამიანის ბოლო; ცოცხალმა ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანოს.  სიცილს მწუხარება სჯობია,+ რადგან როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, მისი გული უკეთესი ხდება.+  ბრძენთა გული გლოვის სახლშია,+ სულელთა გული კი — მხიარულების სახლში.+  ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია+ სულელთა სიმღერის მოსმენას.+  რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი;+ ესეც ამაოებაა.  ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს;+ ძღვენს+ გულის გარყვნა შეუძლია.+  საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს.+ მომთმენი კაცი სჯობია სულით ამპარტავანს.+  ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას,+ რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.+ 10  ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო,+ რადგან სიბრძნე+ არ ახლავს ამ სიტყვებს. 11  კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა მათთვის, ვინც მზეს ხედავს.+ 12  სიბრძნეც იცავს+ კაცს და ფულიც;+ ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ.+ 13  შეხედეთ ჭეშმარიტი ღვთის საქმეებს.+ ვინ შეძლებს მისი გამრუდებულის გასწორებას?+ 14  როცა კარგი დღე გაქვს, კარგი საქმეები აკეთე,+ უბედურების დღეს კი იცოდე, რომ ესეც და ისიც ჭეშმარიტი ღვთისგანაა,+ რათა ადამიანები ვერ მიხვდნენ, რა იქნება მათ შემდეგ.+ 15  ყველაფერი მაქვს ნანახი ჩემი ამაო დღეების მანძილზე;+ მართალი, თავის სიმართლეში რომ იღუპება,+ და ბოროტი, დიდხანს რომ ცოცხლობს თავის ბოროტებაში.+ 16  ნუ იქნები მეტისმეტად მართალი+ და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს.+ რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?+ 17  ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში+ და ნურც უგუნური იქნები.+ რად გინდა, რომ დროზე ადრე მოკვდე?+ 18  ჯობია ერთსაც ჩაეჭიდო და მეორესაც არ გაუშვა ხელი,+ რადგან ღვთისმოშიში ყველაფერს დააღწევს თავს.+ 19  სიბრძნე უფრო მეტ ძალას აძლევს ბრძენს, ვიდრე ათ მთავარს აქვს ქალაქში.+ 20  არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს.+ 21  გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს,+ რათა არ გაიგო, როგორ გწყევლის შენი მსახური.+ 22  ვინაიდან გულის სიღრმეში იცი, რომ შენც არაერთხელ დაგიწყევლია სხვები.+ 23  ყოველივე ეს სიბრძნით გამოვცადე. ვთქვი, დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ შორს იყო სიბრძნე ჩემგან.+ 24  რაც ყოფილა, მიუწვდომელია და მეტისმეტად ღრმა. ვინ გაიგებს ამას?+ 25  მიმოვიხედე და გული+ მივმართე იმისკენ, რომ მცოდნოდა, მეძებნა და გამომეკვლია სიბრძნე+ და ყველაფრის არსი;+ რათა მცოდნოდა, სისულელე რომ ბოროტებაა და სიბრიყვე — უგუნურება.+ 26  გამოვიკვლიე და ვნახე, რომ სიკვდილზე მწარე+ ყოფილა ქალი, რომელიც მახეა, მისი გული ბადეა, ხელები კი — ბორკილები.+ ვინც მას თავს დააღწევს, ის კარგად იქცევა ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, ის კი, ვისაც გამოიჭერს, სცოდავს.+ 27  „აი, გამოვიკვლიე, — თქვა შემკრებმა,+ — ერთიმეორის მიყოლებით, რომ გამეკეთებინა დასკვნა,+ 28  რასაც ჩემი სული გამუდმებით ეძებდა, მაგრამ ვერ ვპოვე. ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე,+ ქალებიდან კი — ვერც ერთი.+ 29  აი, მივხვდი, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა,+ მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“.+

სქოლიოები