ეკლესიასტე 9:1—18

9  ყველაფერი ეს გულთან ახლოს მივიტანე, რათა გამომეკვლია,+ რომ მართლებიც, ბრძენნიც და მათი საქმეებიც ჭეშმარიტი ღვთის ხელშია.+ ადამიანებმა არც სიყვარული იციან და არც სიძულვილი, რაც მათზე უწინ ყოფილა.+  ერთი და იგივე რამ ემართება ყველას.+ ერთი ბოლო+ აქვს მართალსაც+ და ბოროტსაც;+ კარგს, სუფთასაც და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველსაც და მასაც, ვინც მსხვერპლს არ სწირავს. ერთი და იგივე ემართება კარგ ადამიანსაც და ცოდვილსაც,+ დამფიცებელსაც და მასაც, ვისაც დაფიცების ეშინია.+  აი რა არის სამწუხარო ყოველივე იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება: რაკი ერთი ბოლო აქვს ყველას,+ ადამიანის ძეთა გულები ბოროტებით არის სავსე;+ მთელი სიცოცხლე სიბრიყვე+ აქვთ გულში, შემდეგ კი მკვდრებთან მიდიან!+  ვინც ცოცხლებს შორის არის, მას იმედი აქვს, რადგან ცოცხალი ძაღლი+ მკვდარ ლომს+ სჯობია.  ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან,+ მკვდრებმა კი არაფერი იციან;+ არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა.+  ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური;+ რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი.+  წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო,+ რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა მოიწონა შენი საქმეები.+  ყოველთვის თეთრი იყოს შენი ტანსაცმელი+ და ზეთი ნუ მოაკლდება შენს თავს.+  დატკბი შენს საყვარელ ცოლთან+ ცხოვრებით მთელი შენი ამაო სიცოცხლე — რომელიც ღმერთმა მოგცა მზის ქვეშ — მთელი შენი ამაო დღენი, რადგან ეს არის შენი ჯილდო ცხოვრებასა+ და გარჯაში, რომელსაც მზის ქვეშ ეწევი. 10  ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით,+ რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა+ და არც სიბრძნე+ არ არის სამარეში*,+ სადაც მიდიხარ.+ 11  გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში+ და ვერც ძლიერები — ბრძოლაში;+ არც ბრძენებს აქვთ საკვები+ და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე;+ არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით,+ რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს.+ 12  კაცმა+ არ იცის თავისი დრო.+ როგორც თევზები ებმებიან ბოროტ ბადეში+ და ჩიტები — კაკანათში,+ ასევე ებმებიან ადამიანის ძეებიც უბედური დროის მახეში,+ მოულოდნელად რომ ატყდებათ თავს.+ 13  ვიხილე მზის ქვეშ სიბრძნე, რომელიც დიდი იყო ჩემს თვალში: 14  იყო ერთი პატარა ქალაქი, რომელშიც კაცები ცოტანი იყვნენ; მოვიდა დიდებული მეფე, ალყა შემოარტყა და დიდი სიმაგრეები აღმართა.+ 15  აღმოჩნდა იქ ერთი კაცი, გაჭირვებული, მაგრამ ბრძენი, რომელმაც თავისი სიბრძნით იხსნა ქალაქი;+ თუმცა აღარავის გახსენებია ეს გაჭირვებული კაცი.+ 16  ვთქვი: „სიბრძნე ძლევამოსილებას სჯობია;+ თუმცა გაჭირვებულის სიბრძნეს არაფრად აგდებენ და მის სიტყვებს არ ისმენენ“.+ 17  ბრძენთა წყნარად ნათქვამ სიტყვებს უფრო ისმენენ,+ ვიდრე მის ყვირილს, ვინც სულელთა შორის მმართველობს.+ 18  სიბრძნე საბრძოლო იარაღს სჯობია. ერთ ცოდვილს ბევრი კარგი რამის მოსპობა შეუძლია.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.