ესაია 10:1—34

10  ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ,+ გამუდმებით წერენ და ყოველივე საზიანო აქვთ დაწერილი,  რათა უარი თქვან საწყალთა სასამართლო საქმის მოსმენაზე და სამართალი წაართვან დაჩაგრულებს ჩემი ხალხიდან,+ რათა ქვრივები გახდნენ მათი ნადავლი და გაძარცვონ უმამო ბავშვები!+  რას იზამთ იმ დღეს, როცა განგიკითხავენ+ და როცა შორიდან მოვა უბედურება?+ ვისთან გაიქცევით დახმარებისთვის+ და სად დატოვებთ თქვენს დიდებას,+  როცა პატიმრებს შორის წელში მოიხრებით და როცა ხალხი დაეცემა მოკლულთა შორის?+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+  «აი, ასურელი,+ ჩემი რისხვის კვერთხი!+ ჩემგან შერისხვის ჯოხია მის ხელში!  განდგომილი+ ერის წინააღმდეგ გავგზავნი მას და ჩემი რისხვის ხალხის წინააღმდეგ ბრძანებას მივცემ,+ რომ გაძარცვოს, დაიტაცოს და ქუჩის თიხასავით გასათელად აქციოს.+  ასეც რომ არ იყოს, მაინც გაუწევს გული; გულმა რომც არ გაუწიოს, მაინც განიზრახავს, რადგან გულში განადგურებას+ და არაერთი ხალხის მოსპობას იზრახავს.+  იტყვის: „განა ჩემი მთავრები მეფეებიც არ არიან?!+  განა ქალნო+ ქარხემიშივით+ არ არის?! განა ხამათი+ არფადივით+ არ არის?! განა სამარია+ დამასკოსავით+ არ არის?! 10  როგორც ჩემი ხელი მისწვდა არაფრის მაქნისი ღმერთების სამეფოებს, სადაც უფრო მეტია ქანდაკება, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაში,+ 11  განა ასევე არ მოვექცევი სამარიასა და მის არაფრის მაქნის ღმერთებს,+ შემდეგ კი იერუსალიმსა და მის კერპებს?!“+ 12  როცა იეჰოვა შეწყვეტს თავის საქმეებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, პასუხს მოვთხოვ ასურეთის მეფეს მისი გულის კადნიერების ნაყოფისა და მედიდური თვალების თავდაჯერებული მზერის გამო.+ 13  ვინაიდან თქვა: „ჩემი ხელის ძალით და ჩემი სიბრძნით ვიმოქმედებ,+ რადგან გაგების უნარი მაქვს. მოვაშორებ ხალხთა საზღვრებს,+ წავართმევ, რაც მოუგროვებიათ+ და ძლიერი კაცივით მიწაზე დავანარცხებ მათ მკვიდრებს.+ 14  როგორც ბუდეს, ისე მისწვდება ხალხთა სიმდიდრეს+ ჩემი ხელი.+ როგორც კაცი აგროვებს დატოვებულ კვერცხებს, მეც ასევე შევაგროვებ მთელ დედამიწას. ვერავინ ააფრიალებს ფრთებს, პირს ვერ გააღებს და ვერ დაიჭიკჭიკებს“». 15  განა გაუდიდგულდება ცული მჩეხავს, ან ხერხი თავს განიდიდებს მხერხავზე?! განა ჯოხი ამოძრავებს წინ და უკან მას, ვინც მაღლა სწევს მას, ანდა კეტი სწევს მაღლა მას, ვინც ხე არ არის?!+ 16  ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, დამაუძლურებელ სენს გაუგზავნის ასურეთის მსუქნებს;+ ცეცხლი შეენთება მის დიდებას.+ 17  ცეცხლად იქცევა+ ისრაელის სინათლე,+ მისი წმინდა კი — ალად.+ ის აბრიალდება და ერთ დღეში შთანთქავს მის სარეველებსა და ეკლიან ბუჩქებს.+ 18  მისი ტყისა და ხილნარის დიდებას ის სრულიად მოუღებს ბოლოს;+ ეს ავადმყოფის ჩამოდნობას დაემსგავსება.+ 19  მისი ტყიდან იმდენი ხე დარჩება, რომ ყმაწვილიც კი შეძლებს მათ აღწერას.+ 20  იმ დღიდან ისრაელში დარჩენილები+ და იაკობის სახლიდან გადარჩენილები აღარასოდეს იქნებიან დაიმედებული მასზე, ვინც დაჰკრა მათ.+ ისინი იეჰოვაზე, ისრაელის წმინდაზე+ იქნებიან დაიმედებული ჭეშმარიტებით.+ 21  ძლიერ ღმერთს მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდება*, იაკობის ნაწილი.+ 22  ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს,+ ისრაელო, შენი ხალხი, მისგან მხოლოდ ნაწილი დაბრუნდება.+ გადაწყვეტილია თქვენი შემუსვრა+ და წარღვნასავით მოვა სიმართლით,+ 23  რადგან უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა შეგმუსრავთ+ და მკაცრ განაჩენს აღასრულებს ქვეყნის შუაგულში.+ 24  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ნუ გეშინია, სიონში+ მცხოვრებო ჩემო ხალხო, ასურელისა, რომელიც ჯოხს გირტყამდა+ და ეგვიპტის მსგავსად კვერთხს აღმართავდა შენზე.+ 25  ცოტაც და დასრულდება შერისხვა;+ მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული ჩემი რისხვა და გაქრებიან ისინი.+ 26  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოუქნევს მას მათრახს+ ისე, როგორც მოიქნია მიდიანის დამარცხებისას ორების კლდესთან.+ მისი კვერთხი ზღვაზე+ იქნება გაწვდილი და მაღლა ასწევს მას, როგორც ეს ეგვიპტეს გაუკეთა.+ 27  იმ დღეს ჩამოგცილდება მხრიდან მისი ტვირთი+ და კისრიდან+ — მისი უღელი, გატყდება+ უღელი ზეთისგან“. 28  ის მივიდა აიათში;+ მიგრონზე ჩაიარა, მიქმაშში+ ინახავს თავის ნივთებს. 29  ფონს გავიდა, გებაში+ ათევს ღამეს, რამა+ შიშისგან კანკალებს, საულის გიბა+ გაიქცა. 30  იკივლე, გალიმის ასულო!+ ყურად იღე, ლაიშა! შენც დაჩაგრულო ანათოთო!+ 31  მადმენა გაიქცა. თავს უშველა გებიმის მოსახლეობამ. 32  ჯერ კიდევ დღეა, შეიძლება ნობში+ გაჩერება. ის ხელს უღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის გორას.+ 33  აი, ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, საშინელი ჭახანით ჭრის ტოტებს;+ ტანმაღლები იჭრებიან და მაღლები დაბლდებიან.+ 34  მან რკინის იარაღით გაკაფა ტევრები; ძლიერი დასცემს ლიბანს.+

სქოლიოები

მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება — ებრაულად შეარ-იაშუბ. იხილეთ 7:3.