ესაია 11:1—16

11  ამოვა ყლორტი+ იესეს+ ძირკვიდან და ნაყოფიერი+ იქნება მისი ფესვის ამონაყარი.+  მასზე დაივანებს იეჰოვას სული,+ სიბრძნისა+ და გაგების სული,+ რჩევისა და ძლევამოსილების სული,+ ცოდნისა+ და იეჰოვას შიშის სული;+  სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში.+ შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს.+  სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს+ და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის. დაჰკრავს დედამიწას თავისი პირის კვერთხს;+ თავისი ბაგეების სულით დახოცავს ბოროტებს.+  თეძო სიმართლით ექნება შემოსარტყლული,+ წელი კი — ერთგულებით.+  მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე,+ ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი+ და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან+ და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.  ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს.+  ძუძუთა ბავშვი კობრას+ ხვრელთან ითამაშებს; ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს.  ზიანს აღარ მოიტანენ+ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე,+ რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე.+ 10  იმ დღეს+ იესეს ფესვი+ ნიშნად იდგება ხალხებისთვის.+ ყველა ხალხი მას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის+ და დიდებული იქნება მისი მოსასვენებელი ადგილი.+ 11  იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს,+ რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან,+ ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+ 12  ის ნიშანს აღმართავს ერებისთვის და შეკრებს გაფანტულ ისრაელებს;+ შეკრებს გაფანტულ იუდეველებს დედამიწის ოთხივე კიდიდან.+ 13  გაქრება ეფრემის შური,+ მოისპობიან იუდას მიმართ მტრულად განწყობილნი. ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი, აღარც იუდა უმტრობს ეფრემს.+ 14  მხარზე დააფრინდებიან ფილისტიმს დასავლეთში;+ ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეებს.+ ედომსა და მოაბს მოუღერებენ ხელს+ და მათ დაემორჩილებიან ამონის ვაჟები.+ 15  იეჰოვა მოჰკვეთს ენას ეგვიპტის ზღვას+ და თავისი მწველი სულით ხელს მოუქნევს მდინარეს.+ დაჰკრავს მის შვიდ ნაკადს და ხალხს სანდლებით ატარებს.+ 16  გზა+ გაიკვალება+ ასურეთიდან მისი ხალხიდან დარჩენილთათვის+ ისევე, როგორც ეგვიპტის მიწიდან ისრაელის გამოსვლის დღეს.

სქოლიოები