ესაია 12:1—6
12 იმ დღეს+ იტყვი: „მადლობას გეტყვი, იეჰოვა, რადგან განრისხებული იყავი ჩემზე, მაგრამ დაცხრა+ შენი რისხვა და მანუგეშე.+
2 აი, ღმერთია ჩემი ხსნა.+ მას მივენდობი და არ შემეშინდება,+ რადგან იაჰი,* იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ჩემი ძლევამოსილება.+ ის არის ჩემი ხსნა“.+
3 სიხარულით ამოიღებთ წყალს ხსნის წყაროებიდან.+
4 იმ დღეს იტყვით: „მადლობდეთ იეჰოვას!+ მოუხმეთ მის სახელს.+ აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები.+ გააცხადეთ, რამდენად ამაღლებულია მისი სახელი.+
5 ქება უმღერეთ იეჰოვას,+ რადგან დიდებულად იმოქმედა.+ მთელი დედამიწისთვის არის ეს ცნობილი.
6 იყვირე და სიხარულით შესძახე, სიონის მკვიდრო ქალო, რადგან დიდებულია ისრაელის წმინდა შენში“.+
სქოლიოები
^ ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.