ესაია 18:1—7
18 ვაი, ფრთიანი ზუზუნა მწერების ქვეყანას, რომელიც ეთიოპიის+ მდინარეების მხარეშია!
2 ის ზღვით აგზავნის დესპანებს,+ პაპირუსის ნავებით წყლის ზედაპირზე, და ეუბნება: „წადით, მარდო მაცნეებო, მაღალ და პრიალაკანიან ერთან, ხალხთან, რომლისაც ყველგან ეშინიათ, დიდძალოვან და სხვების გამთელავ ერთან, რომლის მიწაც მდინარეებმა წალეკეს!“+
3 მიწის მკვიდრნო+ და დედამიწის მცხოვრებნო, თქვენ იხილავთ სანახაობას, როგორც მთაზე აღმართულ ნიშანს ხედავთ,+ და მოისმენთ ხმას, როგორც საყვირის ხმა გესმით.+
4 აი რა მითხრა იეჰოვამ: „მშვიდად ვიქნები და გადმოვხედავ ჩემს მტკიცედ დადგენილ ადგილს.+ ეს იქნება მწველი სიცხესავით და ნათელივით,+ ცვრის ღრუბელივით სიცხეში, მოსავლის აღების დროს.+
5 რთვლის დაწყებამდე, როცა ყვავილი გაიფურჩქნება და მწიფე ყურძნად იქცევა, ის სასხლავით მოკვეთს ლერწებს და მოაცილებს პწკალებს, მოჭრის მათ.+
6 მთის მტაცებელ ფრინველსა და დედამიწის მხეცს დარჩება ისინი.+ მათზე გაატარებს ზაფხულს მტაცებელი ფრინველი და მკის დროს — დედამიწის ყოველი მხეცი.+
7 იმ დროს, ძღვენს მიუტანენ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას+ სიონის მთაზე,+ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას სახელის სამკვიდრებელში, მაღალი და პრიალაკანიანი ერისგან,+ ხალხისგან, რომლისაც ყველგან ეშინიათ, დიდძალოვანი და სხვების გამთელავი ერისგან, რომლის მიწაც მდინარეებმა წალეკეს“.