ესაია 20:1—6
20 იმ წელს აშდოდში+ მივიდა თართანი*,+ რომელიც სარგონმა, ასურეთის მეფემ, გაგზავნა,+ შეებრძოლა აშდოდს და აიღო იგი.+
2 იმ დროს ესაიას, ამოცის ძის+ პირით ილაპარაკა იეჰოვამ: „წადი,+ შემოიძვრე ჯვალო თეძოდან+ და ფეხზე გაიხადე სანდლები“.+ ის ასეც მოიქცა და დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი.+
3 შემდეგ თქვა იეჰოვამ: «როგორც ჩემი მსახური ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს როგორც ნიშანი+ და საკვირველება ეგვიპტისთვის+ და ეთიოპიისთვის,+
4 ასევე წაიყვანს ასურეთის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან+ და გადასახლებულებს ეთიოპიიდან, ყმაწვილებსა თუ მოხუცებს — ტანშიშვლებს, ფეხშიშვლებსა და საჯდომგაშიშვლებულებს, გამოჩნდება ეგვიპტის სიშიშვლე.+
5 შეძრწუნდებიან და შერცხვებიან თავიანთი იმედის,+ ეთიოპიის, გამო და თავიანთი მშვენების, ეგვიპტის, გამო.+
6 იმ დღეს იტყვიან ზღვისპირეთის მცხოვრებნი: „აი ჩვენი იმედი, რომლისგანაც ველოდით შველას, რომ დავეხსენით ასურეთის მეფისგან!+ ახლა როგორღა გადავრჩებით?!“»
სქოლიოები
^ მხედართმთავრის ტიტული.