ესაია 21:1—17

21  ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი:+ როგორც სამხრეთის ქარიშხალი+ მიქრის, ისე მოდის იგი უდაბნოდან, შიშის მომგვრელი ქვეყნიდან.+  სასტიკი ხილვა+ მეჩვენა: ვერაგი ვერაგულად იქცევა, მძარცველი ძარცვავს.+ ადი, ელამო! ალყა შემოარტყი, მიდიავ!+ ბოლო მოვუღე მის მიერ გამოწვეულ ოხვრას.+  თეძოების მწვავე ტკივილს ვგრძნობ.+ კრუნჩხვებმა შემიპყრო, მშობიარე ქალის კრუნჩხვების მსგავსმა.+ ავფორიაქდი და არაფერი მესმის, შევშფოთდი და ვეღარაფერს ვხედავ.  გული მიფანცქალებს, კანკალმა შემაძრწუნა. ვკანკალებ ბინდის გამო, რომელიც მიყვარდა.+  გაიშალოს მაგიდა და მომზადდეს დასაჯდომი ადგილები, ჭამონ და სვან!+ ადექით, მთავრებო,+ ზეთი სცხეთ ფარს!+  აი რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, დააყენე გუშაგი, რომ გითხრას, რასაც დაინახავს“.+  დაინახა მან წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლი, ვირებშებმული საბრძოლო ეტლი და აქლემებშებმული საბრძოლო ეტლი. მთელი ყურადღებით, გულისყურით დააკვირდა  და ლომივით იღრიალა:+ „დღისით მუდამ ვდგავარ საგუშაგო კოშკზე, იეჰოვა, და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე!+  აი, მოდიან კაცები წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლით!“+ ალაპარაკდა და თქვა: „დაეცა! დაეცა ბაბილონი+ და მიწასთან გასწორდა მისი ღმერთების ქანდაკებები!“+ 10  ჩემო გალეწილებო და ჩემი კალოს ძეო,+ გითხარით ყველაფერი, რაც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, ისრაელის ღვთისგან, მოვისმინე. 11  დუმასთვის* გამოტანილი განაჩენი: ვიღაც მეძახის სეირიდან:+ „გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე? გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე?“+ 12  გუშაგმა მიუგო: „დილაც მოვა და ღამეც. თუ გინდათ მკითხოთ, მკითხეთ. კიდევ მოდით!“ 13  უკაცრიელი ველისთვის გამოტანილი განაჩენი: ტყეში უკაცრიელ ველზე გაათევთ ღამეს, დედანელთა ქარავნებო.+ 14  წყალი მიაგებეთ მწყურვალს. პურით შეეგებეთ გაქცეულს, თემას+ მიწის მკვიდრნო! 15  მახვილს გაექცნენ ისინი, მოღერებულ მახვილს, მოზიდულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს. 16  აი რა მითხრა იეჰოვამ: „ერთ წელიწადში, მოჯამაგირისთვის+ დადგენილი წლების მიხედვით, ბოლო მოეღება კედარის+ მთელ დიდებას. 17  შემცირდება დარჩენილ მშვილდოსანთა, კედარის ძლიერ ძეთა რიცხვი,+ რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, თავად ამბობს ამას“.+

სქოლიოები

ედომის წინასწარმეტყველური სახელი.