ესაია 23:1—18

23  ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენი:+ იღრიალეთ, თარშიშის ხომალდებო!+ გაიძარცვა იგი და აღარ არის ნავსადგური, ვეღარავინ შევა მასში;+ ქითიმის+ მიწიდან გამოეცხადათ ეს მათ.  დადუმდით, ზღვისპირეთის მკვიდრნო! აგავსეს სიდონელმა+ ვაჭრებმა, ზღვას რომ კვეთენ.  მრავალ წყალს გადის შიხორის+ თესლი, ნილოსის მოსავალი, ტვიროსის დოვლათი; მას მოაქვს მოგება ერებისთვის.+  შერცხვი, სიდონო,+ ზღვის სიმაგრევ, რადგან ასე ამბობს ზღვა: „არ მქონია მშობიარობის ტკივილები და არ მიმშობიარია, არც ვაჟები აღმიზრდია და არც ქალიშვილები გამიზრდია“.+  როგორც ეგვიპტის ამბის გაგებაზე დაეწყოთ მწვავე ტკივილები,+ ასევე დაეწყებათ ტვიროსის ამბის გაგებაზეც.+  გადადით თარშიშში, იღრიალეთ, ზღვისპირეთის მკვიდრნო!  განა ეს არის თქვენი ქალაქი, რომელიც დასაწყისიდანვე, ძველი დროიდანვე მხიარულობდა?! საკუთარი ფეხით გადაიხვეწა შორს, ხიზნად რომ ეცხოვრა.  ვინ მიიღო გადაწყვეტილება+ ტვიროსის, გვირგვინთა მბოძებლის, წინააღმდეგ, რომლის ვაჭრებიც მთავრები იყვნენ, დიდვაჭრები კი — პატივდებულები დედამიწაზე?+  ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ მიიღო გადაწყვეტილება,+ რომ შეებღალა სილამაზის სიამაყე+ და სიძულვილით მოპყრობოდა დედამიწის ყველა პატივდებულს.+ 10  მდინარე ნილოსივით გადაკვეთე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო!+ აღარ არსებობს ნავსაშენი.+ 11  ხელი გაიწოდა ზღვაზე, შეარყია სამეფოები.+ იეჰოვამ ბრძანება გასცა ფინიკიის წინააღმდეგ, რომ მოესპო მისი ციხესიმაგრეები.+ 12  ის ამბობს: „აღარასოდეს გაიხარებ,+ დაჩაგრულო, სიდონის ქალწულო.+ ადექი, გადადი ქითიმში!+ თუმცა არც იქ გექნება სიმშვიდე“. 13  აი ქალდეველთა+ ქვეყანა. ამ ხალხმა, და არა ასურელებმა,+ უკაცრიელი ადგილის ბინადართათვის+ დაადგინა იგი. ააგეს საალყო კოშკები,+ გააშიშვლეს მისი საცხოვრებელი კოშკები,+ ნანგრევებად აქციეს იგი.+ 14  იღრიალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაიძარცვა თქვენი ციხესიმაგრე!+ 15  იმ დღეს დავიწყებული იქნება ტვიროსი სამოცდაათი წლით,+ რაც ერთი მეფის დღეების ხანგრძლივობაა. სამოცდაათი წლის ბოლოს ტვიროსს დაემართება ის, რაც მეძავის შესახებ სიმღერაშია ნათქვამი: 16  „აიღე ქნარი და გარს შემოუარე ქალაქს, დავიწყებულო მეძავო!+ შეეცადე, რაც შეიძლება კარგად დაუკრა სიმებიან საკრავზე და ბევრი სიმღერა იმღერე, რომ გაგიხსენონ“. 17  სამოცდაათი წლის ბოლოს იეჰოვა მოხედავს ტვიროსს; დაუბრუნდება იგი თავის გასამრჯელოს+ და იმეძავებს დედამიწის ყველა სამეფოსთან.+ 18  მისი მოგება და გასამრჯელო+ წმინდა გახდება იეჰოვასთვის. არ შეინახება, არც დაგროვდება, რადგან მისი გასამრჯელო იეჰოვას წინაშე მცხოვრებთათვის იქნება,+ რომ გაძღნენ და მოხდენილად ჩაიცვან.+

სქოლიოები