ესაია 25:1—12

25  იეჰოვა, შენა ხარ ჩემი ღმერთი.+ გადიდებ,+ ხოტბას ვასხამ შენს სახელს,+ რადგან საოცრებებს ახდენ,+ ადრინდელი დროიდან ერთგულად+ და საიმედოდ+ გამოგაქვს გადაწყვეტილებები.+  ქალაქი ქვების გროვად აქციე, გამაგრებული ქალაქი — ნანგრევებად, უცხოთა საცხოვრებელი კოშკი — არარსებულ ქალაქად, რომელიც არ აშენდება სამარადისოდ.+  ამიტომ ძლიერი ხალხი განგადიდებს, შენი შიში ექნება ულმობელი ერების ქალაქს.+  შენ გახდი საწყლისთვის ციხესიმაგრე და ღარიბისთვის ციხესიმაგრე გასაჭირის დროს,+ თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი+ სიცხეში მაშინ, როცა ულმობელნი ქარიშხალივით უბერავენ კედელს.  როგორც სიცხე ითრგუნება ღრუბლის ჩრდილით უწყლო ქვეყანაში,+ ისე თრგუნავ უცხოთა ხმაურს. იხშობა ულმობელთა სიმღერა.+  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე+ ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს+ მსუყე კერძებით,+ ნადიმს საუკეთესო ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით,+ თხლედალექილი, დაწმენდილი+ ღვინით.+  ამ მთაზე შთანთქავს იგი საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს,+ და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია.  სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს+ და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ წარხოცავს თავისი ხალხის სირცხვილს მთელი დედამიწიდან,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამას.  იმ დღეს იტყვიან: „აი ეს არის ჩვენი ღმერთი.+ მასზე ვამყარებთ იმედს+ და ის გვიხსნის.+ ეს არის იეჰოვა.+ მასზე ვამყარებთ იმედს. ვიხაროთ და ვიმხიარულოთ მისგან ხსნით“.+ 10  იეჰოვას ხელი დაესვენება ამ მთაზე;+ მოაბი ისე გაითელება+ თავის ადგილზე, როგორც ბზე ითელება სანაკელეზე.+ 11  ის გაშლის ხელებს, როგორც მოცურავე შლის გასაცურად და ხელების მოხერხებული მოძრაობით დაამცირებს მის ამპარტავნობას.+ 12  დასცემს გამაგრებულ ქალაქს მის მაღალ დამცავ გალავანთან ერთად; დაამცირებს მას და მიწასთან გაასწორებს, მტვრად აქცევს.+

სქოლიოები