ესაია 26:1—21
26 იმ დღეს+ ასეთ სიმღერას იმღერებენ+ იუდას ქვეყანაში:+ „ძლიერი ქალაქი გვაქვს.+ გალავნად და მიწაყრილად დაგვიყენებს ის ხსნას.+
2 გახსენით კარიბჭეები,+ რომ შემოვიდეს ერთგულად მოქმედი მართალი ერი.+
3 მას, ვისაც ურყევი გული აქვს, შენ დაიფარავ ხანგრძლივი მშვიდობით,+ რადგან ის შენზეა მონდობილი.+
4 მუდამ მიენდეთ იეჰოვას,+ რადგან იაჰი*, იეჰოვაა კლდე+ მარადიულად!
5 ის ამდაბლებს მაღალი ადგილის მკვიდრთ,+ ამაღლებულ ქალაქს.+ ის ამცირებს მას, მიწასთან ასწორებს და მტვრად აქცევს.+
6 ფეხით გაითელება, დაჩაგრული გათელავს ფეხით, საწყლები გათელავენ მას“.+
7 მართლის გზა სიმართლეა.+ მართალი ხარ, ამიტომ შენ გაუსწორებ სავალს მართალს.+
8 შენზე ვამყარებთ იმედს,+ იეჰოვა, და ვეძებთ შენი სამართლის გზას. ჩვენს სულს სწადია+ შენი სახელი და შენი ხსენება.+
9 სულით* გნატრობ ღამით,+ სულით* გეძებ,+ რადგან სიმართლეს+ ისწავლიან მიწის მკვიდრნი,+ როცა გაასამართლებ დედამიწას.+
10 ბოროტმა წყალობა რომც პოვოს, სიმართლეს მაინც ვერ ისწავლის.+ სიმართლის ქვეყანაში უსამართლოდ+ მოიქცევა და ვერ დაინახავს იეჰოვას აღმატებულობას.+
11 იეჰოვა, ხელი გაქვს აღმართული,+ მაგრამ ვერ ხედავენ.+ როცა მოშურნეობას გამოავლენ შენი ხალხისათვის, ისინი დაინახავენ ამას და შერცხვებიან.+ ცეცხლი შთანთქავს+ შენს მოწინააღმდეგეებს.
12 იეჰოვა, შენ მოგვანიჭებ მშვიდობას,+ რადგან ჩვენთვის აკეთებ ჩვენს ყოველ საქმეს.+
13 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, სხვა ბატონები გვეპატრონებოდნენ.+ შენი დახმარებით ვახსენებთ შენს სახელს.+
14 ისინი მკვდრები არიან, ვერ იცოცხლებენ.+ უსიცოცხლოები არიან,+ ვერ ადგებიან.+ ამიტომ განიკითხავ მათ, რომ მოსპო და გაანადგურო მთელი მათი სახსენებელი.+
15 შენ გაამრავლე ერი, იეჰოვა, შენ გაამრავლე ერი.+ შენ განდიდდი.+ შენ გადაჭიმე ქვეყნის ყველა საზღვარი.+
16 იეჰოვა, გასაჭირში შენ დაგიწყეს ძებნა.+ ჩურჩულით ილოცეს, როცა დასაჯე ისინი.+
17 შენ გამო, იეჰოვა, ორსული ქალივით ვართ, რომელმაც მალე უნდა იმშობიაროს, რომელსაც მშობიარობის ტკივილები აქვს და ყვირის ტკივილებისგან.+
18 დავორსულდით, მშობიარობის ტკივილები გვქონდა;+ თითქოს ქარი გავაჩინეთ. ნამდვილი ხსნა ვერ მოგვაქვს ქვეყნისთვის,+ არ იბადებიან მიწის მკვიდრნი.+
19 „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები.+ წამოდგებიან ჩვენი გვამები.+ გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, მტვერში+ დამკვიდრებულებო! თქვენი ნამი+ ბალბის+ ნამივითაა, დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს.+
20 წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები!+ ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის.+
21 აი, იეჰოვა მოდის თავისი ადგილიდან, რომ პასუხი მოჰკითხოს ქვეყნის მკვიდრს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.+ ქვეყანა გამოაჩენს სისხლის ღვრას+ და მეტად აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 12:2-ის სქოლიო.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.