ესაია 27:1—13
27 იმ დღეს იეჰოვა+ თავისი მაგარი, დიდი და ძლიერი მახვილით+ განიკითხავს ლევიათანს+ — მოსრიალე გველს,+ ლევიათანს — დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ზღვის ურჩხულს,+ რომელიც ზღვაშია.
2 იმ დღეს უმღერეთ მას:+ „შუშხუნა ღვინის ვენახო!+
3 მე, იეჰოვა, ვიცავ მას.+ ყოველთვის მოვრწყავ მას.+ დღედაღამ დავიცავ მას, რათა არავინ დააზიანოს.+
4 არა ვარ განრისხებული.+ ვინ მომცემს ეკლიან ბუჩქებსა+ და სარეველას ბრძოლაში? გადავთელავ და ცეცხლში დავწვავ მათ ერთბაშად.+
5 თუ არადა მოეჭიდოს ჩემს ციხესიმაგრეს და მშვიდობა იქონიოს ჩემთან; მშვიდობა იქონიოს ჩემთან“.+
6 იმ დროს ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და აყვავდება ისრაელი;+ ნაყოფით აავსებენ ისინი მიწის პირს.+
7 განა უნდა ურტყამდნენ მას ისე, როგორც ურტყამენ?! განა უნდა მოკლან ის ისე, როგორც მისი დახოცილები მოკლეს?!+
8 თავზარდამცემი შეძახილით შეედავები მას და გაუშვებ. ის ძლიერად დაჰბერავს და განდევნის მას აღმოსავლეთის ქარის დღეს.+
9 ასე მიეტევება იაკობს დანაშაული+ და ეს იქნება მისი ცოდვისგან გათავისუფლების ნაყოფი:+ კირქვასავით დაფშვნის სამსხვერპლოს ყველა ქვას და აღარ აღიმართება წმინდა ბოძები+ და სასაკმევლეები.+
10 მარტო დარჩება გამაგრებული ქალაქი, მიტოვებული იქნება საძოვარი, უდაბნოსავით იქნება მიგდებული.+ იქ მოძოვს და დაისვენებს ხბო; შთანთქავს იგი მის ტოტებს.+
11 როცა გახმება მისი ტოტები, მოვლენ ქალები, მოტეხავენ მათ და ააგიზგიზებენ.+ შეუგნებელია ეს ხალხი,+ ამიტომ არ შეიბრალებს მას მისი შემოქმედი და წყალობას არ უყოფს მისი შემქმნელი.+
12 იმ დღეს იეჰოვა ჩამობერტყავს ნაყოფს+ მდინარის*+ ნაკადიდან ეგვიპტის ხევამდე,+ და ერთი მეორეზე მიყოლებით აიკრიფებით,+ ისრაელის ძეებო.
13 იმ დღეს ჩაჰბერავენ დიდ საყვირს+ და ისინი, ვინც ასურეთის მიწაზე+ იღუპებიან და ვინც ეგვიპტის მიწაზე+ არიან გაფანტულები, მოვლენ და მდაბლად+ თაყვანს სცემენ იეჰოვას მის წმინდა მთაზე იერუსალიმში.+
სქოლიოები
^ ანუ ევფრატის.