ესაია 28:1—29
28 ვაი ეფრემის ლოთების დიდებულ გვირგვინს,+ მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, რომელიც ღვინით დაძლეულთა პოხიერი ველის თავშია!
2 აი ვიღაც, ძლიერი და ღონიერი, რომელიც იეჰოვას ჰყავს.+ როგორც ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად,+ გამანადგურებელი ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი ძლიერ და წამლეკავ წყალთან+ ერთად, ისე დაანარცხებს ის გვირგვინს მიწაზე.
3 ფეხით გაითელება ეფრემის ლოთების დიდებული გვირგვინები.+
4 მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი,+ რომელიც პოხიერი ველის თავშია, იქნება როგორც საადრეო ლეღვი+ ზაფხულის დადგომამდე, რომელსაც მნახველი ხელთ იგდებს თუ არა, მაშინვე ყლაპავს.
5 იმ დღეს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იქნება მშვენიერი დიადემა+ და ლამაზი გვირგვინი+ მათთვის, ვინც დარჩება+ მისი ხალხიდან,
6 სამართლიანობის სული მისთვის, ვინც სასამართლოში ზის,+ და ძლევამოსილება მათთვის, ვინც კარიბჭიდან უკუაგდებს მებრძოლებს.+
7 ამათაც გზა ერევათ ღვინისაგან და დახეტიალებენ მათრობელი სასმლისაგან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს+ გზა ერევათ მათრობელი სასმლისაგან, დააბნია ისინი ღვინომ, დახეტიალებენ+ მათრობელი სასმლისაგან. ხილვებმა გზა აურია მათ, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.
8 მაგიდები ზიზღის მომგვრელი ნარწყევით+ არის სავსე, სუფთა ადგილი არ დარჩენილა.
9 «ვის უნდა მისცეს ცოდნა+ და ვის უნდა გააგებინოს მოსმენილი?+ ვინც რძეს მოაშორეს, ვინც ძუძუს მოსწყვიტეს?+
10 რადგან ეს არის „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ლარი ლარზე, ლარი ლარზე, ცოტა აქ, ცოტა იქ“».+
11 ენაბლუების დახმარებითა+ და უცხო ენით+ დაელაპარაკება ამ ხალხს,+
12 რომელსაც უთხრა: ეს არისო მოსასვენებელი ადგილი; დაასვენეთ დაქანცული; ეს არისო შვების მომგვრელი ადგილი, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსმენა.+
13 ასეთი იქნება იეჰოვას სიტყვა მათთვის — „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ლარი ლარზე,+ ლარი ლარზე, ცოტა აქ, ცოტა იქ“ — რათა წავიდნენ, ზურგზე დაეცნენ, დაიმტვრნენ, მახეში გაებნენ და დაჭერილი აღმოჩნდნენ.+
14 ამიტომ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, მკვეხარებო, ხალხის მმართველებო,+ რომლებიც იერუსალიმში ხართ,
15 რაკი ამბობთ: სიკვდილთან გვაქვს დადებული შეთანხმება+ და სამარესთან ერთად გვაქვსო ხილვა;+ დიდმა წყალდიდობამაც რომ გადაიაროს, ჩვენ ვერ მოგვწვდება, რადგან ტყუილი გავიხადეთო თავშესაფრად+ და სიცრუეში დავიმალეთო,+
16 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, სიონის+ საძირკვლად ვდებ ქვას,+ ნაცად ქვას,+ ძვირფას ქვაკუთხედს+ საძირკვლისათვის.+ ვისაც სწამს, არ შეძრწუნდება.+
17 ლარად+ მექნება სამართალი და თარაზოდ — სიმართლე.+ სეტყვა+ წაიღებს სიცრუის თავშესაფარს+ და წყალი წალეკავს სამალავს.+
18 დაირღვევა თქვენი შეთანხმება სიკვდილთან,+ თქვენი ხილვა სამარესთან არ შესრულდება.+ გადაივლის დიდი წყალდიდობა+ და გადაგთელავთ.+
19 რამდენჯერაც გადაივლის, თან წაგიღებთ,+ რადგან დილიდან დილამდე ივლის, დღისით და ღამით. სხვები ჩასწვდებიან მოსმენილს და შიშით აცახცახდებიან“.+
20 ძალიან მოკლეა ტახტი, რომ გაიშალო მასზე, და ვიწროა ნაქსოვი საბანი, რომ გაეხვიო მასში.
21 იეჰოვა წამოიმართება ისე, როგორც ფერაციმის მთასთან,+ აღშფოთდება, როგორც ველზე გაბაონის+ მახლობლად, რათა მოიმოქმედოს თავისი უცხო საქმე და აკეთოს თავისი უჩვეულო საქმე.+
22 ნუ იქნებით დამცინავები,+ რათა არ მოგიჭიროთ თქვენმა თოკებმა, რადგან მოვისმინე უზენაესი+ უფლისგან, ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, რომ შემუსვრაა გადაწყვეტილი მთელი ქვეყნისთვის.+
23 ყური დამიგდეთ, ისმინეთ ჩემი ხმა! ყურადღება მიაქციეთ და მოუსმინეთ ჩემს ნათქვამს!
24 განა მთელი დღე+ ხნავს მხვნელი თესლის დასათესად და მთელი დღე აფხვიერებს და ფარცხავს მიწას?!+
25 განა მისი ზედაპირის მოსწორების შემდეგ არ მიმოფანტავს სოინჯსა და არ მოაბნევს ზირას?!+ განა არ დათესავს ხორბალს, ფეტვსა+ და ქერს თავის ადგილას+ და ასლს+ ნაპირში?!+
26 სიმართლით გამოასწორებს+ მას ღმერთი. თავისი ღმერთი ასწავლის მას.+
27 სოინჯი კევრით+ არ ილეწება და ზირაზე ურმის ბორბალს არ ატარებენ. კეტით+ იცეხვება სოინჯი და ჯოხით — ზირა.
28 განა ისრისება პურეული?! განუწყვეტლივ+ არ ლეწავენ მას.+ ის ატრიალებს თავისი ურმის თვლებს და ცხენებს, მაგრამ არ სრესს მას.+
29 ესეც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან მოდის,+ რომლის რჩევაც გასაოცარია და რომელმაც დიდი წარმატებით იმოქმედა.+