ესაია 29:1—24

29  „ვაი არიელს*,+ არიელს, ქალაქს, სადაც დავითი იყო დაბანაკებული!+ წელიწადს წელიწადი დაუმატეთ, იდღესასწაულეთ.+  შევავიწროებ+ არიელს და იქნება გლოვა და გოდება,+ ღვთის სამსხვერპლოს საცეცხლე გახდება ის ჩემთვის.+  შენ გარშემო დავბანაკდები, მესერს შემოგარტყამ და ალყაში მოგაქცევ, საალყო ნაგებობებს აღვმართავ შენ წინააღმდეგ.+  ისე დამდაბლდები, რომ მიწიდან ილაპარაკებ და ყრუდ გაისმება შენი ნათქვამი მტვრიდან.+ შენი ხმა სულების გამომძახებლის ხმასავით გაისმება მიწიდან და შენი ნათქვამი აჩურჩულდება+ მტვრიდან.  უცხოთა ბრბო ფხვნილივით+ გახდება და სასტიკ+ მმართველთა ბრბო — ბზესავით, რომელიც ქრება.+ ეს უეცრად მოხდება, მოულოდნელად.+  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოგხედავს, რომ გიხსნას ქუხილით, მიწისძვრით, დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შთამნთქმელი ცეცხლის ალით“.+  როგორც სიზმარში, ღამის ხილვაში, ისე დაემართება არიელის წინააღმდეგ გალაშქრებულ ყველა ხალხისგან შემდგარ ბრბოს,+ მის წინააღმდეგ გალაშქრებულთ, მის წინააღმდეგ აღმართულ საალყო კოშკებს და ყველას, ვინც მას ავიწროებს.+  როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ჭამს, მაგრამ იღვიძებს და ცარიელი აქვს მუცელი, და როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ სვამს, მაგრამ დაღლილი იღვიძებს და გამოფიტული აქვს სული,+ ისე დაემართება სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულ ყველა ხალხისგან შემდგარ ბრბოს.+  შეყოვნდით და გაშტერდით,+ დაიბრმავეთ თავი, რომ ვეღარ დაინახოთ!+ დათვრნენ+ ისინი, მაგრამ არა ღვინით; ბარბაცებენ, მაგრამ არა მათრობელი სასმლისაგან.+ 10  თქვენზე გადმოღვარა იეჰოვამ ღრმა ძილის სული;+ ის გიხუჭავთ თვალებს, წინასწარმეტყველნო,+ და ის გიფარავთ თავს,+ წინასწარმხილველნო.+ 11  თქვენთვის ხილვა ამ ყველაფრის შესახებ იქნება როგორც სიტყვები ბეჭედდასმული წიგნიდან,+ რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან, ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან ბეჭედდასმულიაო.+ 12  მაშინ წიგნს მისცემენ წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან: ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი იტყვის: წერა-კითხვა არ ვიციო. 13  იეჰოვა ამბობს: „ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით და მხოლოდ ბაგეებით მადიდებს,+ გული კი შორსა აქვთ ჩემგან;+ ადამიანთა მცნებებს სწავლობენ და ამას ჩემდამი შიშს უწოდებენ,+ 14  ამიტომ მე კვლავ საოცრად მოვექცევი ამ ხალხს,+ საოცრად და სასწაულებრივად; ამ ხალხის ბრძენთა სიბრძნე მოისპობა და გონიერთა გონიერება დაიმალება“.+ 15  ვაი მათ, სიღრმეში რომ უმალავენ იეჰოვას თავიანთ ზრახვას,+ სიბნელეში რომ აკეთებენ საქმეებს+ და ამბობენ: ვინ გვხედავს და ვინ იცის ჩვენი ამბავიო?+ 16  თქვე უკუღმართებო! განა ჩაითვლება მეთუნე თიხად?!+ განა იტყვის შექმნილი თავის შემქმნელზე, მას არ შევუქმნივარო?!+ განა იტყვის გამოსახული თავის გამომსახველზე, გაგება არა აქვსო?!+ 17  განა სულ ცოტა ხანში არ გადაიქცევა ლიბანი ხილნარად+ და განა ხილნარი ტყედ არ ჩაითვლება?!+ 18  იმ დღეს ყრუები გაიგონებენ ამ წიგნის სიტყვებს+ და ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან გამოიხედავენ.+ 19  თვინიერები+ უფრო მეტად გაიხარებენ იეჰოვათი და ღარიბები — ისრაელის წმინდით,+ 20  რადგან ბოლო მოეღება სასტიკ მმართველს+ და მოისპობა მკვეხარა.+ მოიკვეთება ყველა, ვინც მზად არის სხვისთვის ზიანის+ მოსატანად, 21  ვისაც კაცი შემცოდველად გამოჰყავს თავისი სიტყვით,+ ვინც მახეს უგებს კარიბჭესთან შემგონებელს+ და ვინც მართალს უსაფუძვლოდ აძევებს.+ 22  ამიტომ, აი რას ეუბნება იეჰოვა, აბრაამის გამომსყიდველი,+ იაკობის სახლს: „არ შერცხვება იაკობი, არ გაუფითრდება სახე,+ 23  რადგან, როცა დაინახავს თავის შვილებს, ჩემს ნახელავთ, თავის წიაღში,+ ისინი განწმენდენ ჩემს სახელს,+ განწმენდენ იაკობის წმინდას+ და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.+ 24  სულით შემცოდველნი გაგების უნარს შეიძენენ და ისინი, ვინც დრტვინავენ, დარიგებას მიიღებენ“.+

სქოლიოები

შესაძლოა ნიშნავდეს ღვთის სამსხვერპლოს საცეცხლეს. იგულისხმება იერუსალიმი.