ესაია 31:1—9

31  ვაი მათ, ვინც ეგვიპტეში ჩადის დახმარების სათხოვნელად+ და ცხენების იმედი აქვს,+ მრავალრიცხოვან საბრძოლო ეტლებზე+ და ძლიერ ცხენებზე ამყარებს იმედს და არ ენდობა ისრაელის წმინდას, არ ეძებს იეჰოვას.+  ბრძენია+ იგი და უბედურებას დაატეხს მათ თავს,+ უკან არ წაიღებს თავის სიტყვებს;+ აღსდგება ის ბოროტმოქმედთა+ სახლისა და იმ დახმარების წინააღმდეგ, რომელსაც სიავის მქნელნი ეძებენ.+  ეგვიპტელები ადამიანები არიან+ და არა ღმერთი; მათი ცხენები ხორცია+ და არა სული. იეჰოვა გაიწვდის ხელს და წაბორძიკდება დახმარების შემთავაზებელი და დაეცემა ის,+ ვისაც ეხმარება იგი; მათ ერთდროულად მოეღებათ ბოლო.  აი რა მითხრა იეჰოვამ: „როგორც ლომი ბრდღვინავს, ფაფრიანი ლომი,+ რომელიც მსხვერპლს თავზე ადგას, და მაშინაც კი, როცა მოუხმობენ მთელ მწყემსობას, მათი ხმებისა არ ეშინია და მათი ხმაურის გამო არ იკუნტება, ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც ასევე ჩამოვა და იომებს სიონის მთისთვის და მისი გორისთვის.+  როგორც ჩიტი დაფრინავს და იცავს თავის ბარტყებს, ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც ასევე დაიცავს იერუსალიმს.+ დაიცავს და დაიხსნის მას,+ გაუფრთხილდება და გადაარჩენს.  დაუბრუნდით+ მას, ვისაც დიდად ეურჩებიან ისრაელის ძენი.+  იმ დღეს თითოეული მათგანი უარყოფს თავის ვერცხლის უსარგებლო ღმერთებს და არაფრის მაქნის ოქროს ღმერთებს,+ რომლებიც თქვენივე ხელით შექმენით ცოდვისათვის.+  მახვილით დაეცემიან ასურელები, მაგრამ ეს არ იქნება კაცის მახვილი; მახვილი შთანთქავს მათ,+ მაგრამ ეს არ იქნება ადამიანის მახვილი. ის გაექცევა მახვილს და მისი ვაჟები მონურად იშრომებენ.  შიშით გაქრება მისი კლდე და ნიშანი+ შეაძრწუნებს მის მთავრებს“, — ამბობს იეჰოვა, რომლის ნათელი სიონშია და ღუმელი+ — იერუსალიმში.

სქოლიოები