ესაია 32:1—20
32 აი, სიმართლისთვის+ იმეფებს მეფე+ და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები.+
2 თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში,+ როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში,+ როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.+
3 მხედველთა თვალები ერთმანეთს არ შეეწებება, მსმენელთა ყურები ყურადღებით მოისმენს.+
4 მოჩქარეთა გული ჩაუკვირდება ცოდნას,+ ენაბლუთა ენა სწრაფად და გამართულად ილაპარაკებს.+
5 უგუნურს ხელგაშლილი აღარ დაერქმევა, უზნეო კაცს აღარ უწოდებენ წარჩინებულს,+
6 ვინაიდან უგუნური უგუნურებას+ ილაპარაკებს, მისი გული სიავეს განიზრახავს,+ რათა განდგომილებით+ იმოქმედოს და იეჰოვას წინააღმდეგ თავხედურად ილაპარაკოს, რათა ცარიელი დატოვოს მშიერის სული+ და სასმლის გარეშე დატოვოს მწყურვალი.
7 უზნეო კაცი ბოროტ ხერხებს მიმართავს.+ ის სხვებს თავაშვებულობისკენ+ უბიძგებს, რათა ცრუ სიტყვებით+ დაღუპოს დაჩაგრულები, თუნდაც სიმართლეს ლაპარაკობდეს ღარიბი.
8 ხელგაშლილი კი სხვებს ხელგაშლილობისკენ უბიძგებს და ხელგაშლილობის მხარდასაჭერად აღსდგება.+
9 „ადექით, უდარდელო ქალებო, უსმინეთ ჩემს ხმას!+ უზრუნველო ასულებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს!
10 ერთ წელიწადსა და სულ რამდენიმე დღეში შეშფოთდებით,+ უზრუნველებო, რადგან დასრულდება რთველი, ნაყოფი კი ვერ შეგროვდება.+
11 აკანკალდით, უდარდელო ქალებო! შეშფოთდით, უზრუნველებო! გაიხადეთ და გაშიშვლდით, ჯვალო შემოირტყით თეძოებზე!+
12 მწუხარებისგან მკერდში იცემდეთ ხელს+ სასურველი მინდვრებისა+ და ნაყოფიერი ვაზის გამო!
13 ჩემი ხალხის მიწა ეკლებით, ეკლიანი ბუჩქებით+ დაიფარება და მოედება ისინი ყველა სახლს, სადაც ერთ დროს სიხარული სუფევდა, მოედება უზომოდ გახარებულ ქალაქს.+
14 მიგდებულია+ საცხოვრებელი კოშკი, აღარ გაისმის ქალაქში ხმაური; ტრამალად იქცა ოფელი+ და საგუშაგო კოშკი, ზებრების სიხარულად და ფარების საძოვრად იქცა სამარადისოდ.
15 ასე იქნება, სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული,+ უდაბნო ხილნარად არ იქცევა და ხილნარი ნამდვილ ტყედ არ ჩაითვლება.+
16 უდაბნოში სამართლიანობა დამკვიდრდება და ხილნარში სიმართლე იცხოვრებს.+
17 მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე.+ სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი სამარადისოდ.+
18 ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს.+
19 სეტყვა წამოვა, ტყე მიწასთან გასწორდება+ და ქალაქი ძლიერ დამცირდება.+
20 ბედნიერნი ხართ, თესლს რომ წყლის პირას თესავთ+ და ხარსა და ვირს ნებაზე უშვებთ“.+