ესაია 35:1—10
35 გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე,+ იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება;+
2 გაიფურჩქნება+ და სიხარულითა და მხიარული შეძახილით გაიხარებს.+ მიეცემა მას ლიბანის დიდება,+ ქარმელისა+ და შარონის+ სიდიადე. ხალხი იხილავს იეჰოვას დიდებას,+ ჩვენი ღვთის სიდიადეს.+
3 გაიძლიერეთ სუსტი ხელები, გაიმაგრეთ აკანკალებული მუხლები!+
4 უთხარით მათ, ვინც წუხს:+ „გამაგრდით,+ ნუ გეშინიათ!+ აი, თქვენი ღმერთი შურისძიებით+ მოვა, საზღაურით მოვა ღმერთი.+ მოვა და გიხსნით“.+
5 მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ+ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ;+
6 მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს+ და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს;+ წყალი ამოხეთქავს უდაბნოში და მდინარეები — ხრიოკზე.
7 სიცხისგან გამხმარი მიწა ლერწმიან ტბორად იქცევა, ხრიოკი კი — წყაროებად.+ ტურების საცხოვრებელში,+ მათ მოსასვენებელ ადგილას, მწვანე ბალახი ამოვა ლერწამსა და პაპირუსთან+ ერთად.
8 იქ იქნება სავალი, იქნება გზა,+ და სიწმინდის გზა ეწოდება+ მას. ვერ გაივლის მასზე უწმინდური.+ გზაზე მავალისთვის იქნება იგი და არც ერთი უგუნური არ იხეტიალებს მასზე.
9 არ იქნება იქ ლომი და ვერც მტაცებელი ცხოველები გაეკარებიან მას.+ ვერც ერთი ვერ გაიჭაჭანებს იქ;+ გამოსყიდულები ივლიან მასზე.+
10 იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან+ და სიხარულის ყიჟინით მივლენ სიონში.+ მათ თავზე იქნება მარადიული მხიარულება.+ სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან, მწუხარება და ოხვრა კი გაქრება.+