ესაია 37:1—38

37  როგორც კი მეფე ხიზკიამ ეს გაიგო, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო+ შემოიხვია და იეჰოვას სახლში შევიდა.+  გაგზავნა მან ჯვალოთი შემოსილი მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ მწერალი შებნა+ და მღვდელთა+ უხუცესები წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის ძესთან.+  უთხრეს მას: «აი რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების,+ გაკიცხვისა და უტიფარი დაცინვის დღეა,+ რადგან საშვილოსნოს კარს მოსდგომიან ვაჟები და არ არის მათი გაჩენის ძალა.+  იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი*,+ რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად,+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოისმინა.+ ლოცვა აღავლინე+ დარჩენილთათვის“».+  ასე მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან.+  მაშინ ესაიამ უთხრა მათ: «აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები+ შეურაცხმყოფდნენ.  აი, შევაშფოთებ+ მას, მოისმენს ცნობას+ და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მახვილით დავცემ მას თავისივე ქვეყანაში“».+  ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ,+ რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან+ აყრილიყო, და მასთან დაბრუნებისას ნახა, რომ ის ლიბნას ებრძოდა.+  მეფემ შეიტყო თირჰაკაზე,+ ეთიოპიის მეფეზე: შენ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაშინვე გაუგზავნა მაცნეები+ ხიზკიას და შეუთვალა: 10  «აი რა უნდა უთხრათ იუდას მეფე ხიზკიას: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ, რომ გეუბნება,+ იერუსალიმი ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის მეფეს.+ 11  ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს+ ისინი, და შენ როგორღა გადარჩები?!+ 12  განა იხსნეს გოზანის,+ ხარანის,+ რეცეფისა და თელ-ასარში მცხოვრები ედემის ძეების+ ღმერთებმა+ ეს ხალხები, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ გაანადგურა?!+ 13  სად არიან ხამათის+ მეფე, არფადის+ მეფე და ქალაქ სეფარვაიმის+ მეფე?! სად არიან ჰენისა და ივის მეფეები?!“»+ 14  გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა,+ მერე კი ავიდა ხიზკია იეჰოვას სახლში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+ 15  ლოცვით მიმართა ხიზკიამ იეჰოვას:+ 16  „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ, მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა და დედამიწა.+ 17  ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე,+ იეჰოვა, და დაინახე და მოისმინე სინახერიბის+ ყველა სიტყვა, ცოცხალი ღვთის დასაცინად რომ შემოთვალა.+ 18  იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც გაანადგურეს ყველა ქვეყანა და საკუთარი ქვეყანაც.+ 19  ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები,+ რადგან ღმერთები კი არ იყვნენ,+ არამედ ადამიანის ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი.+ 20  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ გვიხსენი მისი ხელიდან,+ რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“+ 21  შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგანაც ლოცვით მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო,+ 22  აი რას ამბობს იეჰოვა მასზე: არაფრად გაგდებს სიონის ქალწული და დაგცინის,+შენ უკან თავს აქნევს იერუსალიმის ასული.+ 23  ვის დასცინი+ და ვის შეურაცხყოფ?!+ვის წინააღმდეგ აიმაღლე ხმა+და აღაპყარი თვალები მაღლა?!+ისრაელის წმინდის წინააღმდეგ!+ 24  შენს მსახურთა პირით დასცინი იეჰოვას და ამბობ:+„ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლით მე თვითონ...+ავალ მაღლა მთებში,+ლიბანის შორეულ მხარეებში,+მოვჭრი მის მაღალ კედრებსა და მის საუკეთესო ღვიას.+ავალ მის მწვერვალზე, მის ნაყოფიერ ტყეში.+ 25  ამოვთხრი და დავლევ წყალს,ფეხისგულებით ამოვაშრობ ეგვიპტის ნილოსის არხებს“.+ 26  განა არ გსმენია?!+ ძველი დროიდან მაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება.+წარსულში განვიზრახე ეს,+ ახლა კი მოვახდენ ამას.+შენ გააპარტახებ გამაგრებულ ქალაქებს და ნანგრევების გროვად აქცევ მათ.+ 27  მკლავში ძალა გამოეცლება მათ მოსახლეობას;+შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.+მინდვრის მცენარეებსა და ქორფა ბალახს დაემსგავსებიან,+ბანებზე+ და ტერასებზე ამოსულ ბალახს — აღმოსავლეთის ქარში.+ 28  კარგად ვიცი, როდის ზიხარ წყნარად, როდის გადიხარ+ და როდის შემოდიხარ.+ვიცი, რომ მირისხდები,+ 29  რადგან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.+ 30  ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია: წელს ნაგერალს შეჭამთ,+ მეორე წელს — ველურად გაზრდილს, მესამე წელს კი დათესავთ და მოიმკით, ვენახებს გააშენებთ და მათ ნაყოფს შეჭამთ.+ 31  იუდას სახლიდან გადარჩენილები, დარჩენილები,+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.+ 32  დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან,+ გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+ 33  ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის მეფეზე:+ ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ ვერც ისარს გაისვრის აქ და ვერც ფარს დაუხვედრებს, ვერც მიწაყრილს გააკეთებს მის წინ.+ 34  რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა, ამ ქალაქში ვერ შემოვა, — ამბობს იეჰოვა.+ 35  დავიცავ+ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო ის ჩემი+ და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“».+ 36  წავიდა იეჰოვას ანგელოზი+ და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში.+ ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა.+ 37  მაშინ აიყარა სინახერიბი,+ ასურეთის მეფე, შინ დაბრუნდა+ და ცხოვრობდა ნინევეში.+ 38  როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით+ განგმირეს იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.

სქოლიოები

იხილეთ 36:2-ის სქოლიო.