ესაია 38:1—22
38 იმ დროს სასიკვდილოდ დაავადდა ხიზკია.+ შევიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაარიგე შენი სახლეულობა,+ რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ“».+
2 მაშინ კედლისკენ იბრუნა პირი ხიზკიამ+ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:+
3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ დავდიოდი+ შენ წინაშე ჭეშმარიტებითა+ და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“. და მწარედ ატირდა ხიზკია.+
4 იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ესაიას:
5 «წადი და უთხარი ხიზკიას, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის,+ დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა,+ დავინახე შენი ცრემლები;+ აი თხუთმეტ წელიწადს დავუმატებ შენს დღეებს;+
6 დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენცა და ამ ქალაქსაც, დავიცავ ამ ქალაქს.+
7 ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასაგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს:+
8 აი, ახაზის კიბის საფეხურებზე დაფენილ მზის+ ჩრდილს ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან“».+ და მზე ნელ-ნელა დაბრუნდა უკან იმ ათ საფეხურზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა.+
9 აი რა დაწერა ხიზკიამ, იუდას მეფემ, როცა დაავადდა+ და გამოჯანმრთელდა.+
10 ვთქვი: „სამარის კარიბჭეებში+ შევალ ჩემი სიცოცხლის შუაგზიდან.წამერთმევა დარჩენილი+ წლები“.
11 ვამბობ: „ვეღარ ვიხილავ იაჰს*, იაჰს ცოცხალთა ქვეყანაში.+ვეღარ დავინახავ ადამიანთა მოდგმას სიკვდილის ქვეყნის მკვიდრთა შორის.
12 აიყარა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა+ მწყემსის კარავივით.ფეიქარივით ვახვევ ჩემს სიცოცხლეს.გადამჭრეს+ ქსელის ძაფებივით.დილიდან დაღამებამდე ცუდ დღეში მაგდებ.+
13 დილამდე ვიმშვიდებ თავს.+ის ლომივით მიმტვრევს ძვლებს.+დილიდან დაღამებამდე ცუდ დღეში მაგდებ.+
14 ნამგალასავით ვჭიკჭიკებ, შაშვივით ვგალობ,+მტრედივით ვღუღუნებ.+ჩემი თვალებით ნაღვლიანად შევყურებ სიმაღლეს:+იეჰოვა, დაჩაგრული ვარ, მხარში ამომიდექი!+
15 რას ვილაპარაკებ და რას მეტყვის ის?+მან იმოქმედა.+მთელი ჩემი წლების განმავლობაში ჩუმად დავდივარ სულგამწარებული.+
16 იეჰოვა, შენით ცოცხლობს ხალხი; როგორც ყველას, მეც შენით მაქვს სასიცოცხლო ძალა.+შენ გამომაჯანმრთელებ და სიცოცხლეს შემინარჩუნებ.+
17 აი, მშვიდობის ნაცვლად სიმწარე მქონდა, სიმწარე.+შენ შეგიყვარა ჩემმა სულმა და შენ იცავდი მას ხრწნილების საფლავიდან*.+ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა.+
18 ვერ შეგასხამს ხოტბას სამარე,+ ვერ განგადიდებს სიკვდილი.+საფლავში ჩამავალი ხალხი იმედიანად ვერ შეხედავს შენს ჭეშმარიტებას.+
19 ცოცხალს, ცოცხალს შეუძლია ხოტბა შეგასხას,+როგორც მე შემიძლია დღეს.+მამას შეუძლია ასწავლოს+ თავის ვაჟებს შენი ჭეშმარიტება.
20 იეჰოვა, მიხსენი,+ და დავუკრავთ ჩემს ჰანგებს სიმებიან საკრავებზე+მთელი ჩვენი სიცოცხლის დღეების განმავლობაში, იეჰოვას სახლში“.+
21 თქვა ესაიამ: „აიღონ ლეღვის ჩირის კვერი და დაადონ წყლულზე,+ რომ მოურჩეს“.+
22 ხიზკიამ თქვა: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ ავალ იეჰოვას სახლში?“+