ესაია 39:1—8
39 იმ დროს ბაბილონის+ მეფემ, მეროდაქ-ბალადანმა,+ ბალადანის ძემ, შეიტყო, რომ ხიზკია ავად იყო და გამოჯანმრთელდა,+ და წერილები და ძღვენი+ გაუგზავნა მას.
2 გაიხარა მათით ხიზკიამ+ და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი, ბალზამი, ძვირფასი ზეთი,+ მთელი თავისი იარაღის საცავი+ და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სახლში+ და მის სამფლობელოში,+ რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.
3 ამის შემდეგ შევიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა:+ „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ ჩემთან“.+
4 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სახლში?“+ ხიზკიამ მიუგო: „ნახეს ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“.
5 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას:+ «ისმინე ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა:
6 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ.+ არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
7 წაიყვანენ ზოგიერთ შენს ვაჟს, რომელნიც შენგან გამოვლენ და რომელთა მამაც გახდები,+ და ბაბილონის მეფის+ კარისკაცები+ გახდებიან ისინი“».
8 მაშინ ხიზკიამ უთხრა ესაიას: „კარგია იეჰოვას სიტყვა, რომელსაც ამბობ“.+ შემდეგ თქვა: „რადგან მშვიდობა და ჭეშმარიტება+ იქნება ჩემს დროს“.+