ესაია 40:1—31
40 „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, — ამბობს თქვენი ღმერთი.+ —
2 გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკეთ იერუსალიმს+ და გამოუცხადეთ მას, რომ დასრულდა მისი სავალდებულო სამუშაო,+ დაიფარა მისი დანაშაული.+ იეჰოვას ხელიდან მიიღო სრული საზღაური ყველა თავისი ცოდვისთვის“.+
3 ყური დაუგდეთ! ვიღაც ღაღადებს უდაბნოში:+ „გაწმინდეთ იეჰოვას გზა!+ გაასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, რომელიც ხრიოკზე გადის.+
4 მაღლა აიწიოს ყოველი ველი,+ ყოველი მთა და გორა დადაბლდეს.+ ბორცვიანი მიწა უნდა გავაკდეს და ოღროჩოღრო ადგილები ველად უნდა იქცეს.+
5 გამოვლინდება იეჰოვას დიდება+ და ყოველი ხორციელი იხილავს მას,+ რადგან იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“.+
6 ყური დაუგდე! ერთი ამბობს: „დაიძახე!“+ მეორე პასუხობს: „რა დავიძახო?“
„ყოველი ხორციელი მწვანე ბალახივითაა და მთელი მათი სიკეთე* მინდვრის ყვავილივით.+
7 მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ რადგან იეჰოვას სულმა დაუბერა მათ.+ მართლაც, მწვანე ბალახივითაა ხალხი.+
8 მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“.+
9 გზა გაიკვლიე მაღალი მთისკენ,+ სიონისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ძლიერ აღიმაღლე ხმა, იერუსალიმისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ხმა აღიმაღლე, ნუ გეშინია!+ უთხარი იუდას ქალაქებს: „აი თქვენი ღმერთი!“+
10 აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს.+ აი, მასთანვეა მისი ჯილდო+ და მის წინაშეა საზღაური.+
11 მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას.+ თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს+ და უბით ატარებს მათ.+ მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება.+
12 ვინ არწყა წყალი თავისი პეშვით?+ ვინ გადაზომა ცა მტკაველით?+ ვინ ჩაატია საწყაოში დედამიწის მტვერი?+ ვინ აწონა მთები სასწორზე და გორები — პინებზე?
13 ვინ გაზომა იეჰოვას სული? ვის შეუძლია მრჩეველივით მისცეს მას ცოდნა?+
14 ვისთან ერთად ითათბირა, რომ მიმხვდარიყო? ვინ ასწავლის მას სამართლის გზას?+ ვინ აძლევს მას ცოდნას ან გაგების უნარს?+
15 აი, ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან მისთვის.+ აი, ის მტვერივით იღებს კუნძულებს.+
16 თვით ლიბანის ხეები არ კმარა იმისთვის, რომ ცეცხლი ენთოს, და მისი გარეული ცხოველები+ არ კმარა დასაწვავი შესაწირავისთვის.+
17 ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე.+ არაფერი და არარსებული არიან მის თვალში.+
18 ვის შეადარებთ ღმერთს+ და ვის მიამსგავსებთ მას?+
19 ოსტატმა ჩამოასხა ქანდაკება,+ მჭედელი ოქროთი ავარაყებს მას+ და ვერცხლის ჯაჭვებს ჭედავს.+
20 შესაწირავად ირჩევს ხეს, საღ ხეს.+ ოსტატს ეძებს, რომ გაიკეთოს ქანდაკება,+ რომელიც არ იყანყალებს.+
21 ნუთუ არ იცით?! ნუთუ არ გსმენიათ?! ნუთუ თავიდანვე არ უთქვამთ თქვენთვის?! ნუთუ არ გამოგიყენებიათ გაგების უნარი დედამიწის დაფუძნებიდან?!+
22 ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე,+ რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან. ის მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას, საცხოვრებელი კარავივით შლის მას.+
23 ის არარაობად აქცევს უმაღლეს მოხელეებს, არაფრად აქცევს დედამიწის მოსამართლეებს.+
24 თითქმის არ დარგულან, თითქმის არ დათესილან, მათმა ჯირკვმა თითქმის ვერ გაიდგა ფესვი მიწაში.+ ერთ შებერვაზე ხმებიან.+ ნამჯასავით წაიღებს მათ ქარიშხალი.+
25 „ვის შემადარებთ და ვის გამიტოლებთ?! — ამბობს წმინდა.+ —
26 მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი?+ მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს.+ მისი დიდი ძლიერებისა+ და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას.
27 რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელო, ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასგან+ და ჩემთვის სამართლის გაჩენა მხედველობიდან რჩებაო ჩემს ღმერთს?+
28 ნუთუ არ იცი ან ნუთუ არ გსმენია?!+ მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი.+ არ იღლება და არ იქანცება.+ ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი.+
29 ის ძალას აძლევს დაღლილს+ და ძალ-ღონით+ ავსებს ძალაგამოცლილს.
30 ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან, ჭაბუკები წაიბორძიკებენ,
31 იეჰოვაზე მინდობილები+ კი ძალას განიახლებენ.+ არწივივით გაშლიან ფრთებს.+ ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 16:5-ის სქოლიო.