ესაია 41:1—29

41  „დადუმდით და მომისმინეთ, კუნძულებო*!+ ძალა განიახლონ ერებმა;+ მომიახლოვდნენ+ და მაშინ ილაპარაკონ. გასასამართლებლად+ შევიკრიბოთ.  ვინ აღძრა ის მზის ამოსავლიდან?+ ვინ მოუხმო მას თავის ფეხებთან სიმართლით, რომ მიეყვანა მის წინაშე ხალხები და დაემორჩილებინა მეფეები?+ ვინ მისცა ისინი მის მახვილს გასაცამტვერებლად, ისე რომ ნამჯასავით გახვეტა მისმა მშვილდმა ისინი?+  ვინ დაედევნა მათ? მშვიდობიანად ვინ ჩაიარა იმ გზაზე, რომლითაც არ მოსულა?  ვინ მოიმოქმედა+ და ვინ გააკეთა ეს? ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან?+ მე, იეჰოვამ, პირველმა.+ მათთვისაც იგივე ვიქნები, ვინც ბოლოს გაჩნდება!“+  კუნძულებმა+ დაინახეს და შეშინდნენ. შიშისაგან აკანკალდნენ დედამიწის კიდეები.+ მოახლოვდნენ და მოვიდნენ ისინი.  თითოეული ეხმარებოდა თავის მეგობარს და ეუბნებოდა თავის ძმას: „გამაგრდი!“+  ხელოსანი მჭედელს ამაგრებდა,+ უროთი გამსწორებელი — გრდემლზე ჩაქუჩის დამრტყმელს და შედუღებულზე ეუბნებოდა, კარგიაო. ბოლოს ლურსმნებით ამაგრებდნენ მას, რომ არ მორყეულიყო.+  „შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ,+ იაკობ, ჩემო ამორჩეულო,+ ჩემი მეგობრის,+ აბრაამის შთამომავალო;+  დედამიწის კიდეებიდან წამოგიყვანე+ და მისი შორეული მხარეებიდან მოგიხმე.+ გითხარი, ჩემი მსახური ხარ,+ მე ამოგარჩიე+ და არ უარგყოფ-მეთქი.+ 10  ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ.+ აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ.+ მე გაგამაგრებ.+ მე დაგეხმარები.+ ჩემი სიმართლის+ მარჯვენას+ ჩაგჭიდებ. 11  აი, შერცხვება და დამცირდება ყველა, ვინც შენზეა განრისხებული.+ არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან ისინი, ვინც შენ გედავებიან.+ 12  ძებნას დაუწყებ, მაგრამ ვერ იპოვი შენთან შემბრძოლებელს.+ არარსებულად და არარაობად+ იქცევიან ისინი, ვინც გეომებიან, 13  რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა+ და გეუბნები: ნუ გეშინია,+ მე დაგეხმარები.+ 14  ნუ გეშინია, მატლო+ იაკობ, ისრაელის ხალხო!+ მე დაგეხმარები, — ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა. — 15  აი, კევრად გაქციე,+ ახალ კევრად, რომელსაც ორპირი კბილები აქვს. შენ გალეწავ და შემუსრავ მთებს, ბზედ აქცევ გორებს.+ 16  გაანიავებ+ მათ, ქარი წაიღებს,+ ქარიშხალი გაფანტავს მათ სხვადასხვა მხარეს.+ გაიხარებ იეჰოვათი.+ ისრაელის წმინდით იამაყებ“.+ 17  „წყალს ეძებენ დაჩაგრულები და საწყლები,+ მაგრამ არსად არის. ენა გაუშრათ+ წყურვილისგან.+ მე, იეჰოვა, ვუპასუხებ მათ.+ მე, ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ მათ.+ 18  შიშველ გორებზე მდინარეებს გადმოვაჩქეფებ, ველებზე — წყაროებს.+ უდაბნოს ლერწმიან ტბორად ვაქცევ, უწყლო მიწას — წყლის სათავედ.+ 19  უდაბნოში დავრგავ კედარს, აკაციას, მირტსა და ზეთის ხეს.+ ხრიოკზე დავრგავ ღვიას და მასთან ერთად იფანსა და კვიპაროსს,+ 20  რათა ხალხმა იხილოს, გაიგოს, დაიჯეროს და ჩასწვდეს, რომ იეჰოვას ხელმა გააკეთა ეს, ისრაელის წმინდამ შექმნა ეს“.+ 21  „წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი,+ — ამბობს იეჰოვა. — წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებები,+ — ამბობს იაკობის მეფე.+ 22  მოდით და გვითხარით ის, რაც უნდა მოხდეს. გვითხარით, რაც თავდაპირველად იყო, რათა გულში ჩავიბეჭდოთ და ვიცოდეთ მომავალი. ან გაგვაგებინეთ რაც უნდა მოხდეს.+ 23  გვითხარით, რა მოხდება შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთები ხართ.+ ან კარგი აკეთეთ, ან ცუდი, რომ დავაკვირდეთ და დავინახოთ.+ 24  აი, არარსებული ხართ+ და თქვენი მიღწევა არარაობაა. საძაგელია თქვენი ამომრჩეველი.+ 25  ვიღაც აღვძარი ჩრდილოეთიდან და მოვა.+ მზის ამოსავლიდან+ მოუხმობს ჩემს სახელს. მოვა და გათელავს მმართველებს,+ როგორც მეთუნე ზელს სველ თიხას. 26  ვინ რა თქვა დასაწყისში, რომ ვიცოდეთ, ან წარსულში, ვისზეც შეიძლებოდა გვეთქვა, ის მართალიაო?+ ნამდვილად არავის უთქვამს. ნამდვილად არავის გაუგებინებია. ნამდვილად არავის გაუგია თქვენი ნათქვამი“.+ 27  ის, ვინც პირველია, ეუბნება სიონს: „აი ისინი!“,+ იერუსალიმს მივცემ მახარობელს.+ 28  ვუყურებდი და არსად იყო ადამიანი, არავინ იყო მრჩეველი.+ ვეკითხებოდი, რომ ეპასუხათ. 29  აი, ყოველი მათგანი არარსებულია. არარაობაა მათი საქმეები. ქარი და არარაობაა მათი ქანდაკებები.+

სქოლიოები

ან სანაპიროებო (ხმელთაშუა ზღვისა).