ესაია 43:1—28

43  აი რას ამბობს იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ იაკობ, და შენი შემქმნელი,+ ისრაელო: «ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე.+ სახელით გიხმობ.+ ჩემი ხარ.+  წყალში რომ შეხვიდე,+ შენთან ვიქნები,+ მდინარეებში რომ შეხვიდე, ვერ წაგლეკავენ.+ ცეცხლში რომ გაიარო, არ წაგეკიდება, არც ალი დაგწვავს.+  მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, ისრაელის წმინდა, შენი მხსნელი.+ შენ გამოსასყიდად გავეცი ეგვიპტე,+ ეთიოპია+ და სება — შენ სანაცვლოდ.  რაკი ძვირფასი ხარ ჩემს თვალში,+ ამიტომ პატივცემულად ითვლები და მეც შეგიყვარე.+ შენ სანაცვლოდ ხალხს გავცემ, შენი სულის სანაცვლოდ — ერებს.+  ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ.+ მზის ამოსავლიდან მოვიყვან შენს შთამომავლობას, მზის ჩასავლიდან შეგკრებ.+  ვეტყვი ჩრდილოეთს,+ გაუშვი-მეთქი; სამხრეთს ვეტყვი: ნუ დააკავებ, შორიდან მოიყვანე ჩემი ვაჟები და დედამიწის კიდეებიდან+ — ჩემი ასულები,  ყველა, ვინც ჩემი სახელით იწოდება,+ ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი+ და გამოვსახე, ვინც მე შევქმენი.+  გამოიყვანე ხალხი, რომელსაც თვალები აქვს, მაგრამ ბრმაა, ყურები აქვს, მაგრამ ყრუა.+  ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ხალხი და ერთად შეიკრიბონ ერები.+ მათ შორის რომელს შეუძლია ამის თქმა?+ თუ გაგვაგებინებენ იმას, რაც თავდაპირველად უნდა შესრულდეს?+ მოიყვანონ თავიანთი მოწმეები,+ რათა მართლებად იქნენ აღიარებულნი, ან მოისმინონ და თქვან: „ეს ჭეშმარიტებაა!“+ 10  თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე,+ რათა გცოდნოდათ+ და გერწმუნათ ჩემი+ და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ.+ ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი+ და არც ჩემ შემდეგ იქნება.+ 11  მე, მე ვარ იეჰოვა+ და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+ 12  მე ვამბობდი, ვიხსნიდი და ვაგებინებდი,+ როცა თქვენ შორის არ იყო უცხო ღმერთი.+ ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ.+ 13  მე ყოველთვის იგივე ვარ+ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა.+ ავმოქმედდები+ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?»+ 14  აი რას ამბობს იეჰოვა, თქვენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+ „თქვენი გულისთვის გავგზავნი მათ ბაბილონში და ჩამოვყრი საპყრობილეების ურდულებს,+ დავამხობ ქალდეველებს ხომალდებში და ავაკვნესებ.+ 15  მე ვარ იეჰოვა, თქვენი წმინდა,+ ისრაელის შემოქმედი,+ თქვენი მეფე“.+ 16  აი რას ამბობს იეჰოვა, ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში სავალის გამკვალავი,+ 17  საომარი ეტლისა და ცხენის, ჯარისა და ძლიერი ხალხის ერთად გამომყვანი:+ „დაწვებიან+ და ვეღარ ადგებიან.+ გაქრებიან,+ პატრუქივით ჩაქრებიან.+ 18  ნუ გაიხსენებთ პირვანდელს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ წინანდელს. 19  აი, რაღაც ახალს ვაკეთებ.+ ახლა გამოჩნდება ის. განა ვერ გაიგებთ?+ უდაბნოში გავკვალავ გზას,+ ხრიოკზე მდინარეებს გავიყვან.+ 20  განმადიდებენ მინდვრის მხეცები,+ ტურები და სირაქლემები,+ რადგან უდაბნოშიც კი მივცემ წყალს და ხრიოკზე — მდინარეებს,+ რათა დალიოს ჩემმა ხალხმა, ჩემმა რჩეულმა,+ 21  ხალხმა, რომელიც ჩემთვის შევქმენი, რათა ჩემ საქებრად ელაპარაკათ.+ 22  შენ კი არ მომიხმე, იაკობ,+ რადგან დაიღალე ჩემით, ისრაელო.+ 23  არ მოგიტანია ჩემთვის მთლიანად დასაწვავი ცხვარი და მსხვერპლით არ განგიდიდებივარ.+ არ დამიძალებია, რომ ძღვნით გემსახურა ჩემთვის, არც გუნდრუკის კმევით დამიქანციხარ.+ 24  ფული არ დაგიხარჯია ჩემთვის ტკბილი ლერწმის+ საყიდლად; არ გაგიძღივარ მსხვერპლის ქონით.+ მაიძულებდი მემსახურა შენი ცოდვების გამო; დამქანცე შენი დანაშაულით.+ 25  მე, მე ვშლი+ შენს ცოდვებს+ ჩემი გულისთვის;+ არ გავიხსენებ შენს ცოდვებს.+ 26  გამახსენე; ერთად განვსაჯოთ;+ თქვი შენი სათქმელი, რომ გამართლდე.+ 27  მამაშენმა, რომელიც პირველი იყო, შესცოდა,+ შენმა წარმომადგენლებმა შემცოდეს.+ 28  შეურაცხვყოფ წმინდა ადგილის მთავრებს; იაკობს გადავცემ, როგორც გასანადგურებლად განწესებულს, ისრაელს სალანძღავ სიტყვებს გადავცემ“.+

სქოლიოები