ესაია 46:1—13

46  მოიდრიკა+ ბელი,+ წელში მოიხარა ნებო. მათი კერპები+ აჰკიდეს გარეულ და შინაურ ცხოველებს, ტვირთად და საპალნედ — დაღლილ ცხოველებს.  ისინი წელში მოიხრებიან. ისინი ერთნაირად მოიდრიკებიან. ამ ღმერთებს არ შეუძლიათ თავიანთი ტვირთის ხსნა,+ ტყვეობაში წავა მათი სული.+  „მისმინეთ, იაკობის სახლო, ისრაელის სახლიდან დარჩენილებო,+ თქვენ, ვინც მუცლიდან გამოგიყვანეთ და საშვილოსნოდანვე გატარეთ!+  მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე,+ გაჭაღარავებამდე მე ვატარებ მას.+ ვიმოქმედებ,+ რომ ავიყვანო, ვატარო და ვიხსნა.+  ვის შემადარებთ,+ ვის გამიტოლებთ ან ვის მიმამსგავსებთ, რომ აჩვენოთ ჩვენ შორის მსგავსება?!+  ზოგი ოქროს ყრის ქისიდან და სასწორზე წონის ვერცხლს, ქირაობს მჭედელს, რომელიც ამ ვერცხლისგან უკეთებს ღმერთს.+ ემხობიან და თაყვანს სცემენ მას.+  მხრებით დაატარებენ,+ მიაქვთ და თავის ადგილზე დებენ, რომ მყარად იდგეს. არ დაიძვრება თავისი ადგილიდან.+ შეღაღადებს კაცი მას, მაგრამ პასუხს არ სცემს; გასაჭირიდან ვერ იხსნის მას.+  გახსოვდეთ ეს, რომ გამბედაობა მოიკრიბოთ! გულთან ახლოს მიიტანეთ+ ეს, შემცოდველებო!+  გახსოვდეთ თავდაპირველი, რაც დიდი ხნის წინათ მოხდა,+ რომ მე ვარ ღმერთი+ და არ არსებობს სხვა ღმერთი,+ არც ვინმე — ჩემი მსგავსი,+ 10  რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს+ და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა;+ რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება+ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს;+ 11  რომელიც მზის ამოსავლიდან მოუხმობს მტაცებელ ფრინველს,+ შორეული ქვეყნიდან კაცს, რომ აღასრულოს ჩემი გადაწყვეტილება.+ მე ვთქვი და შევასრულებ.+ მე განვიზრახე და გავაკეთებ.+ 12  მისმინეთ, გულით ძლიერნო+ და სიმართლეს განშორებულნო!+ 13  ახლოსაა ჩემი სიმართლე.+ შორს არ არის+ და არ დააყოვნებს ჩემგან ხსნა.+ სიონში ვიხსნი და ჩემს მშვენებას მივცემ ისრაელს“.+

სქოლიოები