ესაია 48:1—22

48  ისმინე, იაკობის სახლო, ისმინეთ, თქვენ, ისრაელს რომ უწოდებთ თავს+ და იუდას წყლებიდან ხართ გამოსული,+ იეჰოვას სახელს რომ იფიცებთ+ და ისრაელის ღმერთს ახსენებთ,+ მაგრამ არა ჭეშმარიტებითა და არა სიმართლით!+  თავს წმინდა ქალაქის+ მკვიდრებს უწოდებენ და ისრაელის ღმერთზე არიან დაიმედებული,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+  «დიდი ხნის წინათ გავაცხადე ის, რაც უკვე მოხდა, ჩემი პირიდან გამოვიდა ის და მე გავაგონე.+ მოულოდნელად ვიმოქმედე და შესრულდა ეს ყველაფერი.+  რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ,+ რომ შენი კისერი რკინის ძარღვია+ და შენი შუბლი სპილენძია,+  იმ დროიდან გეუბნებოდი ყველაფერს. სანამ ეს მოხდებოდა, გაგაგებინე,+ რომ არ გეთქვა: „ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკებებმა ბრძანეს ეს“.+  შენ ისმინე.+ შეხედე ყოველივე ამას!+ ნუთუ არ ილაპარაკებთ ამაზე?!+ ახლაც გაგებინებ ახალ ამბებს, იმას, რაც დაფარულია და რაც არ იცი.+  ახლა შეიქმნება ის, რაც წინათ არ ყოფილა და რის შესახებაც დღემდე არაფერი გსმენია, რომ არ თქვა: ეს ხომ ვიცოდიო.+  არ გსმენია,+ არც იცი, იმ დროიდან არ ყოფილა შენი ყური გახსნილი. კარგად ვიცი, რომ ვერაგულად+ იქცეოდი, და „მუცლიდანვე შემცოდველი“ გერქვა.+  ჩემი სახელის გამო შევაკავებ რისხვას+ და ჩემი ქების გამო შევიკავებ თავს, რომ არ მოგსპო.+ 10  აი, განგწმინდე, მაგრამ არა ვერცხლივით,+ გამოგცადე გაჭირვების ღუმელში.+ 11  ჩემი გულისთვის, ჩემი გულისთვის ვიმოქმედებ,+ რადგან როგორ შევაბღალვინო თავი?!+ არავის მივცემ ჩემს დიდებას.+ 12  მისმინე, იაკობ, და შენ, ისრაელო, რომელსაც მოგიწოდე! მე იგივე ვარ.+ მე პირველიც+ ვარ და უკანასკნელიც.+ 13  ჩემმა ხელმა ჩაუყარა საფუძველი დედამიწას+ და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა.+ მოვუხმობ მათ, რომ ერთად წარდგნენ.+ 14  შეგროვდით ყველა და ისმინეთ!+ რომელმა მათგანმა თქვა ეს? იეჰოვამ შეიყვარა ის.+ იმას დამართებს ბაბილონს,+ რაც მას სურს, და მისი მკლავი იქნება ქალდეველებზე.+ 15  მე ვილაპარაკე, მე მოვუხმე მას,+ მე მოვიყვანე ის და წარმატებული იქნება მისი გზა.+ 16  ახლოს მოდით ჩემთან და ისმინეთ! დასაწყისიდანვე ვამბობდი, არა დაფარულ ადგილას.+ როგორც კი ეს დაიწყო, მას მერე იქ ვარ». უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად.+ 17  აი რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+ „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ+ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!+ 18  ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!+ მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა+ და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით.+ 19  შენი შთამომავლობა ქვიშასავით იქნებოდა და შენი მუცლის ნაყოფი — მისი მარცვლებივით.+ არ მოისპობოდა და არ განადგურდებოდა მისი სახელი ჩემ წინაშე“.+ 20  გამოდით ბაბილონიდან!+ გაექეცით ქალდეველებს!+ ილაპარაკეთ და სიხარულით იყიჟინეთ, ყველას გააგონეთ ეს!+ დედამიწის კიდეს მიაწვდინეთ ხმა!+ თქვით: „იეჰოვამ გამოისყიდა თავისი მსახური იაკობი.+ 21  არ მოსწყურებიათ,+ როცა გაპარტახებულ ადგილებში ატარებდა.+ კლდიდან წყალი გადმოუჩქეფა და კლდე გააპო, რომ წყალი გადმოსულიყო“.+ 22  „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“, — ამბობს იეჰოვა.+

სქოლიოები