ესაია 50:1—11

50  აი რას ამბობს იეჰოვა: „სად არის გაყრის მოწმობა,+ დედათქვენს რომ მივეცი და გავუშვი,+ ან რომელ მევალეს მიგყიდეთ?+ აი, თქვენივე დანაშაულის+ გამო გაიყიდეთ და თქვენივე ცოდვების გამოა გაშვებული+ დედათქვენი.  რატომ არავინ დამხვდა, როცა მოვედი?+ რატომ არავინ მიპასუხა,+ როცა ვიძახდი? განა ისე დამოკლდა ჩემი ხელი, რომ გამოსყიდვა არ შეეძლოს?!+ განა არა მაქვს ხსნის ძალა?! აი, ვკიცხავ+ და შრება ზღვა;+ მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ.+ უწყლობის გამო ყროლდება მათი თევზი, წყურვილის გამო იხოცება.+  წყვდიადით ვმოსავ ზეცას+ და ჯვალოში ვახვევ“.+  უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მომცა სწავლულთა ენა,+ რათა ვიცოდე, როგორი სიტყვით ვუპასუხო დაღლილს.+ ყოველ დილით მაღვიძებს, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულებივით მოვისმინო.+  უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამიხსნა ყური და მეც არ ვეურჩე;+ სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ.+  ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს, ლოყები+ — წვერების მგლეჯელებს. სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან.+  უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება.+ ამიტომ დამცირებულად არ ვიგრძნობ თავს; ამიტომ კაჟივით გავიმაგრე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.+  ახლოსაა ის, ვინც მართლად მაღიარებს.+ ვინ შემედავება?! დავდგეთ ერთად!+ ვინაა ჩემი მოწინააღმდეგე სასამართლოზე?!+ მომიახლოვდეს!+  აი, უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება. ვინ გამომაცხადებს დამნაშავედ?!+ აი, ყველანი ტანსაცმელივით გაცვდებიან.+ ჩრჩილი შეჭამს მათ.+ 10  ვის აქვს თქვენ შორის იეჰოვას შიში+ და ვინ უსმენს მისი მსახურის ხმას?+ ვინ დადის სიბნელეში+ და ვის არა აქვს ნათელი? მიენდოს იეჰოვას სახელს+ და თავის ღმერთზე იყოს დაიმედებული.+ 11  „თქვენ, ცეცხლის გამჩაღებლებო, ნაპერწკლების ამნთებებო, თქვენივე დანთებული ცეცხლის შუქზე და თქვენივე ანთებულ ნაპერწკლებს შორის იარეთ! აი რას მიიღებთ ჩემი ხელიდან: მწვავე ტკივილებით დაწვებით“.+

სქოლიოები