ესაია 51:1—23
51 „მისმინეთ, სიმართლის მიმდევარნო,+ იეჰოვას მძებნელნო!+ შეხედეთ კლდეს,+ რომლისგანაც ხართ გამოკვეთილი და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილი.
2 შეხედეთ მამათქვენ+ აბრაამს+ და სარას,+ რომელმაც მშობიარობის ტკივილებით გაგაჩინათ. აბრაამი მარტო იყო, როცა მოვუხმე;+ ვაკურთხე და გავამრავლე.+
3 იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+ ანუგეშებს ყველა მის განადგურებულ ადგილს,+ მის უდაბნოს დაამსგავსებს ედემს+ და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+ სიხარული და მხიარულება იქნება იქ, სამადლობელი და სიმღერის ხმა.+
4 მომისმინე, ჩემო ხალხო, ყური დამიგდე, ჩემო ერო,+ რადგან ჩემგან გამოვა კანონი+ და ჩემს სამართალს სინათლედ დავუდგენ ხალხებს.+
5 ახლოსაა ჩემი სიმართლე.+ მოვა ჩემგან ხსნა+ და ჩემი მკლავები გაასამართლებს ხალხებს.+ ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+ და ჩემს მკლავს დაელოდებიან.+
6 ზეცისკენ აღაპყარით თვალები+ და დახედეთ დედამიწას! კვამლივით გაიფანტება ზეცა+ და ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა,+ ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი; ჩემგან ხსნა კი მარადიული იქნება+ და ჩემი სიმართლე არ შეირყევა.+
7 მისმინეთ, სიმართლის მცოდნეებო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი კანონი!+ ნუ შეგაშინებთ შეურაცხყოფა მოკვდავი ადამიანებისგან და თავზარს ნუ დაგცემთ მათი სალანძღავი სიტყვები;+
8 რადგან ჩრჩილი შეჭამს მათ, როგორც ტანსაცმელს, და ტანსაცმლის ჩრჩილი — როგორც შალს;+ ჩემი სიმართლე კი მარადიულად იქნება და ჩემგან ხსნა — თაობიდან თაობაში“.+
9 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ იეჰოვას მკლავო!+ გამოიღვიძე, როგორც დიდი ხნის წინათ, როგორც დიდი ხნის წინანდელ თაობებში!+ განა შენ არ დაანაკუწე რახაბი,+ განგმირე ზღვის ურჩხული?!+
10 განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?!+ განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულების გასატარებლად?!+
11 დაბრუნდებიან იეჰოვას მიერ გამოსყიდულები და მხიარული შეძახილით მივლენ სიონში;+ მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე.+ სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან ისინი.+ გაქრება მწუხარება და ოხვრა.+
12 «მე, მე განუგეშებთ თქვენ.+
ვინა ხარ, რომ გეშინოდეს მოკვდავი ადამიანისა, რომელიც მოკვდება,+ და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით იქნება?!+
13 რატომ დაივიწყე იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ ცის გადამჭიმავი+ და დედამიწის დამფუძნებელი,+ რის გამოც მთელი დღე შენი შემავიწროებლის რისხვისა გეშინოდა,+ თითქოს ის გაგანადგურებდა?+ სადაა შენი შემავიწროებლის რისხვა?!+
14 ჯაჭვებისგან წელში მოხრილი მალე გათავისუფლდება,+ რომ არ მოკვდეს და არ ჩავიდეს საფლავში*,+ და არ მოაკლდეს პური.+
15 მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ; მე ვაღელვებ ზღვას და ვაბობოქრებ მის ტალღებს.+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+
16 დაგიდებ ჩემს სიტყვებს ბაგეზე+ და ჩემი ხელის ჩრდილით დაგფარავ,+ რათა განვამტკიცო ზეცა,+ დავაფუძნო დედამიწა+ და ვუთხრა სიონს: „ჩემი ხალხი ხარ!“+
17 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმო,+ რომელმაც შესვი იეჰოვას ხელიდან, მისი რისხვის სასმისიდან!+ შენ შესვი და გამოცალე თასი, თავბრუდამსხმელი სასმისი.+
18 არავინ არის მისი წამყვანი მის მიერ ნაშობ ვაჟებს შორის+ და არავინ არის მისი ხელის ჩამჭიდებელი მის მიერ აღზრდილ ვაჟებს შორის.+
19 ეს ორი რამ დაგატყდა თავს.+ ვინ თანაგიგრძნობს?!+ ძარცვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი!+ ვინ განუგეშებს?!+
20 შენს ვაჟებს გული წაუვიდათ.+ წვანან ისინი ყველა ქუჩის თავში ბადეში გაბმული გარეული ცხვრებივით,+ მათსავით, ვინც სრულად გამოსცადა იეჰოვას რისხვა,+ შენი ღვთის გაკიცხვა».+
21 ამიტომ ისმინე, საწყალო და უღვინოდ+ დამთვრალო ქალო!+
22 აი რას ამბობს შენი უფალი, იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელიც დავობს+ თავისი ხალხის გულისთვის: „აი, ხელიდან გამოგართმევ თავბრუდამსხმელ სასმისს.+ მეტად აღარ შესვამ თასიდან, ჩემი რისხვის სასმისიდან.+
23 მივცემ მას ხელში შენს მჩაგვრელებს,+ რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს, დაემხვე, რომ გადაგიაროთო! მიწად აქცევდი შენს ზურგს და ქუჩად, რომ გადაევლოთ“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ორმოში.