ესაია 52:1—15
52 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ სიონო! ჩაიცვი შენი ლამაზი ტანსაცმელი,+ იერუსალიმო, წმინდა ქალაქო!+ მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმინდური.+
2 ადექი, მტვერი ჩამოიბერტყე+ და დაჯექი, იერუსალიმო! მოიშვი თოკები კისერზე, სიონის ტყვე ასულო!+
3 აი რას ამბობს იეჰოვა: „მუქთად იყავით მიცემულნი+ და უფულოდ იქნებით გამოსყიდულნი“.+
4 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თავდაპირველად ეგვიპტეს შეეხიზნა ჩემი ხალხი.+ უმიზეზოდ ჩაგრავდა მათ ასურეთი“.
5 „ახლა აქ რა მინდა? — ამბობს იეჰოვა. — ჩემი ხალხი მუქთად იყო წაყვანილი.+ ღრიალებდნენ მათზე გაბატონებულნი,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩემს სახელს განუწყვეტლივ, მთელი დღე, უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ.+
6 ამიტომ იმ დღეს ჩემს ხალხს ეცოდინება ჩემი სახელი,+ რადგან მე ვამბობ ამას.+ აი, ეს მე ვარ!“
7 რა მშვენიერია მთებზე მახარობლის,+ მშვიდობის გამომცხადებლის,+ უკეთესობის მახარობლის,+ ხსნის გამომცხადებლის+ ფეხები,+ მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“+
8 ისმინე! ხმას იმაღლებენ+ შენი გუშაგები.+ ერთხმად შესძახიან სიხარულით. თვალს თვალში გაუყრიან+ და დაინახავენ, რომ იეჰოვა შემოიკრებს სიონს.+
9 იმხიარულეთ, ერთხმად შესძახეთ სიხარულით, იერუსალიმის განადგურებულო ადგილებო,+ რადგან ანუგეშა იეჰოვამ თავისი ხალხი,+ გამოისყიდა მან იერუსალიმი!+
10 იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ხალხთა თვალწინ,+ დედამიწის კიდეები იხილავენ ხსნას ჩვენი ღვთისგან.+
11 ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით,+ უწმინდურს ნუ მიეკარებით!+ გამოდით მისგან+ და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!+
12 უძრწოლველად გამოხვალთ და არ გაიქცევით,+ რადგან იეჰოვა ივლის თქვენ წინაშე+ და ისრაელის ღმერთი ზურგს გაგიმაგრებთ.+
13 აი, ჩემი მსახური+ წვდომის უნარით+ იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება.+
14 ისევე, როგორც მრავალი მიაშტერდა მას განცვიფრებული+ (იმდენად იყო მისი შესახედაობა+ დამახინჯებული სხვა ადამიანებთან შედარებით და მისი წარმოსადეგობა+ — ადამიანის სხვა ძეებთან შედარებით),
15 ასევე გააოცებს ის მრავალ ერს.+ მის წინაშე პირს მოკუმავენ მეფეები,+ რადგან იმას დაინახავენ, რაც მათთვის არ მოუყოლიათ, და ყურადღებას მიაქცევენ იმას, რაც არ გაუგონიათ.+