ესაია 53:1—12
53 ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა+ იეჰოვას მკლავი?+
2 ყლორტივით+ ამოვა ის ხალხის წინაშე, ფესვივით — უწყლო მიწიდან. არც წარმოსადეგია, არც დიადი;+ როცა ვნახავთ, მისი გარეგნობა არ მიგვიზიდავს.+
3 მოძულებული იყო+ ის და თავს არიდებდნენ; მას უნდა განეცადა ტკივილი და მისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო ავადმყოფობა.+ მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან.+ მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებდით მას.+
4 თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები,+ იტვირთა ჩვენი ტკივილები.+ ჩვენ კი გაუბედურებულად,+ ღვთისგან ჭრილობამიყენებულად+ და დაჩაგრულად+ ვთვლიდით მას.
5 ჩვენი ცოდვებისთვის+ განიგმირა,+ ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა.+ დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა,+ და მისმა ჭრილობებმა+ განგვკურნა.+
6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+ თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვუბრუნდებოდით, იეჰოვამ კი მას ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა.+
7 შევიწროებული იყო,+ თავი დააჩაგვრინა+ და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად;+ როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+
8 შეზღუდვისა და გასამართლების გამო იქნა წაყვანილი.+ ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობის* ამბით?+ მოიკვეთა+ ცოცხალთა ქვეყნიდან.+ ჩემი ხალხის დანაშაულის+ გამო მიიღო დარტყმა.+
9 როცა მოკვდება, ის ბოროტებთან+ და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს,+ თუმცა ძალადობა არ ჩაუდენია+ და მზაკვრობა არ ყოფილა მის ბაგეზე.+
10 იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა.+ მან დაასნეულა იგი.+ თუ მის სულს დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად გაიღებ,+ ღმერთო, ის დაინახავს თავის შთამომავალს,+ გაიხანგრძლივებს დღეებს+ და მის ხელში წარმატებას მიაღწევს ყველაფერი,+ რაც იეჰოვას ახარებს.+
11 თავისი სულის გასაჭირის გამო დაკმაყოფილდება+ იმით, რასაც დაინახავს.+ მართალი, ჩემი მსახური,+ თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს+ და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.+
12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის,+ ნადავლს გაინაწილებს ძლიერთა შორის,+ რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სული+ და შემცოდველებში ჩაითვალა.+ მან მრავალთა ცოდვა ატარა+ და შემცოდველებს უშუამდგომლა.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მისი თაობის.