ესაია 54:1—17
54 „სიხარულით შესძახე, უშვილო ქალო, რომელსაც არ გიშობია!+ იმხიარულე, მხიარულად შესძახე+ და იყიჟინე შენ, ვისაც მშობიარობის ტკივილები+ არ განგიცდია, რადგან მიტოვებულს უფრო მეტი ვაჟი ჰყავს, ვიდრე ქმრიან ქალს,+ — ამბობს იეჰოვა. —
2 გააფართოვე+ შენი კარვის ადგილი! გადაჭიმონ შენი დიდებული კარვის ქსოვილები! ნურაფერს დაიშურებ! დააგრძელე შენი კარვის თოკები და გაამაგრე შენი კარვის პალოები!+
3 მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი,+ შენი შთამომავლები ხალხებს დაეუფლებიან+ და გაპარტახებულ ქალაქებს დაიმკვიდრებენ.+
4 ნუ გეშინია,+ რადგან არ შერცხვები!+ თავს დამცირებულად ნუ იგრძნობ, რადგან იმედი არ გაგიცრუვდება!+ დაგავიწყდება შენი ახალგაზრდობის დროინდელი სირცხვილი+ და აღარ გაგახსენდება შენი ხანგრძლივი ქვრივობის შეურაცხყოფა“.
5 „შენი დიდებული შემოქმედია+ შენი ქმარი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ ისრაელის წმინდაა შენი გამომსყიდველი.+ მთელი დედამიწის ღმერთი ეწოდება მას.+
6 იეჰოვამ მოგიხმო, როგორც მიტოვებულ და სულგამწარებულ ცოლს,+ როგორც ახალგაზრდობაში+ მოყვანილ და შემდეგ მიტოვებულ ცოლს“,+ — ამბობს შენი ღმერთი.
7 „ცოტა ხნით მიგატოვე,+ მაგრამ დიდ წყალობას გიყოფ და შეგაგროვებ.+
8 ცოტა ხნით რისხვის წარღვნით დავმალე სახე შენგან,+ მაგრამ მარადიული სიკეთით* შეგიწყალებ“,+ — ამბობს შენი გამომსყიდველი,+ იეჰოვა.
9 „ეს ნოეს დროსავით არის ჩემთვის.+ როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები მეტად აღარ დაფარავდა დედამიწას,+ ასევე დავიფიცე, რომ არ გაგიწყრებოდი და არ გაგკიცხავდი.+
10 შეიძლება მთები შეიძრას და შეიძლება გორები შეირყეს,+ მაგრამ ჩემი სიკეთე არ მოგშორდება,+ არც ჩემი მშვიდობის შეთანხმება შეირყევა“,+ — ამბობს იეჰოვა, შენი მწყალობელი.+
11 „საწყალო,+ ქარიშხლით ნაცემო,+ უნუგეშო ქალო,+ მაგარი დუღაბით ვაწყობ ერთმანეთზე შენს ქვებს+ და საფირონის+ საძირკველს+ ჩაგიყრი.
12 ლალის ქონგურებს და მოელვარე ქვის კარიბჭეებს+ გაგიკეთებ, ყოველი მხრიდან ძვირფასი ქვებით შემოგსაზღვრავ.
13 შენი ვაჟები+ იეჰოვას მიერ+ განისწავლებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების მშვიდობა.+
14 მყარად იქნები დაფუძნებული სიმართლეში.+ შორს იქნები ჩაგვრისგან,+ რადგან არაფრის შეგეშინდება, და ნებისმიერი შეძრწუნებისგან, რადგან ახლოს ვერ მოგეკარება ის.+
15 თუ ვინმე თავს დაგესხმება, ეს ჩემი ნაბრძანები არ იქნება.+ თუ ვინმე თავს დაგესხმება, დაეცემა შენ გამო“.+
16 „აი, მე შევქმენი ხელოსანი, რომელიც ცხელ ნაკვერჩხლებს+ უბერავს+ და თავისი ხელობით აკეთებს იარაღს. მე შევქმენი დამღუპველი კაცი+ გამანადგურებელი საქმისთვის.
17 არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება,+ და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს.+ ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა,+ მათი სიმართლე ჩემგან არის“, — ამბობს იეჰოვა.+
სქოლიოები
^ იხილეთ 16:5-ის სქოლიო.